Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული მოდელები, რომელთა გამოჩენამაც მოდა შეცვალა - ფოტოები
ლეგენდარული მოდელები, რომელთა გამოჩენამაც მოდა შეცვალა - ფოტოები

კრის­ტი ტარ­ლინგტო­ნი

ცნო­ბი­ლი სლო­გა­ნი "ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია შე­ნით, შენ კი მე­ი­ბე­ლი­ნით" - კრის­ტი ტარ­ლინგტო­ნის გამო გაჩ­ნდა. მისი კონ­ტრაქ­ტი კოს­მე­ტი­კურ კომ­პა­ნი­ას­თან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იყო 90-იან წლებ­ში. გა­და­ღე­ბის 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ წელს ის 800 000 დო­ლარს იღებ­და.

კრის­ტი 500-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა, მუ­შა­ობ­და უამ­რავ მო­დის სახ­ლთან, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ხში­რად "კელ­ვინ კლა­ინ­თან". 2013 წელს ის კვლავ მი­იწ­ვი­ეს ბრენ­დის წამ­ყვან მო­დე­ლად.

ნა­ო­მი კემ­პბე­ლი

"შავი პან­ტე­რა" მთელს მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი არა მხო­ლოდ სა­მო­დე­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბის, არა­მედ ფი­ცხი ხა­სი­ა­თის წყა­ლო­ბით. ნა­ო­მი ხში­რად ერ­თვე­ბა ჩხუბ­ში და შემ­დეგ სას­ჯელს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ხით იხ­დის. თუმ­ცა არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რაც - ის ნამ­დვი­ლი ლე­გენ­დაა. 90-ია­ნებ­ში სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში მას უფრო დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი ხვდე­ბო­და, ვიდ­რე სხვა მო­დე­ლებს - რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცია ჯერ კი­დევ ძლი­ე­რი იყო.

კეიტ მოსი

90-იან წლებ­ში კეიტ მო­სის გა­მო­ჩე­ნამ სა­მო­დე­ლო სამ­ყა­რო თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა - იმ დრო­ის მა­ღა­ლი სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის ფონ­ზე, მოსი პა­ტა­რა და ძა­ლი­ან უბ­რა­ლო გო­გო­ნა იყო, არა ისე­თი "ქალღმერ­თი", რო­გო­რიც იყო ევან­გე­ლის­ტა, ში­ფე­რი ან სხვე­ბი. მისი არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ნაკ­ვთე­ბი, მკაც­რი გა­მო­ხედ­ვა, სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლე და გამ­ხდა­რი ფი­გუ­რა ან­დრო­გი­ნუ­ლო­ბის და ჰე­რო­ი­ნის გლა­მუ­რის სიმ­ბო­ლო გახ­და მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში.

ლინ­და ევან­გე­ლის­ტა

ლინ­დას კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში და­ი­წყო, რო­დე­საც პა­ტა­რა ლინ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 1988 წელს ის "მის ნი­ა­გა­რა" გახ­და, სა­დაც შე­ნიშ­ნა ცნო­ბილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა პი­ტერ ლინ­დბერ­გმა და მისი ცნო­ბი­ლი მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა და­უ­ყე­ნა. მის აქ­ტივ­ში 600 ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნია და დღემ­დე აგ­რძე­ლებს ფო­ტო­სე­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სინ­დი კრო­უ­ფორ­დი

"გო­გო­ნა ხა­ლით ზედა ტუჩ­ზე" - ასე ეძახ­დნენ სინ­დის სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში. სწო­რედ ხალი იყო და დღემ­დე რჩე­ბა მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად. თუმ­ცა ოჯახ­ში ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ სინ­დი სი­ლა­მა­ზით და­ი­პყრობ­და მსოფ­ლი­ოს, მას გა­მუდ­მე­ბით უწო­დებ­დნენ "მა­ხინჯ იხ­ვის ჭუკს".

16 წლის ასაკ­ში გო­გო­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თის ფო­ტოგ­რაფ­მა შე­ნიშ­ნა, 17 წლის კი უკვე ვარ­სკვლა­ვუ­რი სა­ა­გენ­ტო "ელი­ტის" მო­დე­ლი იყო. კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში სინ­დის ბე­ი­ბი ჯიას ეძახ­დნენ ჯია კარ­ნაჯ­თან მსგავ­სე­ბის გამო.

კლა­უ­დია ში­ფე­რი

ულა­მა­ზე­სი ქერა კლა­უ­დია ში­ფე­რი თით­ქოს ბრი­ჯიტ ბარ­დოს ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­აა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ნო­კა­რი­ე­რა სუ­ლაც ვერ აა­წყო. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეპი­ზო­დუ­რი როლი მხო­ლოდ "რე­ა­ლურ სიყ­ვა­რულ­ში" თუ იცის ხალ­ხმა.

სა­მა­გი­ე­როდ, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა­ში კლა­უ­დი­ას ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად აქვს: ღა­მის კლუბ­ში მან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის დი­რექ­ტო­რი გა­იც­ნო, შემ­დეგ პა­რიზ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ჟურ­ნალ "ელის" ყდა­ზე გა­მოჩ­ნდა, "შა­ნელ­თან" მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო და ამის მერე ყვე­ლა­ფე­რი უფრო ზღაპ­რულ სა­ხეს იღებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ლეგენდარული მოდელები, რომელთა გამოჩენამაც მოდა შეცვალა - ფოტოები

ლეგენდარული მოდელები, რომელთა გამოჩენამაც მოდა შეცვალა - ფოტოები

კრისტი ტარლინგტონი

ცნობილი სლოგანი "ყველა აღფრთოვანებულია შენით, შენ კი მეიბელინით" - კრისტი ტარლინგტონის გამო გაჩნდა. მისი კონტრაქტი კოსმეტიკურ კომპანიასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იყო 90-იან წლებში. გადაღების 12 დღის განმავლობაში, ყოველ წელს ის 800 000 დოლარს იღებდა.

კრისტი 500-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მუშაობდა უამრავ მოდის სახლთან, მაგრამ ყველაზე ხშირად "კელვინ კლაინთან". 2013 წელს ის კვლავ მიიწვიეს ბრენდის წამყვან მოდელად.

ნაომი კემპბელი

"შავი პანტერა" მთელს მსოფლიოშია ცნობილი არა მხოლოდ სამოდელო დამსახურების, არამედ ფიცხი ხასიათის წყალობით. ნაომი ხშირად ერთვება ჩხუბში და შემდეგ სასჯელს გამოსასწორებელი სამუშაოების სახით იხდის. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მისი სამოდელო კარიერაც - ის ნამდვილი ლეგენდაა. 90-იანებში სამოდელო ბიზნესში მას უფრო დიდი სირთულეები ხვდებოდა, ვიდრე სხვა მოდელებს - რასობრივი დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო.

კეიტ მოსი

90-იან წლებში კეიტ მოსის გამოჩენამ სამოდელო სამყარო თავდაყირა დააყენა - იმ დროის მაღალი სუპერმოდელების ფონზე, მოსი პატარა და ძალიან უბრალო გოგონა იყო, არა ისეთი "ქალღმერთი", როგორიც იყო ევანგელისტა, შიფერი ან სხვები. მისი არაპროპორციული ნაკვთები, მკაცრი გამოხედვა, საშუალო სიმაღლე და გამხდარი ფიგურა ანდროგინულობის და ჰეროინის გლამურის სიმბოლო გახდა მოდის ინდუსტრიაში.

ლინდა ევანგელისტა

ლინდას კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როდესაც პატარა ლინდა სილამაზის კონკურსებში იღებდა მონაწილეობას. 1988 წელს ის "მის ნიაგარა" გახდა, სადაც შენიშნა ცნობილმა ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა და მისი ცნობილი მოკლე ვარცხნილობა დაუყენა. მის აქტივში 600 ჟურნალის გარეკანია და დღემდე აგრძელებს ფოტოსესიებში მონაწილეობას.

სინდი კროუფორდი

"გოგონა ხალით ზედა ტუჩზე" - ასე ეძახდნენ სინდის სამოდელო კარიერის დასაწყისში. სწორედ ხალი იყო და დღემდე რჩება მის სავიზიტო ბარათად. თუმცა ოჯახში ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სინდი სილამაზით დაიპყრობდა მსოფლიოს, მას გამუდმებით უწოდებდნენ "მახინჯ იხვის ჭუკს".

16 წლის ასაკში გოგონა ადგილობრივი გაზეთის ფოტოგრაფმა შენიშნა, 17 წლის კი უკვე ვარსკვლავური სააგენტო "ელიტის" მოდელი იყო. კარიერის დასაწყისში სინდის ბეიბი ჯიას ეძახდნენ ჯია კარნაჯთან მსგავსების გამო.

კლაუდია შიფერი

ულამაზესი ქერა კლაუდია შიფერი თითქოს ბრიჯიტ ბარდოს ახლებური ვერსიაა, მიუხედავად იმისა, რომ კინოკარიერა სულაც ვერ ააწყო. მისი მონაწილეობით ეპიზოდური როლი მხოლოდ "რეალურ სიყვარულში" თუ იცის ხალხმა.

სამაგიეროდ, სამოდელო კარიერაში კლაუდიას ყველაფერი იდეალურად აქვს: ღამის კლუბში მან სამოდელო სააგენტო მეტროპოლიტენის დირექტორი გაიცნო, შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, ჟურნალ "ელის" ყდაზე გამოჩნდა, "შანელთან" მუშაობა დაიწყო და ამის მერე ყველაფერი უფრო ზღაპრულ სახეს იღებდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.