პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარტოფილის ჯადოსნური თვისებები - იცით, რა შეუძლია თქვენს საყვარელს ბოსტნეულს?
კარტოფილის ჯადოსნური თვისებები - იცით, რა შეუძლია თქვენს საყვარელს ბოსტნეულს?

ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, კარ­ტო­ფი­ლი რომ არ უყ­ვარ­დეს. ამ ბოსტნე­უ­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არა მარ­ტო ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნი, არა­მედ მრა­ვალ­გვა­რი მრეწ­ვე­ლო­ბაც.

ბრი­ტა­ნე­ლი დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი და კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი კარ­ტო­ფი­ლის ჯა­დოს­ნურ თვი­სე­ბებ­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. მათი აზ­რით, ამ კულ­ტუ­რით მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა.

ექი­მი დერ­მა­ტო­ლო­გი ემა უელ­ჯუ­ორ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს კარ­ტო­ფი­ლის წვე­ნის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებ­ზე. ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სია წვენ­სა­წურ­ში მო­ა­თავ­სოთ 2-3 სა­შუ­ა­ლო ზო­მის კარ­ტო­ფი­ლი. მი­ღე­ბუ­ლი წვე­ნი შე­ი­ცავს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი­სა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პო­ლი­ფე­ნო­ლე­ბის მა­ღალ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, რაც ბევრ სი­კე­თეს­თან ერ­თად კანს ელას­ტი­კუ­რო­ბა­სა და სიმ­ტკი­ცე­საც ანი­ჭებს.

კარ­ტო­ფი­ლის წვენ­ში არის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს კა­ნის რთუ­ლი უჯრე­დუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის ფუნ­ქცი­ო­ბა­ში და ხელს უშ­ლის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო ელე­მენ­ტია კარ­ტო­ფი­ლის კან­შიც. ამი­ტო­მაც კარ­ტო­ფი­ლი კა­ნი­ა­ნად უნდა გა­წუ­როთ. ხარ­შვი­სა და შეწ­ვის დროს კარ­ტო­ფი­ლი ჩ ვი­ტა­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­ო­დე­ნო­ბას კარ­გავს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უმ კარ­ტო­ფილს არა­ვინ მი­ირ­თმევს, უმ­ჯო­ბე­სია მისი ახალ­გა­წუ­რუ­ლი წვე­ნის და­ლე­ვა. დიდ ეფექტს იძ­ლე­ვა აგ­რეთ­ვე კან­ზე უმი კარ­ტო­ფი­ლის რბი­ლო­ბის და­ფე­ნა. ის კურ­ნავს პრობ­ლე­მურ უბ­ნებს და აცხრობს ან­თე­ბას.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ისიც, რომ კარ­ტო­ფი­ლი შე­ი­ცავს გან­სა­კუთ­რე­ბულ ენ­ზიმს - ბუ­ნებ­რივ მა­თეთ­რე­ბელს, რო­მე­ლიც ებ­რძვის ასა­კობ­რივ პიგმენ­ტურ ლა­ქებს და სა­ზო­გა­დოდ, აღი­ა­ვებს კანს.

მე­დი­კო­სებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ კარ­ტო­ფი­ლის კა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჭა­ღა­რის­გან თავ­და­სა­ცა­ვად. ამი­სათ­ვის ხუთი დიდი ზო­მის კარ­ტო­ფი­ლის კანი მო­ხარ­შეთ 2 ლიტრ წყალ­ში 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და თა­ვის და­ბა­ნის შემ­დეგ თმა ამ ნა­ხარ­შით და­ის­ვე­ლეთ, 20 წუ­თით გა­ი­ჩე­რეთ და შემ­დეგ ჩა­მო­ი­ბა­ნეთ. ვი­საც ეს პრო­ცე­დუ­რა გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, აცხა­დებს, რომ ჭა­ღა­რა საგ­რძნობ­ლად შე­უმ­ცირ­და. გარ­და ამი­სა თმა რბილ­დე­ბა, ჯან­საღ­დე­ბა და აბ­რე­შუ­მი­ვით ბზინ­ვა­რე ხდე­ბა.

MKURNALI.GE

გა­ი­გეთ მეტი კარ­ტო­ფი­ლის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებ­ზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
0

ჭაღარაზე არ ვიცი და ეს მართლა საოცრებას უშვრება კაბს! დაჟე შრამებსაც, დამწვრობასაც აქრობსო! რამდენად მარტალია გააკეტეტ და მერე აქ დაწერეთ. მე კი სახე გამიახალგაზრდავა და გამიტეტრა 2ჯ ვიხმარ სულ ტან, ახლა წავალ და ისევ წავისვამ :) ვხეხავ და ვისვამ, ისე ამის წვენია კაი უფრო კიდევ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კარტოფილის ჯადოსნური თვისებები - იცით, რა შეუძლია თქვენს საყვარელს ბოსტნეულს?

კარტოფილის ჯადოსნური თვისებები - იცით, რა შეუძლია თქვენს საყვარელს ბოსტნეულს?

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კარტოფილი რომ არ უყვარდეს. ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვენი რაციონი, არამედ მრავალგვარი მრეწველობაც.

ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.

ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე. ეფექტის მისაღებად საკმარისია წვენსაწურში მოათავსოთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი. მიღებული წვენი შეიცავს ანტიოქსიდანტებისა და ნატურალური პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციას, რაც ბევრ სიკეთესთან ერთად კანს ელასტიკურობასა და სიმტკიცესაც ანიჭებს.

კარტოფილის წვენში არის ნივთიერებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის რთული უჯრედული მექანიზმის ფუნქციობაში და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას.

ბევრი სასარგებლო ელემენტია კარტოფილის კანშიც. ამიტომაც კარტოფილი კანიანად უნდა გაწუროთ. ხარშვისა და შეწვის დროს კარტოფილი ჩ ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ უმ კარტოფილს არავინ მიირთმევს, უმჯობესია მისი ახალგაწურული წვენის დალევა. დიდ ეფექტს იძლევა აგრეთვე კანზე უმი კარტოფილის რბილობის დაფენა. ის კურნავს პრობლემურ უბნებს და აცხრობს ანთებას.

საყურადღებოა ისიც, რომ კარტოფილი შეიცავს განსაკუთრებულ ენზიმს - ბუნებრივ მათეთრებელს, რომელიც ებრძვის ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს და საზოგადოდ, აღიავებს კანს.

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ კარტოფილის კანის გამოყენება შეიძლება ჭაღარისგან თავდასაცავად. ამისათვის ხუთი დიდი ზომის კარტოფილის კანი მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში 30 წუთის განმავლობაში და თავის დაბანის შემდეგ თმა ამ ნახარშით დაისველეთ, 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. ვისაც ეს პროცედურა გამოუყენებია, აცხადებს, რომ ჭაღარა საგრძნობლად შეუმცირდა. გარდა ამისა თმა რბილდება, ჯანსაღდება და აბრეშუმივით ბზინვარე ხდება.

MKURNALI.GE

გაიგეთ მეტი კარტოფილის სამკურნალო თვისებებზე

"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა - "დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი) "