პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ პროცენტში გაგილარებენ დოლარში აღებულ სესხს, თუ "თიბისი ბანკის" კლიენტი ხართ
რამდენ პროცენტში გაგილარებენ დოლარში აღებულ სესხს, თუ "თიბისი ბანკის" კლიენტი ხართ

"თი­ბი­სი ბან­კი" სრულ მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხის გა­ლა­რე­ბის მსურ­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხვა­ლი­დან მი­ი­ღოს" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნინო მა­სუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც კი გა­ლა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გახ­და ცნო­ბი­ლი, "თი­ბი­სი ბან­კმა" ეროვ­ნულ ბანკთან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, რათა ყვე­ლა ნი­უ­ან­სი გა­ერ­კვია და ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა გა­ე­წე­რა.

"ჩვენ სრუ­ლი მზად­ყოფ­ნა გვაქვს, რომ ხვა­ლი­დან, როცა ეს პროგ­რა­მა შევა ძა­ლა­ში, მი­ვი­ღოთ კლი­ენ­ტე­ბი და შევ­თა­ვა­ზოთ ახა­ლი პრო­დუქ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რებს: ყვე­ლა ბან­კი და მათ შო­რის ჩვენ, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ვაც­ნო­ბოთ ამის შე­სა­ხებ. ჩვენ გვაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა კლი­ენ­ტის ბაზა და ჩვე­ნი ყვე­ლა კლი­ენ­ტი მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კლი­ენ­ტმა შე­იც­ვა­ლა ნო­მე­რი და ა.შ. ჩვენ სხვა არ­ხე­ბით, იქ­ნე­ბა ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა, თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო რგო­ლი - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფარ­თო მა­სებს მი­ვაწ­ვდით. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მსურ­ველს, თა­ვა­დაც შე­უძ­ლია მო­ვი­დეს "თი­ბი­სი ბან­კის" ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში, ან დარ­ე­კოს ბან­კის ცხელ ხაზ­ზე და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს, თუ რა პრო­ცე­დუ­რით მოხ­დე­ბა მისი სეს­ხის გა­ლა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნინო მა­სუ­რაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ლა­რე­ბუ­ლი სეს­ხის პრო­ცენტს, ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის ლარ­ში გა­დაყ­ვა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 10%-იანი გა­ნაკ­ვე­თის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა.

"კურსთან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ რა კურ­სიც იქ­ნე­ბა იმ დღეს, იმას მო­აკ­ლდე­ბა 20 თეთ­რი და მი­ღე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით და­კონ­ვერ­ტირ­დე­ბა სეს­ხი. მა­გა­ლი­თად, თუ გა­ლა­რე­ბის მო­მეტ­ში კურ­სი იქ­ნე­ბა 2.70 ლარი, სეს­ხი და­კონ­ვერ­ტირ­დე­ბა 2.50 ლარ­ში და ა.შ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ კონ­კრე­ტუ­ლი დღის კურ­სზე. სეს­ხის გა­ლა­რე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად, პი­რის ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 100 000 ლარს, ასე­ვე სეს­ხის თან­ხა, ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ უნდა იყოს 100 000 დო­ლარ­ზე მეტი და ა.შ. ბანკს კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ აქვს. ჩვე­ნი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ზუს­ტად იგი­ვეა, რაც კა­ნო­ნის მიერ არის დად­გე­ნი­ლი, და­მა­ტე­ბი­თი კრი­ტე­რი­უ­მი არ გვაქვს. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ ყვე­ლა მსურ­ველს შევ­თა­ვა­ზოთ ეს პრო­დუქ­ტი, შემ­დეგ უკვე თა­ვად კლი­ენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სურს თუ არა გა­ა­ლა­როს სეს­ხი", - აღ­ნიშ­ნა მა­სუ­რაშ­ვილ­მა.

ხვა­ლი­დან სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა იწყე­ბა. რაც 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე, დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის ლარ­ში კონ­ვერ­ტა­ცი­ას, ასე­ვე 100 000 ლა­რამ­დე სეს­ხის ლარ­ში გა­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რამდენ პროცენტში გაგილარებენ დოლარში აღებულ სესხს, თუ "თიბისი ბანკის" კლიენტი ხართ

რამდენ პროცენტში გაგილარებენ დოლარში აღებულ სესხს, თუ "თიბისი ბანკის" კლიენტი ხართ

"თიბისი ბანკი" სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, დოლარში აღებული სესხის გალარების მსურველი მომხმარებლები ხვალიდან მიიღოს" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი გალარების შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, "თიბისი ბანკმა" ეროვნულ ბანკთან დაიწყო მუშაობა, რათა ყველა ნიუანსი გაერკვია და ყველა პროცედურა გაეწერა.

"ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ ხვალიდან, როცა ეს პროგრამა შევა ძალაში, მივიღოთ კლიენტები და შევთავაზოთ ახალი პროდუქტი. რაც შეეხება პროცედურებს: ყველა ბანკი და მათ შორის ჩვენ, ვალდებული ვართ, რომ მომხმარებელს ვაცნობოთ ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს მომზადებული ყველა კლიენტის ბაზა და ჩვენი ყველა კლიენტი მიიღებს ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტმა შეიცვალა ნომერი და ა.შ. ჩვენ სხვა არხებით, იქნება ეს სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, თუ საინფორმაციო რგოლი - ამ ინფორმაციას ფართო მასებს მივაწვდით. შესაბამისად, ყველა მსურველს, თავადაც შეუძლია მოვიდეს "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს, თუ რა პროცედურით მოხდება მისი სესხის გალარება", - განაცხადა ნინო მასურაშვილმა.

რაც შეეხება გალარებული სესხის პროცენტს, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებით, დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა დაახლოებით 10%-იანი განაკვეთის ფარგლებში მოხდება.

"კურსთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რა კურსიც იქნება იმ დღეს, იმას მოაკლდება 20 თეთრი და მიღებული მაჩვენებლით დაკონვერტირდება სესხი. მაგალითად, თუ გალარების მომეტში კურსი იქნება 2.70 ლარი, სესხი დაკონვერტირდება 2.50 ლარში და ა.შ. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტული დღის კურსზე. სესხის გალარებას კონკრეტული შეზღუდვები აქვს. მაგალითად, პირის ყოველწლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, ასევე სესხის თანხა, ნარჩენი ღირებულება არ უნდა იყოს 100 000 დოლარზე მეტი და ა.შ. ბანკს კონკრეტული შეზღუდვა არ აქვს. ჩვენი კრიტერიუმები ზუსტად იგივეა, რაც კანონის მიერ არის დადგენილი, დამატებითი კრიტერიუმი არ გვაქვს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველა მსურველს შევთავაზოთ ეს პროდუქტი, შემდეგ უკვე თავად კლიენტი იღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა გაალაროს სესხი", - აღნიშნა მასურაშვილმა.

ხვალიდან სესხების გალარების პროგრამა იწყება. რაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, დოლარში აღებული სესხების ლარში კონვერტაციას, ასევე 100 000 ლარამდე სესხის ლარში გაცემას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი