მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთიდან სირიაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება
ჩეჩნეთიდან სირიაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

სი­რი­ა­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხა­რეს ბრძო­ლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჩეჩ­ნეთ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ამის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია... მა­თი­ვე თქმით, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ტუ­ა­ცია ისევ არას­ტა­ბი­ლუ­რია, რაც ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წილს რა­დი­კა­ლიზ­მის­კენ უბიძ­გებს, რა­საც უმუ­შევ­რო­ბა და კო­რუფ­ცია უწყობს ხელს. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, - "კა­დი­რო­ვის ბი­ჭე­ბის­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლი პერ­სო­ნე­ბი სი­რი­ის­კენ მი­ი­წე­ვენ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"მი­ზე­ზი აქვთ, "კა­დი­რო­ვის ბი­ჭე­ბი" და­ე­რე­ვი­ან და ვინც თვალ­ში არ მოს­დი­ო­დათ, იმა­თაც მი­ა­ყო­ლე­ბენ... ეს ხომ არც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და არც უკა­ნას­კნე­ლი იქ­ნე­ბა... კა­დი­რო­ვი გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს მტრობს, რად­გან იცი, რომ მათ უჭირთ არ­სე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბა­ზე გა­ჩუ­მე­ბა. ასე რომ, ახლა კა­დი­როვს გზა ხსნი­ლი აქვს და სტა­ლი­ნის პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს, - არ არის ადა­მი­ა­ნი, არ არის პრობ­ლე­მა! აქ ხომ ყვე­ლა­ფე­რი კა­დი­რო­ვის ნება-სურ­ვილ­ზეა. არ არ­სე­ბობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრე­სა, მე­დია... ბლო­გე­რე­ბი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად წე­რენ გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბებს. კრი­ტი­კას სა­ერ­თოდ ვინ გა­ბე­დავს, მხო­ლოდ გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რზეა ლა­პა­რა­კი, - ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რო­გორ სა­დის­ტუ­რად მოკ­ლეს ჩე­ჩე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნა ბეს­ტა­ე­ვა," - წერს ჩე­ჩე­ნი უფ­ლე­ბამ­დაც­ვე­ლი მეჰ­მედ ასი­ე­ვი.

კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი არი­ან, მარ­თლაც სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით უნდა და­სა­ჯონ, რათა სხვა­საც არ გა­უჩ­ნდეს ფუ­ლის­თვის ბრძო­ლი­სა და სხვი­სი "და­ვერ­ბოვ­კე­ბის" სურ­ვი­ლი. ჩეჩ­ნე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის თქმით, იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში, ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის" ბრძო­ლა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. სპე­ცო­პე­რა­ცია, კურ­ჩა­ლო­ევ­სკის რა­ი­ონ­ში ჩა­ტარ­და და ის ბოლო წლებ­ში, ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი იყო.

რამ­ზან კა­დი­რო­ვის თქმით, მათ მი­ზან­ში ამო­ი­ღეს დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც სი­რი­ა­ში მყო­ფი ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის მი­ლი­ტან­ტე­ბი მარ­თავ­დნენ. "ამ დრო­ი­სათ­ვის ჯგუ­ფი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია, 50-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს," - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი, არა­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ჩეჩ­ნეთ­სა და და­ღეს­ტნი­დან ინ­ტენ­სი­უ­რი­ად ხდე­ბა გა­დი­ნე­ბა სი­რი­ის­კენ... რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, არც ისე დიდი ხნის წინ, თურ­ქე­თის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში და­ა­კა­ვეს.

რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­და კურ­ჩა­ლო­ევ­სკი­სა და შა­ლინ­სკის რე­გი­ო­ნებ­ში, ასე­ვე, დე­და­ქა­ლაქ გროზ­ნო­ში. რო­გორც კა­დი­რო­ვი წერს, სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ა­კა­ვეს იმ­რან და­ცა­ე­ვი, რო­მე­ლიც დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გროზ­ნოს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სო­ფელ ცოცი-იურ­ტში აიყ­ვა­ნეს, ჩეჩ­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავ­და.

ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია, კი­დევ ერთი გროზ­ნო­ე­ლი აცხა­ბა ხიზ­რი­ე­ვა, რო­მელ­საც ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სი­რი­ა­ში აპი­რებ­და წას­ვლას. თუმ­ცა, მან რო­გორც ერთ-ერ­თმა ხელ­შემ­წყობ­მა, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­და. საქ­მე ის არის, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ის თა­ვა­დაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სი­რი­ა­ში წას­ვლის მცდე­ლო­ბის გამო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია "ინ­ტერ­ფაქ­სი­სა" და "კავ­კა­ზკიი უზე­ლის" მა­სა­ლე­ბი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ჩეჩნეთიდან სირიაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

ჩეჩნეთიდან სირიაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

სირიაში, ტერორისტული ორგანიზაციების მხარეს ბრძოლის მსურველთა რაოდენობა ჩეჩნეთში ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რესპუბლიკაში არსებული მძიმე სოციალური ფონია... მათივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაცია ისევ არასტაბილურია, რაც ახალგაზრდების ნაწილს რადიკალიზმისკენ უბიძგებს, რასაც უმუშევრობა და კორუფცია უწყობს ხელს. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, - "კადიროვის ბიჭებისთვის" მიუღებელი პერსონები სირიისკენ მიიწევენ", - წერს ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში.

"მიზეზი აქვთ, "კადიროვის ბიჭები" დაერევიან და ვინც თვალში არ მოსდიოდათ, იმათაც მიაყოლებენ... ეს ხომ არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი იქნება... კადიროვი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მტრობს, რადგან იცი, რომ მათ უჭირთ არსებული უსამართლობაზე გაჩუმება. ასე რომ, ახლა კადიროვს გზა ხსნილი აქვს და სტალინის პრინციპით მოქმედებს, - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა! აქ ხომ ყველაფერი კადიროვის ნება-სურვილზეა. არ არსებობს დამოუკიდებელი პრესა, მედია... ბლოგერები სიცოცხლის რისკის ფასად წერენ განსხვავებულ მოსაზრებებს. კრიტიკას საერთოდ ვინ გაბედავს, მხოლოდ განსხვავებულ აზრზეა ლაპარაკი, - ყველას კარგად ახსოვს, როგორ სადისტურად მოკლეს ჩეჩენი ჟურნალისტი ელენა ბესტაევა," - წერს ჩეჩენი უფლებამდაცველი მეჰმედ ასიევი.

კადიროვის ხელისუფლების თქმით, ისინი ჩვეულებრივი ბოროტმოქმედები არიან, მართლაც სასტიკი მეთოდებით უნდა დასაჯონ, რათა სხვასაც არ გაუჩნდეს ფულისთვის ბრძოლისა და სხვისი "დავერბოვკების" სურვილი. ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, იანვრის შუა რიცხვებში, ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოსთვის" ბრძოლაშია ბრალდებული. სპეცოპერაციისას 4 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაცია, კურჩალოევსკის რაიონში ჩატარდა და ის ბოლო წლებში, ჩეჩნეთში ჩატარებული ოპერაციებიდან ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო.

რამზან კადიროვის თქმით, მათ მიზანში ამოიღეს დაჯგუფება, რომელსაც სირიაში მყოფი ჩეჩნური წარმოშობის მილიტანტები მართავდნენ. "ამ დროისათვის ჯგუფი განეიტრალებულია, 50-ზე მეტი მონაწილე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს," - აცხადებს კადიროვი, თუმცა, ადგილობრივი, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტნიდან ინტენსიურიად ხდება გადინება სირიისკენ... რამდენიმეკაციანი ჯგუფი, არც ისე დიდი ხნის წინ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში დააკავეს.

რუსული სააგენტოების ინფორმაციით, სპეცოპერაციები ჩატარდა კურჩალოევსკისა და შალინსკის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქ გროზნოში. როგორც კადიროვი წერს, სპეცოპერაციისას დააკავეს იმრან დაცაევი, რომელიც დაჯგუფების ლიდერადაა მიჩნეული. სამართალდამცავების ინფორმაციით, ჯგუფი, რომელიც გროზნოსთან ახლოს მდებარე სოფელ ცოცი-იურტში აიყვანეს, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა.

ასევე დაკავებულია, კიდევ ერთი გროზნოელი აცხაბა ხიზრიევა, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა, რომ რამდენიმე ადამიანი სირიაში აპირებდა წასვლას. თუმცა, მან როგორც ერთ-ერთმა ხელშემწყობმა, სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია არ მიაწოდა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ, ის თავადაც იყო დაკავებული სირიაში წასვლის მცდელობის გამო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია "ინტერფაქსისა" და "კავკაზკიი უზელის" მასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე