სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსების შვილები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ
ქართველი პოლიტიკოსების შვილები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მუდ­მი­ვად არი­ან, ხში­რად სკან­და­ლე­ბის გა­მოც. AMBEBI.GE ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლებ­ზე გი­ამ­ბობთ, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა დროს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ჰქონ­დათ პრობ­ლე­მა და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც იყ­ვნენ.

რატი მი­ლო­რა­ვა

რატი მი­ლო­რა­ვა პარ­ლა­მენ­ტარ ეკა ბე­სე­ლი­ას ვა­ჟია. რა­ტის სა­ხელს სხვა­დას­ხვა დროს ხში­რად უკავ­ში­რებ­დნენ ამა თუ იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა. რატი მი­ლო­რა­ვა 2013 წელს "სქაი ბარ­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში ფი­გუ­რი­რებ­და, რო­მე­ლიც მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოხ­და. შემ­თხვე­ვის დროს ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა და­იჭ­რა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რატი მი­ლო­რა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ის უბ­რა­ლოდ ჩხუ­ბის გაშ­ვე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

რატი მი­ლო­რა­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2009 წელს ქო­ბუ­ლეთ­ში და­ა­კა­ვეს. ეს ფაქ­ტი სა­სა­მარ­თლოს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­ტურ­დე­ბა. შემ­თხვე­ვა 2009 წელს ქო­ბუ­ლეთ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მოხ­და. ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟი და ეკას ძმა, სერ­გო ბე­სე­ლია ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. ბე­სე­ლია მომ­ხდარს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას მი­ა­წერ­და.

გაგა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვაჟი, გაგა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე 2012 წელს და­ა­კა­ვეს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხუ­ლიგ­ნო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საქ­მე ეხე­ბა 2012 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კაფე "გა­ლე­რე­ა­ში" მომ­ხდარ ჩხუბს, რომ­ლის დრო­საც კაფე "გა­ლე­რე­ას" დაც­ვის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ირაკ­ლი ცინ­დე­ლი­ა­ნი და­იჭ­რა. მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც გავ­რცელ­და.

დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი საჯ­დო­მის ნერვში იყო დაჭ­რი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ლა­პა­რა­კე­ბა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კლუბ­ში შეს­ვლას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცდი­ლობ­და. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მა­შინ კო­მენ­ტა­რი ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა. მისი თქმით, გაგა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ, ვი­ღა­ცას ყელი გა­მოჭ­რა. რა­საც გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის ლე­ვან სა­მუ­ში­ას და ლალი აფ­ცი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბაც მოჰ­ყვა, რომ­ლე­ბიც უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცი­ის დარ­ღვე­ვის გამო, სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ე­მუქრნენ.

ან­ზორ ბი­წა­ძე

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს უფ­რო­სი ვაჟი, ან­ზო­რი­კო ბი­წა­ძე 2011 წელს აქ­ტი­უ­რად ედგა გვერ­დით და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­შიც მო­ნა­წი­ლობ­და. ბურ­ჯა­ნა­ძის ვაჟი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2011 წლის 26 მა­ი­სის ღა­მეს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბა იმ დროს მოხ­და, როცა 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად ბურ­ჯა­ნა­ძემ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეს­ვლა სცა­და. შემ­თხვე­ვის დროს ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მე­უღ­ლეც, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მამა შვი­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მხო­ლოდ ან­ზორ ბი­წა­ძე და ბურ­ჯა­ნა­ძის დაც­ვის წევ­რე­ბი და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა ისი­ნი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ბი­წა­ძე პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის­თვის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი

2013 წელს ოქ­რო­ყა­ნის გზა­ზე ავა­რია მოხ­და, რო­მელ­საც 20 წლის ბა­ი­კე­რის, ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. რო­გორც ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, თე­ო­ნა იხ­სე­ნებს, ოქ­რო­ყა­ნის გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, მძღოლ­მა და ბე­ქამ არი­დე­ბა ვერ შეძ­ლეს, რა დრო­საც შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში გიგი წე­რეთ­ლის ვაჟი იჯდა. 20 წლის ბა­ი­კე­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გიგი წე­რე­თელ­მაც, რო­მე­ლიც უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მისი შვი­ლი იჯდა სა­ჭეს­თან და არც იმას ადას­ტუ­რებს, რომ ის ნას­ვა­მი იყო. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, დად­გა თუ არა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, მაგ­რამ შსს-დან ინ­ფორ­მა­ცია ამ დრომ­დე არ მო­უ­წო­დე­ბი­ათ.

რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი კვი­რის წინ გა­იც­ნო. მან "და­ი­ნინგ რუმ­ში" ნიკა გვა­რა­მია სცე­მა. რო­გორც ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვა­ჟის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. შემ­თხვე­ვის დროს ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ბე­რი­ძე და მისი სხვა მე­გობ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი თა­ვად აღი­ა­რა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. რის შემ­დე­გაც ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს და 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: გიგი წე­რე­თე­ლი - "გა­მო­ძი­ე­ბა თუ და­ად­გენს, რომ ჩემს შვილს ბრა­ლი მი­უ­ძღვის, პა­სუ­ხი უნდა აგოს"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქართველი პოლიტიკოსების შვილები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

ქართველი პოლიტიკოსების შვილები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

ქართველი პოლიტიკოსების შვილები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად არიან, ხშირად სკანდალების გამოც. AMBEBI.GE ქართველი პოლიტიკოსების შვილებზე გიამბობთ, რომლებსაც სხვადასხვა დროს სამართალდამცავებთან ჰქონდათ პრობლემა და დაკავებულებიც იყვნენ.

რატი მილორავა

რატი მილორავა პარლამენტარ ეკა ბესელიას ვაჟია. რატის სახელს სხვადასხვა დროს ხშირად უკავშირებდნენ ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეს, თუმცა ბევრი მათგანი სიმართლე არ აღმოჩნდა. რატი მილორავა 2013 წელს "სქაი ბარში" მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა, რომელიც მარიკა ვერულაშვილის ქალიშვილის დაბადების დღეზე მოხდა. შემთხვევის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა დაიჭრა, როგორც მოგვიანებით რატი მილორავამ განაცხადა, ის უბრალოდ ჩხუბის გაშველებაში მონაწილეობდა.

რატი მილორავა სამართალდამცავებმა 2009 წელს ქობულეთში დააკავეს. ეს ფაქტი სასამართლოს მიერ ოფიციალურად დასტურდება. შემთხვევა 2009 წელს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ეკა ბესელიას ვაჟი და ეკას ძმა, სერგო ბესელია ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს. ბესელია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიაწერდა.

გაგა გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, გაგა გაჩეჩილაძე 2012 წელს დააკავეს. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 2012 წლის 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფე "გალერეას" დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. მაშინ სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

დაცვის თანამშრომელი საჯდომის ნერვში იყო დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩეჩილაძე კლუბში შესვლას მეუღლესთან ერთად ცდილობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ კომენტარი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, გაგა გაჩეჩილაძემ ტელეკამერების წინ, ვიღაცას ყელი გამოჭრა. რასაც გაჩეჩილაძის ადვოკატების ლევან სამუშიას და ლალი აფციაურის განცხადებაც მოჰყვა, რომლებიც უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გამო, სააკაშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.

ანზორ ბიწაძე

ნინო ბურჯანაძეს უფროსი ვაჟი, ანზორიკო ბიწაძე 2011 წელს აქტიურად ედგა გვერდით და საპროტესტო აქციებშიც მონაწილობდა. ბურჯანაძის ვაჟი სამართალდამცავებმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს დააკავეს. დაკავება იმ დროს მოხდა, როცა 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაშავებული მოქალაქეების სანახავად ბურჯანაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლა სცადა. შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძის მეუღლეც, სამართალდამცავებმა მამა შვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით მხოლოდ ანზორ ბიწაძე და ბურჯანაძის დაცვის წევრები დააკავეს. თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს. ბიწაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იყო დაკავებული.

ნუგზარ წერეთელი

2013 წელს ოქროყანის გზაზე ავარია მოხდა, რომელსაც 20 წლის ბაიკერის, ბექა სეხნიაშვილის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ბექა სეხნიაშვილის მეგობარი გოგონა, თეონა იხსენებს, ოქროყანის გზაზე საპირისპირო მიმართულებით ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა და ბექამ არიდება ვერ შეძლეს, რა დროსაც შეჯახება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში გიგი წერეთლის ვაჟი იჯდა. 20 წლის ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა გიგი წერეთელმაც, რომელიც უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი შვილი იჯდა საჭესთან და არც იმას ადასტურებს, რომ ის ნასვამი იყო. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნულ საქმეზე, მაგრამ შსს-დან ინფორმაცია ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

რატი გაჩეჩილაძე

რატი გაჩეჩილაძე საზოგადოებამ ერთი კვირის წინ გაიცნო. მან "დაინინგ რუმში" ნიკა გვარამია სცემა. როგორც ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის ადვოკატი აცხადებს, დანაშაულის მოტივი პოლიტიკური იყო. შემთხვევის დროს ნიკა გვარამიასთან ერთად დავით დოიაშვილი, მარინა ბერიძე და მისი სხვა მეგობრები იმყოფებოდნენ. რატი გაჩეჩილაძემ დანაშაული თავად აღიარა და სოციალურ ქსელში დაწერა. რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს და 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"

რამდენ მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდგინდა კორონავირუსი მიმდინარე კვირას - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

5 680 ლარის შემოსავალი ორ კვირაში - ვინ არის და რა ქონებას ფლობს საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი

"საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა - რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"