მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...
მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...

მო­ნარ­ქებს და­სა­ბა­მი­დან ჰქონ­დათ და­უ­წე­რე­ლი წესი, რომ სა­მე­ფო ან ტი­ტუ­ლი­ან ოჯა­ხის­შვილ­ზე ექორ­წი­ნათ. წარ­სულ­ში ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ნა­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა - სულ უფრო მეტი მო­ნარ­ქი სიყ­ვა­რუ­ლით ქორ­წინ­დე­ბო­და იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რო­გო­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა გა­აჩ­ნდა მის რჩე­ულს. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­ნარ­ქმა უბ­რა­ლო წარ­მო­მავ­ლო­ბის ქალი შე­ირ­თო ცო­ლად, გახ­ლავთ ნორ­ვე­გი­ის მეფე ჰა­რალდ V-ის და სო­ნია ჰა­რალდსე­ნის შემ­თხვე­ვა.

სო­ნი­ას გზა დე­დოფ­ლო­ბამ­დე სირ­თუ­ლე­ე­ბით იყო სავ­სე. ქალი 1937 წლის 4 ივ­ლისს ოს­ლო­ში და­ი­ბა­და. ის ტან­საც­მლით მო­ვაჭ­რის შვი­ლი იყო. მან გა­ნათ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის კუ­თხით მი­ი­ღო ოს­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 1959 წელს სო­ნი­ას პრინ­ცი ჰა­რალ­დი წვე­უ­ლე­ბა­ზე შეხ­ვდა. ეს იყო ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა, თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი გახ­ლდათ... არ შე­იძ­ლე­ბო­და უბ­რა­ლო წარ­მო­მავ­ლო­ბის გო­გო­ნა მო­მა­ვალ მე­ფე­ზე გა­თხო­ვი­ლი­ყო.

პრინ­ცის მამა, მეფე ოლავ V წლე­ბის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­და შვი­ლი სა­მე­ფო წარ­მო­მავ­ლო­ბის ქალ­თან და­ე­წყვი­ლე­ბი­ნა. პრინცმა მა­მას არ და­უ­ჯე­რა და სო­ნი­ას ერ­თგუ­ლი დარ­ჩა. მან მა­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ იქამ­დე არ იქორ­წი­ნებ­და, სა­ნამ მისი ცოლი სო­ნია არ გახ­დე­ბო­და. ხოლო თუ ჰა­რალ­დი და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი დარ­ჩე­ბო­და, ეს მისი ოჯა­ხის მმარ­თვე­ლო­ბას წერ­ტილს და­უს­ვამ­და, რად­გან ჰა­რალ­დი სა­მე­ფო ტახ­ტის ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე იყო.

ცხრა წლის შემ­დეგ ჰა­რალდმა მა­მის თან­ხმო­ბა მი­ი­ღო და 1968 წლის 29 აგ­ვის­ტოს სო­ნია ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. 1991 წელს ისი­ნი მეფე ჰა­რალდ V და დე­დო­ფა­ლი სო­ნია გახ­დნენ. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს - მარ­ტა და ჰა­ა­კო­ნი.

სხვა­თა­შო­რის, კრონ­ცპ­რინც ჰა­ა­კო­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია არა­ნაკ­ლებ სკან­და­ლუ­რია. ევ­რო­პულ მე­დი­ას სა­ლა­პა­რა­კო გა­უჩ­ნდა 2001 წელს, როცა ჰა­ა­კო­ნი 28 წლის მეტე მა­რიტ ტი­ე­სემ ჰო­ი­ბი­ზე და­ქორ­წინ­და - ყო­ფილ ოფი­ცი­ან­ტსა და მარ­ტო­ხე­ლა დე­და­ზე, რომ­ლის ყო­ფი­ლი ბო­იფ­რენ­დი და უფ­რო­სი ვა­ჟის მამა, იმ დრო­ის­თვის ცი­ხე­ში სას­ჯელს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის­თვის იხ­დი­და. ქორ­წი­ლამ­დე სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კრონპ­რინ­ცის მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად მო­ი­ნა­ნია წარ­სუ­ლი ცოდ­ვე­ბი. მან დაგ­მო ნარ­კო­ტი­კე­ბი და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ემ­ზა­და სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბის­თვის: "მე დაშ­ვე­ბულ ზღვარს გა­და­ვა­ბი­ჯე, ახლა კი ამას ძა­ლი­ან ვნა­ნობ". წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს და ერ­თობ­ლივ ორ შვილ­სა და მე­ტეს უფ­როს ვაჟს ზრდის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thevintagenews.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...

მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...

მონარქებს დასაბამიდან ჰქონდათ დაუწერელი წესი, რომ სამეფო ან ტიტულიან ოჯახისშვილზე ექორწინათ. წარსულში ეს სტრატეგიული დიპლომატიის ნაწილი იყო, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა. გასულ საუკუნეში ეს მიდგომა შეიცვალა - სულ უფრო მეტი მონარქი სიყვარულით ქორწინდებოდა იმის მიუხედავად, თუ როგორი წარმომავლობა გააჩნდა მის რჩეულს. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მონარქმა უბრალო წარმომავლობის ქალი შეირთო ცოლად, გახლავთ ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის და სონია ჰარალდსენის შემთხვევა.

სონიას გზა დედოფლობამდე სირთულეებით იყო სავსე. ქალი 1937 წლის 4 ივლისს ოსლოში დაიბადა. ის ტანსაცმლით მოვაჭრის შვილი იყო. მან განათლება ხელოვნების ისტორიის კუთხით მიიღო ოსლოს უნივერსიტეტში. 1959 წელს სონიას პრინცი ჰარალდი წვეულებაზე შეხვდა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა მათი ურთიერთობა აკრძალული გახლდათ... არ შეიძლებოდა უბრალო წარმომავლობის გოგონა მომავალ მეფეზე გათხოვილიყო.

პრინცის მამა, მეფე ოლავ V წლების მანძილზე ცდილობდა შვილი სამეფო წარმომავლობის ქალთან დაეწყვილებინა. პრინცმა მამას არ დაუჯერა და სონიას ერთგული დარჩა. მან მამას განუცხადა, რომ იქამდე არ იქორწინებდა, სანამ მისი ცოლი სონია არ გახდებოდა. ხოლო თუ ჰარალდი დაუქორწინებელი დარჩებოდა, ეს მისი ოჯახის მმართველობას წერტილს დაუსვამდა, რადგან ჰარალდი სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო.

ცხრა წლის შემდეგ ჰარალდმა მამის თანხმობა მიიღო და 1968 წლის 29 აგვისტოს სონია ცოლად მოიყვანა. 1991 წელს ისინი მეფე ჰარალდ V და დედოფალი სონია გახდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს - მარტა და ჰააკონი.

სხვათაშორის, კრონცპრინც ჰააკონის სიყვარულის ისტორია არანაკლებ სკანდალურია.  ევროპულ მედიას სალაპარაკო გაუჩნდა 2001 წელს, როცა ჰააკონი 28 წლის მეტე მარიტ ტიესემ ჰოიბიზე დაქორწინდა - ყოფილ ოფიციანტსა და მარტოხელა დედაზე, რომლის ყოფილი ბოიფრენდი და უფროსი ვაჟის მამა, იმ დროისთვის ციხეში სასჯელს ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიდა. ქორწილამდე საგანგებო პრესკონფერენციაზე კრონპრინცის მომავალმა მეუღლემ ცრემლები ვერ შეიკავა და ყველას გასაგონად მოინანია წარსული ცოდვები. მან დაგმო ნარკოტიკები და განაცხადა, რომ მოემზადა სასახლეში ცხოვრებისთვის: "მე დაშვებულ ზღვარს გადავაბიჯე, ახლა კი ამას ძალიან ვნანობ". წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ერთობლივ ორ შვილსა და მეტეს უფროს ვაჟს ზრდის.

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს