საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა - ბევრ სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
ალექსანდრე ჯეჯელავა - ბევრ სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

დი­რექ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სვე­ლი წერ­ტი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა და ეს არ მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გან­თლე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ნი­ტა­რულ ნომ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მან აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი გუ­შინ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ და­ა­ყე­ნა. ჯე­ჯე­ლე­ვას გან­ცხა­დე­ბით, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ბევ­რგან აუთ­ვი­სე­ბე­ლი ბი­უ­ჯე­ტის პი­რო­ბებ­ში სა­პირ­ფა­რე­შო მი­სა­ხე­დია და კარი არ აქვს.

"ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია, რომ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ვუ­ტი­ოთ ჰი­გი­ე­ნის სა­კითხს. მათ შო­რის დი­რექ­ტო­რებს ჩვენ ვთხო­ვეთ, რომ რა დო­ნე­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით მო­წეს­რი­გე­ბა, სი­სუფ­თა­ვე იყოს. ეს ჩვე­ნი და­ვა­ლე­ბაც არის, თხოვ­ნაც და მო­თხოვ­ნაც. ამას გარ­და, ვმუ­შა­ობთ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სკო­ლა­ში, პირ­ველ რიგ­ში ამ სა­კითხს მივ­ხე­დოთ, რად­გან გა­სა­გე­ბია, რომ ძა­ლი­ან კარ­გია სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი და ცეკ­ვის სცე­ნა, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით, უბ­რა­ლოდ აზრი არ აქვს. დი­რექ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სვე­ლი წერ­ტი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა და ეს არ მოხ­და. ჩვენ დი­რექ­ტო­რებს ვუ­თხა­რით, რომ ჩვე­ნი მხრი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა, მათ შო­რის ბი­უ­ჯე­ტის კუ­თხით. ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი ის არის, რომ ბევ­რგან აუთ­ვი­სე­ბე­ლი ბი­უ­ჯე­ტი გვაქვს და სა­პირ­ფა­რე­შო არ არის მი­ხე­დი­ლი, კარი არ აქვს სა­პირ­ფა­რე­შოს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ელე­მენ­ტა­რულ სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი. მგო­ნი, ეს უფრო უყუ­რა­დღე­ბო­ბის ამ­ბა­ვია. ეს ისე­თი სა­კი­თხია, ბავ­შვი რომ ვერ შე­დის, ან არ შე­დის სა­პირ­ფა­რე­შო­ში, ამა­ზე ცუდი რა შე­იძ­ლე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვაგ­ვა­როთ რა­დაც უნდა დაგ­ვიჯ­დეს ეს სა­კი­თხი", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - ბევრ სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

ალექსანდრე ჯეჯელავა - ბევრ სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებისა და განთლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სანიტარულ ნომრებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. ჯეჯელევას განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში საპირფარეშო მისახედია და კარი არ აქვს.

"ამ ეტაპზე საუბარია, რომ ყველა მიმართულებით შევუტიოთ ჰიგიენის საკითხს. მათ შორის დირექტორებს ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც შესაძლებელია მათი არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება, სისუფთავე იყოს. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. ამას გარდა, ვმუშაობთ, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლაში, პირველ რიგში ამ საკითხს მივხედოთ, რადგან გასაგებია, რომ ძალიან კარგია სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა, მაგრამ თუ ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული პირობები ვერ უზრუნველვყავით, უბრალოდ აზრი არ აქვს. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა. ჩვენ დირექტორებს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, მათ შორის ბიუჯეტის კუთხით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტი გვაქვს და საპირფარეშო არ არის მიხედილი, კარი არ აქვს საპირფარეშოს. აბსოლუტურად ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს არის დაუშვებელი. მგონი, ეს უფრო უყურადღებობის ამბავია. ეს ისეთი საკითხია, ბავშვი რომ ვერ შედის, ან არ შედის საპირფარეშოში, ამაზე ცუდი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ძნელი წარმოსადგენია, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს საკითხი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი