იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა. აქამდე წულუკიანისა და მისი მეუღლის, ნუგზარ კაკულიას ერთადერთი ერთობლივი ფოტო არსებობდა, გუშინ კი წყვილი ერთად დაესწრო არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიას და შესაბამისად, მათი დაფიქსირება ოპერატორებს არ გასჭირვებიათ.
თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა. მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.
მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.
ნახეთ: ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - მინისტრის რჩეულის ფოტოები