სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - რას საქმიანობს რეალურ ცხოვრებაში "ჩემი ცოლის დაქალების" დოჩი ალიშბაია
"ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - რას საქმიანობს რეალურ ცხოვრებაში "ჩემი ცოლის დაქალების" დოჩი ალიშბაია

"აქამ­დე არ მი­ცხოვ­რია! ბედ­ნი­ე­რიც თურ­მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ... მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­ცა­დე! სწორ დროს სწორ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი... მთე­ლი სული, გული და მონ­დო­მე­ბა ჩავ­დე, ყვე­ლა შიში დავძლიე და თუ გა­მო­მი­ვი­და, ე.ი. გა­ვუ­მარ­თლე იმე­დი ჩემს აღ­მომ­ჩენს და მი­ზა­ნიც ეგ იყო! მიყ­ვარ­ხართ და გას­კდა გული ამ­დე­ნი ემო­ცი­ის­გან!", - ეს არის ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სის ნა­წყვე­ტი. ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი ალ­ბათ ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელს არა­ფერს ეუბ­ნე­ბა, თუმ­ცა საკ­მა­რი­სია ვახ­სე­ნოთ დოჩი ალიშ­ბა­ია, ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და ყვე­ლას სა­ხე­ზე ღი­მი­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა. ამ პრო­ექ­ტის­თვის ახა­ლი სა­ხეა, სულ ერთხელ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი როლი ითა­მა­შა, რომ მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სი მა­შინ­ვე გა­მო­იწ­ვია.

და აი, ისიც, ნა­ნუ­კა გუ­ლუა, AMBEBI.GE-ს მან პირ­ვე­ლი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დი­და­ნაა, 16 წე­ლია თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. რო­გორც ამ­ბობს, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტად არას­დროს უმუ­შა­ვია. "სწავ­ლა რომ და­ვას­რუ­ლე, "უნი­ვერ­სა­მი" იყო ასე­თი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი და სამ­სა­ხუ­რი იქ კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ვი­წყე. ამ სფე­რო­ში კარ­გა ხანს ვი­მუ­შა­ვე. ერთი წლის წინ კი, ჩემი მი­ნი­ბიზ­ნე­სი წა­მო­ვი­წყე - სამ­კერ­ვა­ლო ატე­ლიე გავ­ხსე­ნი. დი­ზა­ი­ნის არ­ჩე­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბი კლი­ენ­ტებს და პრინ­ციპ­ში მე­გო­ნა, რომ თავი ამ საქ­მე­ში ვი­პო­ვე, მაგ­რამ ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და," - გვი­თხრა ნა­ნუ­კამ.

- სრუ­ლი­ად სხვა სფე­რო­დან პოპულა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე აღ­მოჩ­ნდით. რო­გორ?

- მარ­თლა არ ვიცი, რა მოხ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ზან­და­სა­ხულს მე­ძა­ხი­ან, არ ვარ რის­კი­ა­ნი და არც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ამას­თან, ასე­თი მი­ზა­ნიც არ და­მი­სა­ხავს, რად­გა­ნაც არ მე­გო­ნა, თუ ამას შევ­ძლებ­დი... მოკ­ლედ, მე და ქეთი დევ­და­რი­ანს (სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი. - ავტ.), სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი, თი­ნა­თინ გა­გუა გვყავს, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზეც ერთხელ ორი­ვე ერ­თად მოვ­ხვდით. ჩემს წრე­ში ყვე­ლამ იცის, რო­გორ მიყ­ვარს იუ­მო­რი, პა­რო­დი­ე­ბი და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მყავს ჩემი გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, იმ ნომ­რებ­ში, რომ­ლებ­საც მე­გობ­რებს წარ­მო­ვუდ­გენ ხოლ­მე, ხან ზუგ­დი­დე­ლი ქალი ვარ, ხან ჩემი მე­ზო­ბე­ლი, ნა­თე­სა­ვი... ქე­თიმ სწო­რედ იქ მნა­ხა და ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც შე­ექ­მნა ჩემ­ზე, თა­ვი­სი ხედ­ვა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. მიხ­ვდა, რომ რა­ღაც შე­მიძ­ლია და ალ­ბათ ისიც იფიქ­რა, რომ ასე სუფ­რებ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში არ უნდა და­ვი­კარ­გო... მოკ­ლედ, იმის მერე ვმე­გობ­რობ­დით, ვკონ­ტაქ­ტობ­დით...

ბო­ლოს კი, როცა უკვე სე­რი­ლა­ში მეგ­რულ­მა ამ­ბებ­მა წინ წა­მო­ი­წია, მეც გა­ვახ­სენ­დი და და­მი­თან­ხმა, რომ ქას­თინგზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბით ცოტა კი შევ­შინ­დი, მაგ­რამ იმის გამო, რომ ქე­თის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად მი­ვიჩ­ნევ და ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც ვენ­დო­ბი, მოკ­ლედ, და­მი­თან­ხმა...

- უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი რომ არის, ამა­ზე მისი ნა­მუ­შე­ვა­რი მე­ტყვე­ლებს...

- ნამ­დვი­ლად. მოკ­ლედ, ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო, - რაკი ადა­მი­ანს ვე­ი­მე­დე­ბი, უარი ვერ ვთქვი, თუმ­ცა ვუ­თხა­რი, რომ ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და და ამ ყვე­ლა­ფერს ვერ შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ის უფრო ხე­დავ­და, რომ გა­მო­მი­ვი­დო­და და ის, რაც უკვე დღეს ჩემს თავს ხდე­ბა, რა­საც რე­ა­ლუ­რად ვერც ვა­კონ­ტრო­ლებ, - ქე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- მგო­ნი, ის შემ­თხვე­ვაა, როცა, მარ­თლაც სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდით...

- კი ასეა და არა ის, რომ მიზ­ნად მქონ­და და­სა­ხუ­ლი ამის მიღ­წე­ვა...

- გი­ოც­ნე­ბი­ათ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე?

- ყო­ველ­თვის, ყო­ველ­დღე, ყო­ველ­წუთს, - მას მერე, რაც და­ვი­ბა­დე. მუ­დამ, რაც უნდა მე­კე­თე­ბი­ნა, პრო­ფე­სი­უ­ლად, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად, არა­ფე­რი მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ვგრძნობ­დი, რომ ის, რა­საც ვა­კე­თებ­დი, ჩემი არ იყო.

- რა­ტომ არ გახ­დით მსა­ხი­ო­ბი?

- სა­ნამ ზუგ­დიდ­ში სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ­დი, გა­ვი­ცა­ნი ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნი, მა­დო­ნა ცო­მა­ია, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ას­წავ­ლი­და. ჩემი ზუგ­დი­დე­ლი მე­ზო­ბე­ლი თბი­ლის­ში მას­თან მდგმუ­რად ცხოვ­რობ­და, ერთხე­ლაც, ამ ადა­მი­ან­თან სტუმ­რად რომ მოვ­ხვდი, ჩე­მით მო­ი­ხიბ­ლა, მერე ხელი მომ­კი­და და სა­დღაც კარგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წა­მიყ­ვა­ნა, იქ ჩემი პა­რო­დი­ე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნე... 

ვინც მო­მის­მი­ნა, მი­თხრა, - სკო­ლას რომ და­ამ­თავ­რებ და თბი­ლის­ში ჩა­მოხ­ვალ, ჩათ­ვა­ლე, რომ ნა­ხე­ვა­რი საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვს. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ა­ბა­როო. მეც მაგ მიზ­ნით ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა მა­მამ არ მო­მი­წო­ნა, ამა­ში ხელს ვერ შე­გი­წყობ და იქ­ნებ ამა­ზე და­ფიქ­რდეო. ვი­ნა­ი­დან მისი სი­ტყვა ჩემ­თვის ფა­სე­უ­ლია, ეს თხოვ­ნა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. არა­და, თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცია, მაგ­რამ ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბა მა­ინც არ უნ­დო­და, თუმ­ცა ახლა რომ გა­ი­გო და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მნა­ხა, დიდი პრე­ტენ­ზი­ით და­მი­რე­კა და მი­თხრა, - კარ­გია, თუ კი­დევ გა­მოჩ­ნდე­ბი მაგ სე­რი­ალ­ში და ერთი სე­რი­ით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბიო...

- სა­კუ­თარ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ვარ, თუ უკვე და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი მქვია, არც ვიცი (იცი­ნის)...

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი მოგ­წონთ?

- რა­საც მივ­ხვდი, ქე­თიმ დო­ჩის სა­ხით ისე­თი ქალი გა­მო­ი­გო­ნა, რო­მე­ლიც მეგ­რულ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს და თან, არა­ერ­თი. ქალი, რო­მე­ლიც არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მდი­და­რი, რო­მელ­საც თა­ვის სა­ნა­თე­სა­ო­ში ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლია. ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის, ოღონ­დაც, გა­სა­ჭირ­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რი, ახ­ლო­ბე­ლი და­იც­ვას და გა­და­არ­ჩი­ნოს, და­ი­ფა­როს, - დიახ, ასე­თი ქა­ლია დოჩი. ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი და ძლი­ე­რია, საქ­მე­ე­ბის მომ­გვა­რე­ბე­ლი და შემ­დგა­რი...

- ცხოვ­რე­ბა­ში ჰგავ­ხართ ამ პერ­სო­ნაჟს?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. ალ­ბათ ამი­ტომ არ გა­მი­ჭირ­და ამ რო­ლის თა­მა­ში. მეც აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, ყო­ველ­თვის ვაგ­ვა­რებ მათ პრობ­ლე­მებს, სულ ვის­მენ მათ­გან ამ­ბებს, ასე­თი ვარ. ამის გამო, ვერ ვი­ტყვი, რომ დო­ჩის­გან დი­დად გან­ვსხვავ­დე­ბი, უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და მე­თო­დე­ბი გვაქვს სხვა­დას­ხვა. თან, დოჩი უფრო თა­მა­მი და ხის­ტია, მე უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი.

- მსა­ხი­ო­ბებ­თან პარტნი­ო­რო­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ? პირ­ვე­ლი სცე­ნა ზუ­რაბ ან­თე­ლა­ვას­თან გქოდათ, კვა­ზი მან­ტკა­ვას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან...

- გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, როცა გა­ვი­გე, რომ როლ­ზე ვი­ყა­ვი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად უნდა მე­თა­მა­შა, გა­და­ღე­ბის წინ, ორი ღამე მარ­თლა არ მძი­ნე­ბია. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი, რო­გორ უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტში მათ­თან, ერ­თად უნდა წაგ­ვე­კი­თხა სცე­ნა­რი თუ ცალ-ცალ­კე, გა­და­ღე­ბა­ზე რომ მი­ვი­დო­დი, მა­შინ­ვე და­ი­წყე­ბო­და გა­და­ღე­ბა, თუ რე­პე­ტი­ცია გვექ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი... პირ­ვე­ლი სცე­ნა ბა­ტონ ზუ­რაბ­თან მქონ­და. ისე თბი­ლად შემ­ხვდა, - ჩემი დის­შვი­ლი, ჩემი მაკ­ვა­რან­ცხი და აბა, ახლა შენ თუ მიშ­ვე­ლიო, - სცე­ნა­რი ხელ­ში ეჭი­რა და იქი­დან მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მეც მა­შინ­ვე ჩა­ვერ­თე, სა­დარ­ბა­ზო­დან­ვე ვუ­პა­სუ­ხე და ის ნერ­ვი­უ­ლო­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა მთლი­ა­ნად მო­მეხ­სნა.

თვი­თონ რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვაც სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნია. არა­და, რე­ჟი­სორ­ზე მა­ნამ­დე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, მე­გო­ნა, სა­დღაც დიდი კა­მე­რის უკან იდგა და თუ ვინ­მე მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას ისე ვერ ას­რუ­ლებ­და, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, მკაც­რად საყ­ვე­დუ­რობ­და. მოკ­ლედ, ეს წარ­მოდ­გე­ნე­ბი გი­ორ­გიმ და­მიმ­სხვრია. სა­ერ­თოდ, თბი­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა: აბა, დოჩი მო­ვი­და, აბა, სცე­ნა­რი გა­ვი­ა­როთ, ყვე­ლა იცი­ნო­და და პო­ზი­ტი­უ­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლე­ბი. ხომ ვამ­ბობ, სტრე­სი მო­მეხ­სნა. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მთე­ლი ეს დღე­ე­ბია, სი­მარ­თლე რომ ვთქვა, სი­ხა­რუ­ლის­გან, არც კი ვიცი, რას ვა­კე­თებ... 

მერე სცე­ნა ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან მქონ­და და ისიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად შემ­ხვდა, - მე­კი­თხე­ბო­და, რო­მელ თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბო? მას ისე­თი ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­და, როცა გა­ი­გო, რომ მსა­ხი­ო­ბი არ ვი­ყა­ვი, - მსა­ხი­ო­ბი არ ხარ? თან, ასეთ ლა­მაზ დო­ჩი­საც არ ვე­ლო­დიო... მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი დახ­ვედ­რა რომ არ მქო­ნო­და, ალ­ბათ თა­მაშს ვერ შევ­ძლებ­დი. ჩემს "ბუ­ძის", კვა­ზი მან­ტკა­ვას კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა...

- რას იზამს ახლა დოჩი?

- ეს ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ამ არ იცის. ეგ იცის დო­ჩიმ, რომ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა მგო­ნი, მე ამ გა­და­სა­ხე­დი­დან აღარ შე­მიძ­ლია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - რას საქმიანობს რეალურ ცხოვრებაში "ჩემი ცოლის დაქალების" დოჩი ალიშბაია

"ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - რას საქმიანობს რეალურ ცხოვრებაში "ჩემი ცოლის დაქალების" დოჩი ალიშბაია

"აქამდე არ მიცხოვრია! ბედნიერიც თურმე არასოდეს ვყოფილვარ... მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი განვიცადე! სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი... მთელი სული, გული და მონდომება ჩავდე, ყველა შიში დავძლიე და თუ გამომივიდა, ე.ი. გავუმართლე იმედი ჩემს აღმომჩენს და მიზანიც ეგ იყო! მიყვარხართ და გასკდა გული ამდენი ემოციისგან!", - ეს არის ნანუკა გულუას ფეისბუქსტატუსის ნაწყვეტი. ამ ადამიანის სახელი და გვარი ალბათ ფართო მაყურებელს არაფერს ეუბნება, თუმცა საკმარისია ვახსენოთ დოჩი ალიშბაია, ახალი პერსონაჟი პოპულარული სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" და ყველას სახეზე ღიმილი მოეფინება. ამ პროექტისთვის ახალი სახეა, სულ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა ისეთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი როლი ითამაშა, რომ მაყურებლის ინტერესი მაშინვე გამოიწვია.

და აი, ისიც, ნანუკა გულუა, AMBEBI.GE-ს მან პირველი და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

წარმოშობით ზუგდიდიდანაა, 16 წელია თბილისში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა ჟურნალისტად არასდროს უმუშავია. "სწავლა რომ დავასრულე, "უნივერსამი" იყო ასეთი სუპერმარკეტების ქსელი და სამსახური იქ კადრების განყოფილებაში დავიწყე. ამ სფეროში კარგა ხანს ვიმუშავე. ერთი წლის წინ კი, ჩემი მინიბიზნესი წამოვიწყე - სამკერვალო ატელიე გავხსენი. დიზაინის არჩევაში ვეხმარები კლიენტებს და პრინციპში მეგონა, რომ თავი ამ საქმეში ვიპოვე, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა," - გვითხრა ნანუკამ.

- სრულიად სხვა სფეროდან პოპულარული სერიალის გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდით. როგორ?

- მართლა არ ვიცი, რა მოხდა... მიუხედავად იმისა, რომ მიზანდასახულს მეძახიან, არ ვარ რისკიანი და არც თავდაჯერებული, ამასთან, ასეთი მიზანიც არ დამისახავს, რადგანაც არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი... მოკლედ, მე და ქეთი დევდარიანს (სერიალის სცენარისტი. - ავტ.), საერთო მეგობარი, თინათინ გაგუა გვყავს, რომლის დაბადების დღეზეც ერთხელ ორივე ერთად მოვხვდით. ჩემს წრეში ყველამ იცის, როგორ მიყვარს იუმორი, პაროდიები და მსახიობობა, მყავს ჩემი გამოგონილი პერსონაჟები, იმ ნომრებში, რომლებსაც მეგობრებს წარმოვუდგენ ხოლმე, ხან ზუგდიდელი ქალი ვარ, ხან ჩემი მეზობელი, ნათესავი... ქეთიმ სწორედ იქ მნახა და ალბათ გარკვეული შთაბეჭდილებაც შეექმნა ჩემზე, თავისი ხედვა ჩამოუყალიბდა. მიხვდა, რომ რაღაც შემიძლია და ალბათ ისიც იფიქრა, რომ ასე სუფრებსა და სამზარეულოებში არ უნდა დავიკარგო... მოკლედ, იმის მერე ვმეგობრობდით, ვკონტაქტობდით...

ბოლოს კი, როცა უკვე სერილაში მეგრულმა ამბებმა წინ წამოიწია, მეც გავახსენდი და დამითანხმა, რომ ქასთინგზე მივსულიყავი. ამ შემოთავაზებით ცოტა კი შევშინდი, მაგრამ იმის გამო, რომ ქეთის პროფესიონალად მივიჩნევ და ადამიანად, რომელსაც ვენდობი, მოკლედ, დამითანხმა...

- უნიჭიერესი ადამიანი რომ არის, ამაზე მისი ნამუშევარი მეტყველებს...

- ნამდვილად. მოკლედ, ეს შემოთავაზება ჩემთვის დიდი პატივი იყო, - რაკი ადამიანს ვეიმედები, უარი ვერ ვთქვი, თუმცა ვუთხარი, რომ ძალიან მეშინოდა და ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ის უფრო ხედავდა, რომ გამომივიდოდა და ის, რაც უკვე დღეს ჩემს თავს ხდება, რასაც რეალურად ვერც ვაკონტროლებ, - ქეთის დამსახურებაა.

- მგონი, ის შემთხვევაა, როცა, მართლაც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით...

- კი ასეა და არა ის, რომ მიზნად მქონდა დასახული ამის მიღწევა...

- გიოცნებიათ მსახიობობაზე?

- ყოველთვის, ყოველდღე, ყოველწუთს, - მას მერე, რაც დავიბადე. მუდამ, რაც უნდა მეკეთებინა, პროფესიულად, თანამდებობრივად, არაფერი მაკმაყოფილებდა, ვგრძნობდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ჩემი არ იყო.

- რატომ არ გახდით მსახიობი?

- სანამ ზუგდიდში სკოლას დავამთავრებდი, გავიცანი ასეთი ქალბატონი, მადონა ცომაია, რომელიც მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა. ჩემი ზუგდიდელი მეზობელი თბილისში მასთან მდგმურად ცხოვრობდა, ერთხელაც, ამ ადამიანთან სტუმრად რომ მოვხვდი, ჩემით მოიხიბლა, მერე ხელი მომკიდა და სადღაც კარგ საზოგადოებაში წამიყვანა, იქ ჩემი პაროდიები წარმოვადგინე... 

ვინც მომისმინა, მითხრა, - სკოლას რომ დაამთავრებ და თბილისში ჩამოხვალ, ჩათვალე, რომ ნახევარი საქმე გაკეთებული გაქვს. თეატრალურ უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა ჩააბაროო. მეც მაგ მიზნით ვცხოვრობდი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მამამ არ მომიწონა, ამაში ხელს ვერ შეგიწყობ და იქნებ ამაზე დაფიქრდეო. ვინაიდან მისი სიტყვა ჩემთვის ფასეულია, ეს თხოვნა გავითვალისწინე. არადა, თანამედროვე კაცია, მაგრამ ჩემი მსახიობობა მაინც არ უნდოდა, თუმცა ახლა რომ გაიგო და "ჩემი ცოლის დაქალებში" მნახა, დიდი პრეტენზიით დამირეკა და მითხრა, - კარგია, თუ კიდევ გამოჩნდები მაგ სერიალში და ერთი სერიით არ შემოიფარგლებიო...

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- დასაოჯახებელი ვარ, თუ უკვე დაუოჯახებელი მქვია, არც ვიცი (იცინის)...

- თქვენი პერსონაჟი მოგწონთ?

- რასაც მივხვდი, ქეთიმ დოჩის სახით ისეთი ქალი გამოიგონა, რომელიც მეგრულ რეალობაში არსებობს და თან, არაერთი. ქალი, რომელიც არის წარმატებული, მდიდარი, რომელსაც თავის სანათესაოში ყველაფრის მოგვარება შეუძლია. ყველაფერზე მიდის, ოღონდაც, გასაჭირში მყოფი ოჯახის წევრი, ახლობელი დაიცვას და გადაარჩინოს, დაიფაროს, - დიახ, ასეთი ქალია დოჩი. ძალიან გავლენიანი და ძლიერია, საქმეების მომგვარებელი და შემდგარი...

- ცხოვრებაში ჰგავხართ ამ პერსონაჟს?

- წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ალბათ ამიტომ არ გამიჭირდა ამ როლის თამაში. მეც აქტიურად ვმონაწილეობ ჩემი ახლობლების ცხოვრებაში, ყოველთვის ვაგვარებ მათ პრობლემებს, სულ ვისმენ მათგან ამბებს, ასეთი ვარ. ამის გამო, ვერ ვიტყვი, რომ დოჩისგან დიდად განვსხვავდები, უბრალოდ, ცხოვრების სტილი და მეთოდები გვაქვს სხვადასხვა. თან, დოჩი უფრო თამამი და ხისტია, მე უფრო ლოიალური.

- მსახიობებთან პარტნიორობა არ გაგიჭირდათ? პირველი სცენა ზურაბ ანთელავასთან გქოდათ, კვაზი მანტკავას როლის შემსრულებელთან...

- გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, როცა გავიგე, რომ როლზე ვიყავი დამტკიცებული და მსახიობებთან ერთად უნდა მეთამაშა, გადაღების წინ, ორი ღამე მართლა არ მძინებია. ძალიან ვნერვიულობდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შევსულიყავი კონტაქტში მათთან, ერთად უნდა წაგვეკითხა სცენარი თუ ცალ-ცალკე, გადაღებაზე რომ მივიდოდი, მაშინვე დაიწყებოდა გადაღება, თუ რეპეტიცია გვექნებოდა. მოკლედ, არაფერი ვიცოდი... პირველი სცენა ბატონ ზურაბთან მქონდა. ისე თბილად შემხვდა, - ჩემი დისშვილი, ჩემი მაკვარანცხი და აბა, ახლა შენ თუ მიშველიო, - სცენარი ხელში ეჭირა და იქიდან მელაპარაკებოდა, მეც მაშინვე ჩავერთე, სადარბაზოდანვე ვუპასუხე და ის ნერვიულობა და დაძაბულობა მთლიანად მომეხსნა.

თვითონ რეჟისორი გიორგი ლიფონავაც საოცრად კარგი ადამიანია. არადა, რეჟისორზე მანამდე მცდარი წარმოდგენა მქონდა, მეგონა, სადღაც დიდი კამერის უკან იდგა და თუ ვინმე მიცემულ დავალებას ისე ვერ ასრულებდა, როგორც საჭირო იყო, მკაცრად საყვედურობდა. მოკლედ, ეს წარმოდგენები გიორგიმ დამიმსხვრია. საერთოდ, თბილი გარემო დამხვდა: აბა, დოჩი მოვიდა, აბა, სცენარი გავიაროთ, ყველა იცინოდა და პოზიტიურად იყვნენ განწყობილები. ხომ ვამბობ, სტრესი მომეხსნა. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ეს დღეებია, სიმართლე რომ ვთქვა, სიხარულისგან, არც კი ვიცი, რას ვაკეთებ... 

მერე სცენა ნინო გაჩეჩილაძესთან მქონდა და ისიც შესანიშნავად შემხვდა, - მეკითხებოდა, რომელ თეატრში მუშაობო? მას ისეთი ემოციები ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მსახიობი არ ვიყავი, - მსახიობი არ ხარ? თან, ასეთ ლამაზ დოჩისაც არ ველოდიო... მერწმუნეთ, ასეთი დახვედრა რომ არ მქონოდა, ალბათ თამაშს ვერ შევძლებდი. ჩემს "ბუძის", კვაზი მანტკავას კი განსაკუთრებული მადლობა...

- რას იზამს ახლა დოჩი?

- ეს ნანუკა გულუამ არ იცის. ეგ იცის დოჩიმ, რომლის გარეშე ცხოვრება მგონი, მე ამ გადასახედიდან აღარ შემიძლია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი