რუსეთის 2016 წლის ყველაზე მდიდრულ ქორწილებს შორის ქართველი სალომე კინწურაშვილისა და სომეხი მილიარდერის ვაჟის სარქის კარაპეტიანის, ასევე რუსი მილიარდერის ქალიშვილის ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილები დასახელდა.
სომეხი მილიარდერისა და გავლენიანი დეველოპერის, კომპანია "ტაშირის" მფლობელის სამველ კარაპეტიანის 23 წლის ვაჟმა ცოლად 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო.
სალომე კინწურაშვილი მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება. ბიზნესლედი, გლამურული წვეულებების სასურველი სტუმარი, ქალი, რომელიც მოსკოვს მოდას კარნახობს - ასე იცნობენ ახალგაზრდა ლამაზმანს რუსეთის დედაქალაქში. რამდენიმე წლის წინ სალომე კინწურაშვილმა მეგობრებთან - იანა დემიდოვიჩთან და ვიქტორია კლინოვსკაიასთან ერთად, ბრენდული სამოსის ონლაინ-მაღაზია გახსნეს. დღეს გოგონები ძალიან წარმატებულ ბიზნესს ფლობენ - buy-by-me.ru განაგრძეთ კითხვა