საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მემუქრება, მალე ჩამოვალო" - ქართველი ემიგრანტი, რომელმაც დანიიდან შვილიშვილი გამოაძევა
"მემუქრება, მალე ჩამოვალო" - ქართველი ემიგრანტი, რომელმაც დანიიდან შვილიშვილი გამოაძევა

ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა და­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობს და იქა­ურ პენ­სი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ცდი­ლობს, გულ­გრი­ლი იყოს მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ჟამს, რად­გან მის ასაკ­ში ემო­ცი­უ­რო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია. თუმ­ცა, სამ­შობ­ლო­ზე მა­ინც დარ­დობს.

- და­ნი­ი­დან შვი­ლიშ­ვი­ლი გა­ვაბ­რუ­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­წე­ვი­სა და მა­ი­მუ­ნო­ბის გამო. როცა ევ­რო­პა­ში ჩა­მო­ვი­და, ეგო­ნა, ბე­ბია მი­ე­ფე­რე­ბო­და "პლა­ნა­ქე­შო­ბის­თვის" და თავ­ზე ხელს გა­და­უს­ვამ­და. რომ შე­მარ­ცხვი­ნა, ავუ­ღე ბი­ლე­თი და გა­ვამ­გზავ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. თბი­ლის­ში, თუ უნდა, თავ­ში ქვა უხ­ლია, ვე­ღარ ვი­დარ­დებ. მე და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, კა­ნო­ნი­ე­რად დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა აქ. მი­ე­ცე­მო­და პერ­სპექ­ტი­ვა ცხოვ­რე­ბის ასა­წყო­ბად, მაგ­რამ არ მო­ის­ვე­ნა.

გამ­დიდ­რე­ბის იოლ გზას ეძებ­და, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ცი­ხეს­თან მი­დის. აქ 3 დღე ჰყავ­და პო­ლი­ცი­ას და­კა­ვე­ბუ­ლი. წას­ვლი­სას მო­ი­წევ­და ჩემ­ზე სა­ცემ­რად და ჩემი გოგო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ ცე­მით "და­მან­გრევ­და"! და­მე­მუქ­რა, ჩა­მო­ვალ და ნა­ხავ, რას გი­ზა­მო! 18 წლი­სა იყო, ვი­თომ რომ და­ქორ­წინ­და. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ბე­ბი­ამ გა­ზარ­და - რძლის დე­დამ. ჩემს ოჯახს პო­ლი­ცი­ას­თან არას­დროს ჰქო­ნია საქ­მე. ჩემი ძმა ინ­ტერ­ნატ­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მას­ზე პა­ტი­ო­სა­ნი და მშრო­მე­ლი კაცი დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა. ჩემი ბი­ჭის არას­დროს გაბ­მუ­ლა შარ­ში, ისიც ჩემ­სა­ვით გუ­ლახ­დი­ლი და მშრო­მე­ლი კა­ცია. არ ვიცი, შვი­ლიშ­ვი­ლი რა­ტომ ას­ცდა ადა­მი­ა­ნურ გზას! მცი­რე­წლოვ­ნო­ბი­დან ოთხჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი, მათ შო­რის, პე­დო­ფი­ლი­ა­ზეც! პო­ლი­ცი­ამ ცხვირ­წინ დაგ­ვი­დო ფაქ­ტე­ბი...

მშობ­ლე­ბის სახ­ლის კარი რომ გა­მო­ვი­ხუ­რე, პას­პორ­ტიც არ მქონ­და ანუ ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვი 18 წლის, მაგ­რამ ცუდი გზით არას­დროს მივ­ლია. რაც ჩა­ვი­ფიქ­რე და მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიე საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ირაკ­ლის (ასე ჰქვია ჩემს გა­მამ­წა­რე­ბელ შვი­ლიშ­ვილს), რო­გორც ვიცი, ბე­ბია-ბა­ბუა არა­ფერს აკ­ლებ­დნენ, - აქა­ო­და, მშობ­ლე­ბი თავ­ზე არ ად­გა­ნა­ნო.

- თქვენ რა­ტომ არ ზრდი­დით შვი­ლიშ­ვილს?

- სამ­სა­ხუ­რის გამო, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. თან, ჩემი რძლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ასე­თი იყო და არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ფიქ­რე, რად­გან პა­ტა­რა­ო­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­ვაქ­ციე, ახლა მა­ინც შე­ვუ­წყობ ხელს-მეთ­ქი, მაგ­რამ ალ­ბათ, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია მისი გა­მოს­წო­რე­ბა. 20 წლი­საა და ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა "ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ. მა­ნამ­დე კი სამ­ჯერ გა­დაგ­ვაყ­რე­ვი­ნა 1.500-2.500 დო­ლა­რი საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბებ­ში...

ჩემი შვი­ლი ად­რე­ვე დას­ცილ­და ცოლს, რად­გან ხა­სი­ა­თე­ბით ვერ შე­წყვნენ ერ­თმა­ნეთს. რძალ­მა საყ­ვარ­ლად კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე პირი აირ­ჩია, რო­მე­ლიც კარ­გად იყე­ნებს მდგო­მა­რე­ო­ბას და ხან ერთ ბან­კი­დან გა­მო­აქვთ ფული, ხან - მე­ო­რი­დან. ჩემს რძალს შვილ­ზე არას­დროს უზ­რუ­ნია. აქ რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მხო­ლოდ მა­შინ გა­უ­კე­თა ტუ­რის­ტუ­ლი ვიზა და 3.000 დო­ლა­რი და­უ­რი­ცხეს ბან­კის ან­გა­რიშ­ზე, ისიც მხო­ლოდ დრო­ე­ბით, ვიდ­რე სა­ვი­ზო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­სა­უბ­რე­ბას გა­ივ­ლი­და. რო­გორც კი და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი, ეგ­რე­ვე მო­უხ­სნეს თან­ხა. ალ­ბათ, მისი მო­ცი­ლე­ბა უნ­დო­და თა­ვი­დან! ამას რომ ვლა­პა­რა­კობ, ჩემი თა­ვი­საც მცხვე­ნია და თქვე­ნიც. ალ­ბათ, ცუდი ბე­ბია ვარ...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"მემუქრება, მალე ჩამოვალო" - ქართველი ემიგრანტი, რომელმაც დანიიდან შვილიშვილი გამოაძევა

"მემუქრება, მალე ჩამოვალო" - ქართველი ემიგრანტი, რომელმაც დანიიდან შვილიშვილი გამოაძევა

ქალბატონი მედეა დანიაში ლეგალურად ცხოვრობს და იქაურ პენსიაზეა დამოკიდებული. ცდილობს, გულგრილი იყოს მოხუცებულობის ჟამს, რადგან მის ასაკში ემოციურობა არასასურველია. თუმცა, სამშობლოზე მაინც დარდობს.

- დანიიდან შვილიშვილი გავაბრუნე საქართველოში, მოწევისა და მაიმუნობის გამო. როცა ევროპაში ჩამოვიდა, ეგონა, ბებია მიეფერებოდა "პლანაქეშობისთვის" და თავზე ხელს გადაუსვამდა. რომ შემარცხვინა, ავუღე ბილეთი და გავამგზავრე საქართველოში. თბილისში, თუ უნდა, თავში ქვა უხლია, ვეღარ ვიდარდებ. მე და ჩემი ქალიშვილი მოწადინებული ვიყავით, კანონიერად დაგვეტოვებინა აქ. მიეცემოდა პერსპექტივა ცხოვრების ასაწყობად, მაგრამ არ მოისვენა.

გამდიდრების იოლ გზას ეძებდა, რომელიც ყოველთვის ციხესთან მიდის. აქ 3 დღე ჰყავდა პოლიციას დაკავებული. წასვლისას მოიწევდა ჩემზე საცემრად და ჩემი გოგო რომ არ ყოფილიყო, ალბათ ცემით "დამანგრევდა"! დამემუქრა, ჩამოვალ და ნახავ, რას გიზამო! 18 წლისა იყო, ვითომ რომ დაქორწინდა. ჩემი შვილიშვილი ბებიამ გაზარდა - რძლის დედამ. ჩემს ოჯახს პოლიციასთან არასდროს ჰქონია საქმე. ჩემი ძმა ინტერნატში გაიზარდა, მაგრამ მასზე პატიოსანი და მშრომელი კაცი დედამიწაზე არ მეგულება. ჩემი ბიჭის არასდროს გაბმულა შარში, ისიც ჩემსავით გულახდილი და მშრომელი კაცია. არ ვიცი, შვილიშვილი რატომ ასცდა ადამიანურ გზას! მცირეწლოვნობიდან ოთხჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის, პედოფილიაზეც! პოლიციამ ცხვირწინ დაგვიდო ფაქტები...

მშობლების სახლის კარი რომ გამოვიხურე, პასპორტიც არ მქონდა ანუ ჯერ კიდევ არ ვიყავი 18 წლის, მაგრამ ცუდი გზით არასდროს მივლია. რაც ჩავიფიქრე და მიზნად დავისახე, ყველაფერს მივაღწიე საბჭოთა საქართველოში. ირაკლის (ასე ჰქვია ჩემს გამამწარებელ შვილიშვილს), როგორც ვიცი, ბებია-ბაბუა არაფერს აკლებდნენ, - აქაოდა, მშობლები თავზე არ ადგანანო.

- თქვენ რატომ არ ზრდიდით შვილიშვილს?

- სამსახურის გამო, ძალიან დაკავებული ვიყავი. თან, ჩემი რძლის გადაწყვეტილებაც ასეთი იყო და არ შევეწინააღმდეგე. მოგვიანებით ვიფიქრე, რადგან პატარაობისას ყურადღება ვერ მივაქციე, ახლა მაინც შევუწყობ ხელს-მეთქი, მაგრამ ალბათ, დაგვიანებულია მისი გამოსწორება. 20 წლისაა და ციხიდან გათავისუფლდა "ოცნების" მოსვლის შემდეგ. მანამდე კი სამჯერ გადაგვაყრევინა 1.500-2.500 დოლარი საპროცესო გარიგებებში...

ჩემი შვილი ადრევე დასცილდა ცოლს, რადგან ხასიათებით ვერ შეწყვნენ ერთმანეთს. რძალმა საყვარლად კრიმინალური წარსულის მქონე პირი აირჩია, რომელიც კარგად იყენებს მდგომარეობას და ხან ერთ ბანკიდან გამოაქვთ ფული, ხან - მეორიდან. ჩემს რძალს შვილზე არასდროს უზრუნია. აქ რომ ჩამოსულიყო, მხოლოდ მაშინ გაუკეთა ტურისტული ვიზა და 3.000 დოლარი დაურიცხეს ბანკის ანგარიშზე, ისიც მხოლოდ დროებით, ვიდრე სავიზო განყოფილებაში გასაუბრებას გაივლიდა. როგორც კი დატოვა საქართველოს საზღვრები, ეგრევე მოუხსნეს თანხა. ალბათ, მისი მოცილება უნდოდა თავიდან! ამას რომ ვლაპარაკობ, ჩემი თავისაც მცხვენია და თქვენიც. ალბათ, ცუდი ბებია ვარ...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი