პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მოგვენატრა საქართველო" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მყოფი ლიკა შუბითიძე ამერიკაში და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში
"ძალიან მოგვენატრა საქართველო" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მყოფი ლიკა შუბითიძე ამერიკაში და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში

ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი ლიკა შუ­ბი­თი­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. პირ­ვე­ლად იქ 2008 წელს ჩა­ვი­და. რო­გორც ამ­ბობს, თა­ვი­დან 9 თვე სენტ-ლუ­ის­ში იყო, შემ­დეგ ნიუ-იორკში გა­და­ვი­და, სა­დაც 5 წელი დაჰ­ყო. თუმ­ცა თით­ქმის უკვე 2 წე­ლია, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) მე­უღ­ლეს­თან (ტატო) და შვილ­თან (ალექ­სან­დრა) ერ­თად ცხოვ­რობს. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, ნიუ-იორკთან შე­და­რე­ბით ფი­ლა­დელ­ფია ნელი და წყნა­რი ქა­ლა­ქია...

ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს ყო­ველ­თვის ვუ­კავ­შირ­დე­ბით და Ambebi.ge ახლა სწო­რედ ლიკა შუ­ბი­თი­ძეს შე­ეხ­მი­ა­ნა.

"ახალ წელს სახ­ლში მხი­ა­რუ­ლად შევ­ხვდით. მე­ო­რე დღეს ქა­ლაქ­ში გა­ვი­სე­ირ­ნეთ. ჩვენ არ გვიყ­ვარს დი­დად თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, მე­გობ­რებ­თან, ვიწ­რო წრე­ში გვირ­ჩევ­ნია ყვე­ლა დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნა. მე­გობ­რებ­თან ყოფ­ნა ისე­დაც დღე­სას­წა­უ­ლია", - გვე­უბ­ნე­ბა ლიკა.

- რითი იყო გა­სუ­ლი წელი შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- გა­სულ წელს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, თა­მარ ლო­რია, და­მი­კავ­შირ­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ბავ­შვო პრო­ექ­ტში, რა­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თო ტა­ტოც, ჩემი მე­უღ­ლე. ეს არის "თე­დოს და ნუ­ცას მუ­სი­კა­ლუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი", 20 სიმ­ღე­რი­სა და 20 ილუსტრი­რე­ბუ­ლი ბა­რა­თის­გან შემ­დგა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი წიგ­ნი, რომ­ლის ამო­ცა­ნაა, მუ­სი­კის და ილუსტრა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხელი შე­ვუ­წყოთ პა­ტა­რებს მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სხე­უ­ლის აღ­ქმა­ში, ემო­ცი­ე­ბის ამოც­ნო­ბა­ში, თვით­მოვ­ლის, ჯან­სა­ღი კვე­ბის და სხვა უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ბა­ღის პე­და­გო­გებს კი და­ვეხ­მა­როთ დი­ლის წრის და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხა­ლი­სოდ წარ­მარ­თვა­ში. მოკ­ლედ, იდე­ის ავ­ტო­რი თა­მარ ლო­რი­აა. მუ­სი­კა და ტექ­სტი მე­კუთ­ვნის მე, არან­ჟი­რე­ბა ტა­ტოს და მხატ­ვრო­ბა - ანა ბი­ჩი­ნაშ­ვილს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტი აქამ­დე არ შექ­მნი­ლა. არა­და, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ენა­ზე, თა­ვი­სი ანი­მა­ცი­ე­ბით და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Youtube-ზე. ყვე­ლა მშო­ბელ­მა იცის, ალ­ბათ რა­ზეც ვსა­უბ­რობ. ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამის­თვის, ინ­სპი­რა­ცია, რა თქმა უნდა, ალექ­სან­დრა იყო. მან უკვე იცის 20-ვე სიმ­ღე­რა თა­ვი­სი ტექ­სტით. პრო­ექ­ტი უკვე გა­ყიდ­ვა­შია.

- ალექ­სან­დრა რამ­ხე­ლაა უკვე?

- ალექ­სან­დრა 4 თვის იყო, რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, თე­ბერ­ვალ­ში 2 წლის ხდე­ბა. მალე გა­ვი­და დრო, უკვე დიდი და ჭკვი­ა­ნი გო­გოა. მუ­სი­კა უყ­ვარს ძა­ლი­ან, მღე­რის და ცდი­ლობს, და­უკ­რას სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენტზე, თა­ვი­სე­ბუ­რად, რა თქმა უნდა.

- ამ წელს რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- მე და ტატო ვმუ­შა­ობთ ახალ ალ­ბომ­ზე, რო­მელ­საც "+18" ერ­ქმე­ვა. ჩვენს კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­საც სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა და მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე უკვე წარვსდგე­ბით რო­გორც: ჰო­მოს­პო­უ­სეს ახა­ლი სა­ხე­ლი, ახა­ლი ჟღე­რა­დო­ბა, ახა­ლი იმი­ჯი... ძა­ლი­ან მალე აიტ­ვირ­თე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას არ გეგ­მავთ?

- ზა­ფხულ­ში გვინ­და ჩა­მოს­ვლა. იმე­დია, გა­მოგ­ვი­ვა. ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რა სა­ქარ­თვე­ლო, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ჩვე­ნი ნოს­ტალ­გია, ჩვე­ნი­ვე მუ­სი­კა­ში აი­სა­ხე­ბა...

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

ფო­ტო­ე­ბი: და­ვით ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ძალიან მოგვენატრა საქართველო" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მყოფი ლიკა შუბითიძე ამერიკაში და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში

"ძალიან მოგვენატრა საქართველო" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მყოფი ლიკა შუბითიძე ამერიკაში და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში

ნიჭიერი მუსიკოსი ლიკა შუბითიძე უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. პირველად იქ 2008 წელს ჩავიდა. როგორც ამბობს, თავიდან 9 თვე სენტ-ლუისში იყო, შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც 5 წელი დაჰყო. თუმცა თითქმის უკვე 2 წელია, ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) მეუღლესთან (ტატო) და შვილთან (ალექსანდრა) ერთად ცხოვრობს. როგორც აღნიშნავს, ნიუ-იორკთან შედარებით ფილადელფია ნელი და წყნარი ქალაქია...

ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვუკავშირდებით და Ambebi.ge ახლა სწორედ ლიკა შუბითიძეს შეეხმიანა.

"ახალ წელს სახლში მხიარულად შევხვდით. მეორე დღეს ქალაქში გავისეირნეთ. ჩვენ არ გვიყვარს დიდად თავშეყრის ადგილები, მეგობრებთან, ვიწრო წრეში გვირჩევნია ყველა დღესასწაულის აღნიშვნა. მეგობრებთან ყოფნა ისედაც დღესასწაულია", - გვეუბნება ლიკა.

- რითი იყო გასული წელი შენთვის მნიშვნელოვანი?

- გასულ წელს სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, თამარ ლორია, დამიკავშირდა და მონაწილეობა შემომთავაზა ძალიან საინტერესო, საბავშვო პროექტში, რაშიც სიამოვნებით ჩაერთო ტატოც, ჩემი მეუღლე. ეს არის "თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი", 20 სიმღერისა და 20 ილუსტრირებული ბარათისგან შემდგარი მუსიკალური წიგნი, რომლის ამოცანაა, მუსიკის და ილუსტრაციების გამოყენებით ხელი შევუწყოთ პატარებს მეტყველების განვითარებაში, სხეულის აღქმაში, ემოციების ამოცნობაში, თვითმოვლის, ჯანსაღი კვების და სხვა უნარის ჩამოყალიბებაში. ბაღის პედაგოგებს კი დავეხმაროთ დილის წრის და სხვა აქტივობების სახალისოდ წარმართვაში. მოკლედ, იდეის ავტორი თამარ ლორიაა. მუსიკა და ტექსტი მეკუთვნის მე, არანჟირება ტატოს და მხატვრობა  - ანა ბიჩინაშვილს. საქართველოში მსგავსი პროექტი აქამდე არ შექმნილა. არადა, არსებობს სხვადასხვა ენაზე, თავისი ანიმაციებით და ძალიან პოპულარულია Youtube-ზე. ყველა მშობელმა იცის, ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ამიტომ ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ამისთვის, ინსპირაცია, რა თქმა უნდა, ალექსანდრა იყო. მან უკვე იცის 20-ვე სიმღერა თავისი ტექსტით. პროექტი უკვე გაყიდვაშია.

- ალექსანდრა რამხელაა უკვე?

- ალექსანდრა 4 თვის იყო, რომ ჩამოვიყვანეთ, თებერვალში 2 წლის ხდება. მალე გავიდა დრო, უკვე დიდი და ჭკვიანი გოგოა. მუსიკა უყვარს ძალიან, მღერის და ცდილობს, დაუკრას სხვადასხვა ინსტრუმენტზე, თავისებურად, რა თქმა უნდა.

- ამ წელს რა გეგმები გაქვს?

- მე და ტატო ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რომელსაც "+18" ერქმევა. ჩვენს კოლაბორაციასაც სახელი შეეცვალა და მსმენელის წინაშე უკვე წარვსდგებით როგორც: ჰომოსპოუსეს ახალი სახელი, ახალი ჟღერადობა, ახალი იმიჯი... ძალიან მალე აიტვირთება ინტერნეტში ჩვენი პირველი სიმღერა.

- საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავთ?

- ზაფხულში გვინდა ჩამოსვლა. იმედია, გამოგვივა. ძალიან მოგვენატრა საქართველო, ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩვენი ნოსტალგია, ჩვენივე მუსიკაში აისახება...

ლალი ფაცია

Ambebi.ge

ფოტოები: დავით ბოჭორიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"