საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
34-მილიონიანი პრემია-დანამატები - ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების პრაქტიკა გრძელდება
34-მილიონიანი პრემია-დანამატები - ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების პრაქტიკა გრძელდება

დიახ, პრე­მი­ე­ბი უნდა გა­ი­ცეს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლი­რე­ბა, რათა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შე­და­რე­ბით კო­ლო­სა­ლურ და­ნა­მა­ტებს არ იღებ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას, რის­თვი­საც მთავ­რო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბაც კი მო­უხ­და, ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე კო­ლო­სა­ლუ­რი პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის გა­ცე­მის პრაქ­ტი­კა კვლავ გრძელ­დე­ბა. მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრ "მე­დი­ა­ტო­რის" მიერ გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გარ­და, პრე­მია-და­ნა­მა­ტებ­ზე მა­დას არც სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სსიპ-ებში (სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი, შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აქ­ტით) უჩი­ვი­ან.

მა­რი­ამ ქელ­ბა­ქი­ა­ნი, მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრ "მე­დი­ა­ტო­რის" ანა­ლი­ტი­კო­სი: - გა­სუ­ლი წლის 11 თვე­ში 22 სსიპ-ში პრე­მია-და­ნა­მა­ტის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 34.608.088 ლარი, სა­ი­და­ნაც 18.446.121 და­ნა­მა­ტია, ხოლო 16.161.967 ლარი პრე­მია.

მა­გა­ლი­თად, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იან­ვრი­დან ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მუხ­ლი­დან ჯამ­ში გა­ცე­მუ­ლია 6.966.595 ლარი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად: ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო - 3.086.103 ლარი, სა­ფი­ნან­სო-ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი - 3.451.180 ლარი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მია - 429.312 ლარი. რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ სსიპ-ს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს, 2016 წლის იან­ვრი­დან ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, მხო­ლოდ პრე­მია-და­ნა­მა­ტის სა­ხით ჯამ­ში გა­ცე­მუ­ლია 26.176.960 ლარი, სა­ი­და­ნაც 13.560.125 ლარი და­ნა­მა­ტი, ხოლო 12.616.835 ლარი - პრე­მი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა სარ­გოს, 11 თვე­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 38.240.743 ლარი გა­ი­ცა.

გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ექვს სსიპ-ში 11 თვე­ში პრე­მია-და­ნა­მა­ტის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 3.635.650 ლარი, სა­ი­და­ნაც და­ნა­მა­ტი შე­ად­გენს 3.193.651, ხოლო პრე­მია - 441.999 ლარს. რო­გორც სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, პრე­მია-და­ნა­მა­ტის ჯა­მუ­რი თან­ხის 85% და­ნა­მა­ტია, რაც ნიშ­ნავს, რომ ძი­რი­თა­დი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა, რად­გან რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ნა­მატს არ იღე­ბენ. პრე­მია-და­ნა­მა­ტის გარ­და, 2016 წლის 11 თვე­ში სა­მი­ნის­ტროს ექვს სსიპ-ში გა­ცე­მუ­ლია 15.383.880 ლა­რის ხელ­ფა­სი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

34-მილიონიანი პრემია-დანამატები - ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების პრაქტიკა გრძელდება

34-მილიონიანი პრემია-დანამატები - ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების პრაქტიკა გრძელდება

დიახ, პრემიები უნდა გაიცეს თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა აუცილებელია რეგულირება, რათა ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან შედარებით კოლოსალურ დანამატებს არ იღებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რისთვისაც მთავრობას მოსახლეობისთვის მტკივნეული ცვლილებების მიღებაც კი მოუხდა, ბიუჯეტის ხარჯზე კოლოსალური პრემია-დანამატების გაცემის პრაქტიკა კვლავ გრძელდება. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების გარდა, პრემია-დანამატებზე მადას არც სამინისტროების სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით) უჩივიან.

მარიამ ქელბაქიანი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ანალიტიკოსი: - გასული წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34.608.088 ლარი, საიდანაც 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი პრემია.

მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური - 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია - 429.312 ლარი. რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამში გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი - პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია - 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."