პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა მოსახლეობა 3,7 მილიონია"
"საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა მოსახლეობა 3,7 მილიონია"

სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 მი­ლი­ო­ნი ერ­თე­უ­ლი ონ­ლა­ინ-სეს­ხია გა­ცე­მუ­ლი, მა­შინ როცა ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა 3,7 მი­ლი­ო­ნია, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ეკო­ნო­მი­კურ­მა მრჩე­ველ­მა, მაია მე­ლი­ქი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის ონ­ლა­ინ-სეს­ხე­ბის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ე­ბი­სა და ბან­კე­ბის ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტმა ხელი გუ­შინ მო­ა­წე­რა.

"თავ­და­პირ­ვე­ლად სა­კა­ნონ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტო­რებ­მა ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აც­ნეს, რი­თაც გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ი­წყო. ამის შემ­დეგ კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყდა და პოს­ტფაქ­ტუმ იგე­ბენ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ პარ­ლა­მენ­ტში ეს კა­ნო­ნი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლეს და სამი მოს­მე­ნით მი­ი­ღეს. როცა კა­ნონ­ში ჩა­ი­ხე­დეს, აღ­მოჩ­ნდა რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტში აღარც ისე შე­თან­ხმე­ბე­ბი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რა­ზეც კერ­ძო სექ­ტო­რი და კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბი შე­თან­ხმდე­ნენ", - - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ქი­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი პროგ­ნო­ზი­რებს, რომ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში უკვე 16 იან­ვრი­დან შევა, ონ­ლა­ინ-სეს­ხე­ბის რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ბაზ­რი­დან გას­ვლა მო­უ­წევს.

"ვი­ღა­ცის­თვის გა­მო­სა­ვა­ლი შე­საძ­ლოა იყოს მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­და­კე­თე­ბა. რამ­დე­ნი­მემ სწო­რედ ეს გზა აირ­ჩია. ამას­თან ერ­თად მათ და­უ­წეს­დათ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზედა ზღვა­რი, რაც გარ­კვე­უ­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რი­დან გაქ­რო­ბას გა­მო­იწ­ვევს. ონ­ლა­ინ-სეს­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქვე­ყა­ნა­ში მო­თხოვ­ნა ასეთ პრო­დუქტზე მა­ღა­ლია. ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბით კი ეს მო­თხოვ­ნა სა­ბან­კო სექ­ტორ­ში და ე.წ მე­ვახ­შე­ებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. სწო­რედ აქ და­ვი­ნა­ხეთ რის­კე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში 400 მი­ლი­ო­ნი ერ­თე­უ­ლი ონ­ლა­ინ-სეს­ხია გა­ცე­მუ­ლი, მა­შინ როცა ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა 3,7 მი­ლი­ო­ნია. აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სრულ­წლო­ვან­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ერთ ადა­მი­ანს რა­ო­დე­ნო­ებ­რი­ვად და თან­ხობ­რი­ვა­დაც სა­კა­მოდ დიდი თან­ხა აქვს აღე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ-სეს­ხის სა­ხით. გა­მო­დის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­თხოვ­ნა ასეთ ფულ­ზე არის და იქ­ნე­ბა. კი­თხვა გვაქვს ასე­თი - ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა რო­გორ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა? გა­და­ი­ნაც­ვლებს თუ არა ეს მო­თხოვ­ნა სა­ბან­კო, ანუ რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტორ­ში თუ ჩრდი­ლო­ვან სექ­ტორ­ში გა­და­ი­ნაც­ვე­ლებს, მე­ვახ­შე­ებს ვგუ­ლის­ხმობ, რო­მელ­თა რე­გუ­ლი­რე­ბის ბერ­კე­ტი ჩვენ არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ქი­ძემ.

sponsored by ContentRoom

"საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა მოსახლეობა 3,7 მილიონია"

"საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა მოსახლეობა 3,7 მილიონია"

საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია, - ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, მაია მელიქიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც ის ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა.

"თავდაპირველად საკანონდებლო ინიციატორებმა ეს კანონპროექტი სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს, რითაც გარკვეული კომუნიკაცია დაიწყო. ამის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა და პოსტფაქტუმ იგებენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ პარლამენტში ეს კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და სამი მოსმენით მიიღეს. როცა კანონში ჩაიხედეს, აღმოჩნდა რომ კანონპროექტში აღარც ისე შეთანხმებები იყო გათვალისწინებული, რაზეც კერძო სექტორი და კანონის ავტორები შეთანხმდენენ", - - განაცხადა მელიქიძემ.

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი პროგნოზირებს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, რომელიც ძალაში უკვე 16 იანვრიდან შევა, ონლაინ-სესხების რამდენიმე ორგანიზაციას ბაზრიდან გასვლა მოუწევს.

"ვიღაცისთვის გამოსავალი შესაძლოა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთება. რამდენიმემ სწორედ ეს გზა აირჩია. ამასთან ერთად მათ დაუწესდათ საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რაც გარკვეული საფინანსო პროდუქტების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს. ონლაინ-სესხების რაოდენობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე მაღალია. ამ რეგულაციების მიღებით კი ეს მოთხოვნა საბანკო სექტორში და ე.წ მევახშეებში გადაინაცვლებს. სწორედ აქ დავინახეთ რისკები. ქვეყანაში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია. აქვე გასათვალისწინებელია სრულწლოვანთა რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს რაოდენოებრივად და თანხობრივადაც საკამოდ დიდი თანხა აქვს აღებული ონლაინ-სესხის სახით. გამოდის, რომ ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ ფულზე არის და იქნება. კითხვა გვაქვს ასეთი - ამ რეგულაციების პირობებში არსებული მოთხოვნა როგორ დაკმაყოფილდება? გადაინაცვლებს თუ არა ეს მოთხოვნა საბანკო, ანუ რეგულირებად სექტორში თუ ჩრდილოვან სექტორში გადაინაცველებს, მევახშეებს ვგულისხმობ, რომელთა რეგულირების ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა მელიქიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი