პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის შეუერთდა ვაკე თფილისს და რას ითხოვდნენ ვაკელები ქალაქის გამგეობისგან - ფოტო არქივიდან
როდის შეუერთდა ვაკე თფილისს და რას ითხოვდნენ ვაკელები ქალაქის გამგეობისგან - ფოტო არქივიდან

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ვაკე, დე­და­ქა­ლაქს სულ რა­ღაც 100 წლის წინ შე­უ­ერ­თდა. ვაკე თბი­ლისს 1906 წლის იან­ვრი­დან შე­მო­უ­ერ­თდა. ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა კი XX ს. 20-იან წლებ­ში და­ი­წყო.

სა­გა­ზე­თო წე­რილ­ში, რომ­ლის ფო­ტოც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა, ვა­კე­ლე­ბის თხოვ­ნაა აღ­წე­რი­ლი. 1910 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში, ვა­კე­ლე­ბი ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბის­გან მო­ი­თხო­ვენ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. აი, რას ვკი­თხუ­ლობთ "ვა­კე­ლე­ბის თხოვ­ნა­ში":

"მი­და­მო ვა­კეს მცხოვ­რებ­ლებ­მა თხოვ­ნით მი­მარ­თეს თფი­ლი­სის გუ­ბერ­ნა­ტორს, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ 1905 წელს ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა შე­ე­კი­თხა მათ სურთ თუ არა რომ ვაკე შე­ერ­თე­ბულ იქ­მნას თფი­ლის­ზეო. მათ თან­ხმო­ბა გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ იმ პი­რო­ბით, თუ ქა­ლა­ქი ვა­კე­ლებს ისეთ­სა­ვე ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს, რო­გორც ქა­ლა­ქის სხვა ნა­წი­ლებ­სა და ისი­ნი მოკ­ლე­ბულ­ნი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ იმ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რი­თაც სხვე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა და­თან­ხმდა და ვაკე 1906 წლის იან­ვრი­დან მი­წე­რილ იქნა ქა­ლაქ­ზე.

ოთხი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ და ქა­ლაქს არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია მი­უ­ხე­და­ვათ მრა­ვა­ლი თხოვ­ნი­სა. ამი­ტომ, ისი­ნი სთხო­ვენ გუ­ბერ­ნა­ტორს აი­ძუ­ლოს ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა, რომ:

1. ვა­კე­ში გაყ­ვა­ნილ იქ­ნას წყა­ლი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, დას­დგან ფარ­ნე­ბი, გა­ა­კე­თონ ქვა­ფე­ნი­ლე­ბი

2. გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნან ისი­ნი მე­ე­ზო­ვე­ე­ბის და­ჭე­რის მო­ვა­ლე­ო­ბი­დან, სა­ნამ მათი შე­მო­სა­ვა­ლი აი­წე­ო­დეს

3. უფ­ლე­ბა მი­ე­ცეს მათ იყო­ლი­ონ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლა­ქის საბ­ჭო­ში

4. თუ ამა­ებ­ზე ქა­ლა­ქი უარს იტყვის, მა­შინ გა­მო­ყო­ფილ იქ­ნას ვაკე ქა­ლა­ქი­დან" - წერ­დნენ ვა­კე­ლე­ბი მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როდის შეუერთდა ვაკე თფილისს და რას ითხოვდნენ ვაკელები ქალაქის გამგეობისგან - ფოტო არქივიდან

როდის შეუერთდა ვაკე თფილისს და რას ითხოვდნენ ვაკელები ქალაქის გამგეობისგან - ფოტო არქივიდან

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი ვაკე, დედაქალაქს სულ რაღაც 100 წლის წინ შეუერთდა. ვაკე თბილისს 1906 წლის იანვრიდან შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება კი XX ს. 20-იან წლებში დაიწყო.

საგაზეთო წერილში, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ვაკელების თხოვნაა აღწერილი. 1910 წელს გამოქვეყნებულ წერილში, ვაკელები ქალაქის გამგეობისგან მოითხოვენ დაპირებების შესრულებას. აი, რას ვკითხულობთ "ვაკელების თხოვნაში":

"მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს თფილისის გუბერნატორს, ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობა შეეკითხა მათ სურთ თუ არა რომ ვაკე შეერთებულ იქმნას თფილისზეო. მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთსავე ყურადღებას მიაქცევს, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებსა და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობენ. ქალაქის გამგეობა დათანხმდა და ვაკე 1906 წლის იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე.

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და ქალაქს არაფერი გაუკეთებია მიუხედავათ მრავალი თხოვნისა. ამიტომ, ისინი სთხოვენ გუბერნატორს აიძულოს ქალაქის გამგეობა, რომ:

1. ვაკეში გაყვანილ იქნას წყალი, კანალიზაცია, დასდგან ფარნები, გააკეთონ ქვაფენილები

2. განთავისუფლებულ იქნან ისინი მეეზოვეების დაჭერის მოვალეობიდან, სანამ მათი შემოსავალი აიწეოდეს

3. უფლება მიეცეს მათ იყოლიონ წარმომადგენელი ქალაქის საბჭოში

4. თუ ამაებზე ქალაქი უარს იტყვის, მაშინ გამოყოფილ იქნას ვაკე ქალაქიდან" - წერდნენ ვაკელები მიმართვაში.

"ზურა, დღეს განსაკუთრებული დაბადების დღე გაქვს! დედაც გვერდში გყავს და მამაც!" - გოგლა ჟვანიას ემოციური პოსტი

"5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი ინფიცირებული დედის მკურნალობის თაობაზე

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა