პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 თებერვლამდე იშვიათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე - რა გაფრთხილებას გვაძლევენ ასტროლოგები
6 თებერვლამდე იშვიათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე - რა გაფრთხილებას გვაძლევენ ასტროლოგები

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებს და "ფე­ის­ბუ­ქით" სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს გვი­ზი­ა­რებს:

"რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა ცაზე? ვფიქ­რობ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა კვი­რის პროგ­ნოზს.

სხვა­თა შო­რის, ცაზე, სწო­რედ ახლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა! მო­ყო­ლე­ბუ­ლი 7 იან­ვრი­დან თით­ქმის მთე­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ 6 თე­ბერ­ვლამ­დე, საკ­მა­ოდ იშ­ვათ ას­ტრო­ნო­მი­ულ მოვ­ლე­ნას­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე. მზის სის­ტე­მის არ­ცერ­თი პლა­ნე­ტა აღარ იქ­ნე­ბა უკუს­ვლი­თი! ეს არის ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი, რად­გან დე­და­მი­წის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა არ მო­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში პლა­ნე­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან, რაც ნიშ­ნავს რომ ენერ­გე­ტი­კა თან­ხვედ­რია. ასეთ პე­რი­ო­დებს უძ­ვე­ლე­სი დრო­ის ქუ­რუ­მე­ბი თვლიდ­ნენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­საყ­რელ დროდ ნე­ბის­მი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ესე­ი­გი 6 თე­ბერ­ვლამ­დე გვაქვს შან­სე­ბი სა­სი­კე­თოდ შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ზო­გა­დი ფონი ასე­თია. თუმ­ცა ამ პე­რი­ოდს შიგ­ნი­თაც არის მეტ- ნაკ­ლე­ბად ხელ­საყ­რე­ლი და არა­ხელ­საყ­რე­ლი დღე­ე­ბი. თუ ვი­სა­უბ­რებთ მომ­დევ­ნო 7 დღი­ა­ნი პე­რი­ოდ­ზე, ის უნდა პი­რო­ბი­თად 2 ნა­წი­ლად გავ­ყოთ, რომ­ლი­და­ნაც პირ­ვე­ლი შე­და­რე­ბით უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო მე­ო­რე ნა­ხევ­რი- ბევ­რად უფრო მსუ­ბუ­ქი.

მი­თუ­მე­ტეს, დღეს გვაქვს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხი­ბის ნი­შან­ში. რომ­ლის ზე­გავ­ლე­ნას ჯერ­კი­დევ გუ­შინ­დე­ლი დღი­დან იგ­რძნობ­დით. ამა­ზე ჩვე­ნი წინა გა­და­ცე­მის დროს ვი­სა­უბ­რეთ და მსმე­ნელ­მა უკვე იცის, რომ ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მოს ფუ­ძის, ჭე­რის, მშობ­ლი­უ­რი კე­რი­ის და მშობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებს და ასე შემ­დეგ. ასე­ვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ჩვენს მიერ ყუ­რა­დღე­ბის, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი მათ­ზე ზრუნ­ვის გა­მო­ჩე­ნის თემა.

სა­ერ­თო­დაც უფ­როს- უმ­ცრო­სე­ბის თე­მა­ტი­კა ამ კვი­რა­ში სხვა ას­პექ­ტი­თაც იჩენს თავს.თუმ­ცა შე­საძ­ლოა ეს უფ­რო­სო­ბას, ანუ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და ხელ­ქვე­ი­თე­ბის კონ­ფლიქ­ტა­დაც გა­მოვ­ლინ­დეს.

დღეს, 12 იან­ვარს ჩა­ირ­თო და 24 რი­ცხვამ­დე გას­ტანს მარ­სი­სა და სა­ტურ­ნის კვად­რა­ტი, რო­მე­ლიც ზუს­ტი 19ში გახ­დე­ბა და შემ­დგომ დაშ­ლა­ზე წავა. ამ ას­პექტს საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნო ზე­გავ­ლე­ნა აქვს ხოლ­მე, რაც პრო­ფე­სი­ულ ას­პა­რეზ­ზე უფ­რო­სო­ბის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი აკ­რძალ­ვე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა ხოლ­მე. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ჩვე­ნი­ვე გა­უ­აზ­რე­ბე­ლი სი­ჯი­უ­ტე იყოს. ეს ის დღე­ე­ბია, რომ­ლის მი­მარ­თაც მარ­თე­ბუ­ლია ხოლ­მე გა­მოთ­ქმა- "" მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო"". ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა მოთ­მი­ნე­ბა, დის­ციპ­ლი­ნა , იერ­არ­ქი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის ათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. უფ­რო­სე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მორ­ჩი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნაც კი.

უფრო ვის­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს პე­რი­ო­დი და­ძა­ბუ­ლი?

არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო პე­რი­ო­დია სამ­ხე­რო პი­რე­ბი­სათ­ვის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სათ­ვის. შე­აძ­ლოა წა­ა­წყდნენ ზედ­მეტ ბი­უ­როკ­რა­ტულ ფორ­მა­ლო­ბებს. სა­დაც წი­ნა­აღ­დე­გო­ბის გა­წე­ვა სრუ­ლი­ად უაზ­რო იქ­ნე­ბა.

იმ ფონ­ზე, რომ ლი­ლი­ტი­სა და მზის ას­პექ­ტი ფო­ნად მიჰ­ყვე­ბა მთელს ამ კვი­რას, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ პრე­სით შე­ვი­ტყოთ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც კი.

თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ასე­თი ას­პექ­ტი არ გვაქვს.

რო­გორც უკვე ვახ­სე­ნე, გვაქვს ასე­ვე ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ან ნე­გა­ტი­ურს ამ კვი­რი­ის შუა პე­რი­ო­დი­დან- ესაა ვე­ნე­რა­სა და პლუ­ტო­ნის სექ­სტი­ლი, რო­მე­ლიც 15 იან­ვარს ჩა­ირ­თვე­ბა.

ვე­ნე­რა რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად მარ­თავს ჩვენს ფი­ნან­სებ­საც და რო­მან­ტი­ულ გან­წყო­ბი­ლე­ბა­საც ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ტრანსფორ­მა­ცი­ის პლა­ნე­ტა პლუ­ტონ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით კვი­რის და­სა­წყი­სი გარ­თუ­ლე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებს უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შე­მო­აბ­რუ­ნებს. 25 იან­ვრის ჩათ­ვლით, ამ ას­პექ­ტის ზე­გავ­ლე­ნით, ხელ­საყ­რე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნე­ბა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­და­სა­წყვე­ტად. მი­თუ­მე­ტეს ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა სა­ბა­ჟო ან სა­გა­და­სა­ხა­დო საქ­მე. თუ თქვენ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ან ალი­მენ­ტის სა­კი­თხე­ბი გაქვთ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, შე­გიძ­ლი­ათ ეს პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ყე­ნოთ.

ვე­ნე­რა, რო­გორც ვი­ცით, ჩვენს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც "ერე­ვა" ამი­ტომ მისი ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტა­ცია აქაც სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რელ ფონს შექ­მნის. მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია ნიშ­ნო­ბის­თვის, ხე­ლის­მო­წე­რის­თვის. ასე­ვე ერ­თობ­ლი­ვი შე­ნა­ძე­ნე­ბის გა­სა­კე­თებ­ლა­დაც...

და ბოლო ას­პექ­ტი, რო­მე­ლიც ამ 7 დღი­ან პე­რი­ოდ­ში გვე­ლო­დე­ბა, ესაა მერ­კუ­რი­სა და ნეპ­ტუ­ნის სექ­სტი­ლი რო­მე­ლიც 18 იან­ვრი­დან და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას. ის მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ვამ­ყა­როთ ორ­მხრი­ვი, სა­სი­კე­თო საქ­მი­ან უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, მი­ვი­ღოთ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქამ­დე ჩვენ­თვის და­ფა­რუ­ლი ან სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სარ­გებ­ლი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა რომ აღ­მოჩ­ნდეს. ძა­ლი­ან ბევ­რი იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მებ­ზე და ინ­ტუ­ი­ცი­ურ წვდო­მა­ზე. შე­საძ­ლოა მი­ი­ღოთ სამ­ყა­როს­გან მი­ნიშ­ნე­ბე­ბი სიზ­მრის ან რა­ი­მე სხვა სა­ხით... აი ასე­თი იქ­ნე­ბა ეს ერ­თკვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით...", - წერს ნო­ე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

6 თებერვლამდე იშვიათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე - რა გაფრთხილებას გვაძლევენ ასტროლოგები

6 თებერვლამდე იშვიათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე - რა გაფრთხილებას გვაძლევენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ასტრონომიული მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"რა მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ცაზე? ვფიქრობ ჩვენი მკითხველი მოუთმენლად ელოდება კვირის პროგნოზს.

სხვათა შორის, ცაზე, სწორედ ახლა ძალიან საინტერესო ამბები ხდება! მოყოლებული 7 იანვრიდან თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში, ანუ 6 თებერვლამდე, საკმაოდ იშვათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე. მზის სისტემის არცერთი პლანეტა აღარ იქნება უკუსვლითი! ეს არის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი, რადგან დედამიწის მოძრაობის მიმართულება არ მოდის წინააღმდეგობაში პლანეტების მოძრაობის მიმართულებასთან, რაც ნიშნავს რომ ენერგეტიკა თანხვედრია. ასეთ პერიოდებს უძველესი დროის ქურუმები თვლიდნენ მაქსიმალურად ხელსაყრელ დროდ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

ესეიგი 6 თებერვლამდე გვაქვს შანსები სასიკეთოდ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ზოგადი ფონი ასეთია. თუმცა ამ პერიოდს შიგნითაც არის მეტ- ნაკლებად ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები. თუ ვისაუბრებთ მომდევნო 7 დღიანი პერიოდზე, ის უნდა პირობითად 2 ნაწილად გავყოთ, რომლიდანაც პირველი შედარებით უფრო რთული იქნება, ხოლო მეორე ნახევრი- ბევრად უფრო მსუბუქი.

მითუმეტეს, დღეს გვაქვს სავსემთვარეობა კირჩხიბის ნიშანში. რომლის ზეგავლენას ჯერკიდევ გუშინდელი დღიდან იგრძნობდით. ამაზე ჩვენი წინა გადაცემის დროს ვისაუბრეთ და მსმენელმა უკვე იცის, რომ ყურადღება უნდა დაუთმოს ფუძის, ჭერის, მშობლიური კერიის და მშობლებთან დაკავშირებულ საკითხებს. ოჯახურ ტრადიციებს და ასე შემდეგ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის ადამიანების მიმართ ჩვენს მიერ ყურადღების, ზოგ შემთხვევაში კი მათზე ზრუნვის გამოჩენის თემა.

საერთოდაც უფროს- უმცროსების თემატიკა ამ კვირაში სხვა ასპექტითაც იჩენს თავს.თუმცა შესაძლოა ეს უფროსობას, ანუ ხელმძღვანელობასა და ხელქვეითების კონფლიქტადაც გამოვლინდეს.

დღეს, 12 იანვარს ჩაირთო და 24 რიცხვამდე გასტანს მარსისა და სატურნის კვადრატი, რომელიც ზუსტი 19ში გახდება და შემდგომ დაშლაზე წავა. ამ ასპექტს საკმაოდ უსიამოვნო ზეგავლენა აქვს ხოლმე, რაც პროფესიულ ასპარეზზე უფროსობის მხრიდან გარკვეული აკრძალვებით გამოვლინდება ხოლმე. გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ჩვენივე გაუაზრებელი სიჯიუტე იყოს. ეს ის დღეებია, რომლის მიმართაც მართებულია ხოლმე გამოთქმა- "" მოჩქარეს მოუგვიანდესო"". ვგულისხმობ იმას, რომ საჭირო გახდება მოთმინება, დისციპლინა , იერარქიული საფეხურების ათვალისწინება. უფროსების მიმართ პატივისცემის და ზოგ შემთხვევაში მორჩილების გამოვლენაც კი.

უფრო ვისთვის შეიძლება იყოს ეს პერიოდი დაძაბული?

არასახარბიელო პერიოდია სამხერო პირებისათვის და პოლიტიკოსებისათვის. შეაძლოა წააწყდნენ ზედმეტ ბიუროკრატულ ფორმალობებს. სადაც წინააღდეგობის გაწევა სრულიად უაზრო იქნება.

იმ ფონზე, რომ ლილიტისა და მზის ასპექტი ფონად მიჰყვება მთელს ამ კვირას, არ გამოვრიცხავ, რომ პრესით შევიტყოთ მაღალი თანამდებობის პირთა დაპატიმრების შესახებაც კი.

თუმცა, საქართველოს ასტროლოგიურ რუკასთან მიმართებაში, ასეთი ასპექტი არ გვაქვს.

როგორც უკვე ვახსენე, გვაქვს ასევე ჰარმონიული ასპექტები, რომლებიც ჩაენაცვლებიან ნეგატიურს ამ კვირიის შუა პერიოდიდან- ესაა ვენერასა და პლუტონის სექსტილი, რომელიც 15 იანვარს ჩაირთვება.

ვენერა რომელიც ერთდროულად მართავს ჩვენს ფინანსებსაც და რომანტიულ განწყობილებასაც ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონთან ჰარმონიული ასპექტის მეშვეობით კვირის დასაწყისი გართულებულ სიტუაციებს უკეთესობისაკენ შემოაბრუნებს. 25 იანვრის ჩათვლით, ამ ასპექტის ზეგავლენით, ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნება ფინანსური საკითხების წარმატებით გადასაწყვეტად. მითუმეტეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბაჟო ან საგადასახადო საქმე. თუ თქვენ მემკვიდრეობის ან ალიმენტის საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი, შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ.

ვენერა, როგორც ვიცით, ჩვენს პირად ურთიერთობებშიც "ერევა" ამიტომ მისი ჰარმონიული ასპექტაცია აქაც სასიკეთო ცვლილებებისათვის ხელსაყრელ ფონს შექმნის. მშვენიერი პერიოდია ნიშნობისთვის, ხელისმოწერისთვის. ასევე ერთობლივი შენაძენების გასაკეთებლადაც...

და ბოლო ასპექტი, რომელიც ამ 7 დღიან პერიოდში გველოდება, ესაა მერკურისა და ნეპტუნის სექსტილი რომელიც 18 იანვრიდან დაიწყებს მუშაობას. ის მოგვცემს საშუალებას, დავამყაროთ ორმხრივი, სასიკეთო საქმიან უცხოელ პარტნიორებთან, მივიღოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი აქამდე ჩვენთვის დაფარული ან საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ სარგებლიანი შეიძლება რომ აღმოჩნდეს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ჩვენს შემოქმედებით მიდგომებზე და ინტუიციურ წვდომაზე. შესაძლოა მიიღოთ სამყაროსგან მინიშნებები სიზმრის ან რაიმე სხვა სახით... აი ასეთი იქნება ეს ერთკვირიანი პერიოდი ასტროლოგიური თვალსაზრისით...", - წერს ნოელი "ფეისბუქზე".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს