პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთად გატარებული ღამე წმინდად უნდა დასრულებულიყო..." - უცნობი ფაქტები წაწლობის და სწორფრობის ტრადიციაზე
"ერთად გატარებული ღამე წმინდად უნდა დასრულებულიყო..." - უცნობი ფაქტები წაწლობის და სწორფრობის ტრადიციაზე

სწორფრო­ბის იგი­ვე წაწლო­ბის ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ ბევ­რმა იცის, თუმ­ცა ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. ზოგი მას არას­წორ რი­ტუ­ალს უწო­დებს და მის გაქ­რო­ბა­საც სწო­რედ ამას უკავ­ში­რებს. ცხა­დია ის ფაქ­ტი, რომ ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში წაწლო­ბის და სწორფრო­ბის ტრა­დი­ცი­ამ სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო, ამას კი ის ადას­ტუ­რებს რომ რი­ტუ­ა­ლის დროს ქალ-ვა­ჟის ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ წმინ­და და სუფ­თა ელე­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. წაწლე­ბი იგი­ვე სწორფრე­ბი კი ღვთის­გან ხელ­დას­მუ­ლი წყვი­ლი იყო. იყო თუ არა მავ­ნე, რის­თვის იყო სა­ჭი­რო და რა­ტომ გაქ­რა ეს ტრა­დი­ცია, ფოლკ­ლო­რის­ტი ეთერ თა­თა­რა­ი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- წაწლო­ბის ტრა­დი­ცია ფშავ­ში, სწორფრო­ბის კი ხევ­სუ­რეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია იყო, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო. სწორ­ფე­ბი იყ­ვნენ ქალ-ვა­ჟის წყვი­ლი, რო­მე­ლიც ღა­მეს სა­უ­ბარ­ში ათე­ნებ­და. წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ქალ­სა და ვაჟს სას­თუ­მალ­ზე ხან­ჯა­ლი და ია­რა­ღი ჰყოფ­და, რაც მი­ა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ მათ შო­რის ზღვა­რი არ­სე­ბობ­და. ტრა­დი­ცი­ა­ზე ხევ­სუ­რეთ­ში ასე ამ­ბობ­დნენ: სწორფრო­ბა ღვთი­ურ ას, რაც ნიშ­ნავ­და იმას, რომ სწორფრო­ბა ღვთი­უ­რი ამ­ბა­ვი იყო და წყვი­ლი ღმრთის­გან ხელ­დას­მუ­ლად ით­ვლე­ბო­და. რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ ხა­ტის კარ­ზე ხდე­ბო­და, ამით თვლიდ­ნენ, რომ მათ პა­ტი­ვი ხატს მი­ა­გეს, ოღონდ ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღამე სწო­რად და წმინ­დად უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო... რაც შე­ე­ხე­ბა წაწლო­ბას, ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ეს ტრა­დი­ცია ფშავ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. წაწლო­ბამ სწორფრო­ბას­თან შე­და­რე­ბით დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სიწ­მინ­დე და ღვთი­უ­რო­ბა.

- ამ რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბას და ერ­თად გა­ტა­რე­ბულ ღა­მეს თუ არც ხატი და არც ღმერ­თი გმობ­და, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მათი და­ქორ­წი­ნე­ბა?

- და­ქორ­წი­ნე­ბა იმი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, ალ­ბათ, რომ რო­გორც ამ რი­ტუ­ა­ლის დროს იყ­ვნენ ქალი-ვაჟი თა­ნას­წორ­ნი, ოჯახ­ში ასე ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან ვი­ცით, რომ ოჯა­ხის უფ­რო­სი, მით უმე­ტეს მთა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მა­მა­კა­ცი იყო. შე­საძ­ლოა ვი­ვა­რა­უ­დოთ ისიც, რომ ეს იყო ქალ-ვა­ჟის სამ­ზა­დი­სი, მათ ამ­ზა­დებ­დნენ შემ­დგომ­ში ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად.

- ვინ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ სწორფრე­ბი და რო­გორ არ­ჩევ­დნენ მათ?

- ქალ-ვა­ჟის რი­ტუ­ალ­ში ჩაბ­მა მო­ზარ­დო­ბის ასა­კი­დან იწყე­ბო­და. ელჩი, რო­მელ­საც ასე რომ ვთქვათ, ხა­ნუ­მის ფუნ­ქცი­ე­ბი ჰქონ­და შე­თავ­სე­ბუ­ლი, სწორ­ფერს ანუ სა­ხე­ლი­ან ქალს და ვაჟს ერ­თმა­ნეთს ახ­ვედ­რებ­და. სწორფრე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ერ­თნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბის, ერ­თნა­ი­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე­ნი. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, წაწლე­ბის ანუ სწორფრე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მოხ­დე­ბა ისე, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბო­დათ და და­ო­ჯა­ხე­ბას გა­და­წყვეტ­დნენ, ისი­ნი თე­მი­დან მო­იკ­ვე­თე­ბოდ­ნენ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ის მხა­რე. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის მო­ვიყ­ვან ვაჟა-ფშა­ვე­ლას ძმის ბა­ჩა­ნას, ნიკო რა­ზი­კაშ­ვი­ლის მა­გა­ლითს, მას თა­ვი­სი წა­წა­ლი შე­ურ­თვია ცო­ლად და ამის შემ­დეგ ჩარ­გა­ლი და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, რად­გან იქ აღა­რა­ვინ გა­ა­ჩე­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ჩა­ნას შვი­ლი გარ­დაც­ვლია და მისი ცოლი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სწო­რედ მათი, ანუ წაწლე­ბის ქორ­წი­ნე­ბას უკავ­ში­რებს.

- რამ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბო­და სწორფრო­ბა და რამ­დე­ნი სწორ­ფე­რი უნდა ჰყო­ლო­დათ?

- ხან­გრძლი­ვო­ბა სწორფრებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ალ­ბათ სა­ნამ ქალი ან ვაჟი ოჯახს არ შექ­მნი­და და გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და გა­მი­გია, რომ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დე­გაც არ უშ­ლიდ­ნენ მე­უღ­ლე­ე­ბი სწორფრებ­თან ყოფ­ნას. რაც უფრო მეტი სწორ­ფე­რი ეყო­ლე­ბო­დათ, მით უფრო ამა­ყობ­დნენ და ღრმა მო­ხუ­ცე­ბის­გან გა­მი­გია, კა­ცე­ბის სუფ­რა­ზე რო­გორ ამა­ყობ­დნენ და რო­გორ მოჰ­ქონ­დათ თავი ბევ­რი სწორფრე­ბის ყო­ლით. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ კაცი სა­ხე­ლო­ვა­ნი იყო და მას ბევ­რი მთხოვ­ნე­ლი და მსურ­ვე­ლიც ეყო­ლე­ბო­და. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ პირ­და­პირ კონ­კუ­რენ­ცია იმარ­თე­ბო­და ვა­ჟებს და ქა­ლებს შო­რის, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეპ­რან­ჭე­ბოდ­ნენ და სხვა­დას­ხვა საქ­მის კე­თე­ბით მოჰ­ქონ­დათ თავი. თუ ფშავ­ში ახალ­გაზ­რდა ქალი ან ვაჟი არ წაწლობ­და, მას "მწე­რელ­თჩ­ვილს", ე.ი. ბე­ჩავ-უხე­ი­როს უწო­დებ­დნენ.

- რამ გა­მო­იწ­ვია ამ ტრა­დი­ცი­ის გაქ­რო­ბა?

- ამ ტრა­დი­ცი­ის გაქ­რო­ბა სწო­რედ სწორფრე­ბის ოჯა­ხე­ბის შექ­მნამ, სწორფრო­ბის დროს რი­ტუ­ა­ლის და სიწ­მინ­დის დარ­ღვე­ვამ გა­მო­იწ­ვია. რო­დე­საც გახ­შირ­და სწორფრებს შო­რის და­ო­ჯა­ხე­ბის ფაქ­ტე­ბი, ამის შემ­დეგ უკვე მთა­ში იწყე­ბა გან­გა­ში, რად­გან ასე რომ ვთქვათ, ეს ღმრთის­გან და ხა­ტის­გან ხელ­დას­მუ­ლი ტრა­დი­ცია თან­და­თან ბინ­ძურ­დე­ბო­და და სწო­რედ, ტრა­დი­ცი­ის გაქ­რო­ბის მი­ზე­ზიც ეს გახ­ლავთ.

მსგავ­სი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მთი­ა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, სვა­ნებ­საც ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა ეს ტრა­დი­ცია მა­ლე­ვე გამ­ქრა­ლა. ისი­ნი ამ ტრა­დი­ცი­ას "ლინ­თუ­რალს" უწო­დებ­დნენ, რაც ნაც­ნო­ბო­ბას ნიშ­ნავ­და. რი­ტუ­ა­ლი ახალ­გაზ­რდა კაც­სა და ქალს შო­რის ხდე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა კაცს უნ­დო­და და­ახ­ლო­ვე­ბო­და ახალ­გაზ­რდა­ვე ქა­ლიშ­ვილს, ან გა­თხო­ვილ ქალს, რო­მელ­თა­ნაც არა­ფე­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არა აქვს. ქა­ლის სახ­ლში ვაჟს და­პა­ტი­ჟებ­დნენ, და იქ შეს­რულ­დე­ბო­და შემ­დე­გი რი­ტუ­ა­ლი: კაცი ქა­ლის წინ იჩო­ქებ­და და ეკი­თხე­ბო­და, სურ­და თუ არა მისი სწორფრო­ბა. თუ ქალი თა­ნახ­მა იყო, ამის შემ­დეგ ქალ-ვაჟი დროს ერ­თად ატა­რებ­და...

ნინო ჩი­ქო­ვა­ნი

AMBEBI.GE

ლარისა
0

ჩემ ახალგაზრდობაში, 60-70 წლებში, თბილისში ყველა ბიჭი, ვისაც ვიცნობდი ჩემი ძმაკაცი იყო. სანამ არ შეხვდა ჩემი მომავალი ქმარი, რომელმაც გაცნობის დღესვე მითხრა, რომ მისი ცოლი გავხდებოდი და რომ გოგოებთან ის არ ძმაკაცობს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თბილისში გოგოებსა და ბიჭებს შორის ძმაკაცობა იყო და ამიტომ ჩემი თაობის ბევრი გოგო გასათხოვარი დარჩა.

"ერთად გატარებული ღამე წმინდად უნდა დასრულებულიყო..." - უცნობი ფაქტები წაწლობის და სწორფრობის ტრადიციაზე

"ერთად გატარებული ღამე წმინდად უნდა დასრულებულიყო..." - უცნობი ფაქტები წაწლობის და სწორფრობის ტრადიციაზე

სწორფრობის იგივე წაწლობის ტრადიციის შესახებ ბევრმა იცის, თუმცა ტრადიციის შესახებ არასწორ ინფორმაციას ფლობს. ზოგი მას არასწორ რიტუალს უწოდებს და მის გაქრობასაც სწორედ ამას უკავშირებს. ცხადია ის ფაქტი, რომ ფშავ-ხევსურეთში წაწლობის და სწორფრობის ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო, ამას კი ის ადასტურებს რომ რიტუალის დროს ქალ-ვაჟის ურთიერთობა მხოლოდ წმინდა და სუფთა ელემენტებისგან შედგებოდა. წაწლები იგივე სწორფრები კი ღვთისგან ხელდასმული წყვილი იყო. იყო თუ არა მავნე, რისთვის იყო საჭირო და რატომ გაქრა ეს ტრადიცია, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე გვესაუბრება:

- წაწლობის ტრადიცია ფშავში, სწორფრობის კი ხევსურეთში გავრცელებული ტრადიცია იყო, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. სწორფები იყვნენ ქალ-ვაჟის წყვილი, რომელიც ღამეს საუბარში ათენებდა. წყაროების მიხედვით, ქალსა და ვაჟს სასთუმალზე ხანჯალი და იარაღი ჰყოფდა, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ მათ შორის ზღვარი არსებობდა. ტრადიციაზე ხევსურეთში ასე ამბობდნენ: სწორფრობა ღვთიურ ას, რაც ნიშნავდა იმას, რომ სწორფრობა ღვთიური ამბავი იყო და წყვილი ღმრთისგან ხელდასმულად ითვლებოდა. რიტუალის შესრულება უშუალოდ ხატის კარზე ხდებოდა, ამით თვლიდნენ, რომ მათ პატივი ხატს მიაგეს, ოღონდ ერთად გატარებული ღამე სწორად და წმინდად უნდა დასრულებულიყო... რაც შეეხება წაწლობას, ამ სახელწოდებით ეს ტრადიცია ფშავში იყო გავრცელებული. წაწლობამ სწორფრობასთან შედარებით დიდხანს შეინარჩუნა სიწმინდე და ღვთიურობა.

- ამ რიტუალის ჩატარებას და ერთად გატარებულ ღამეს თუ არც ხატი და არც ღმერთი გმობდა, რატომ არ შეიძლებოდა მათი დაქორწინება?

- დაქორწინება იმიტომ არ შეიძლებოდა, ალბათ, რომ როგორც ამ რიტუალის დროს იყვნენ ქალი-ვაჟი თანასწორნი, ოჯახში ასე ვერ იქნებოდა, რადგან ვიცით, რომ ოჯახის უფროსი, მით უმეტეს მთაში, აუცილებლად მამაკაცი იყო. შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ ეს იყო ქალ-ვაჟის სამზადისი, მათ ამზადებდნენ შემდგომში ოჯახის შესაქმნელად.

- ვინ უნდა ყოფილიყვნენ სწორფრები და როგორ არჩევდნენ მათ?

- ქალ-ვაჟის რიტუალში ჩაბმა მოზარდობის ასაკიდან იწყებოდა. ელჩი, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, ხანუმის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული, სწორფერს ანუ სახელიან ქალს და ვაჟს ერთმანეთს ახვედრებდა. სწორფრები უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი ფიზიკური აღნაგობის, ერთნაირი თვისებების მქონენი. ამ ყველაფრის მიუხედავად, წაწლების ანუ სწორფრების დაოჯახება წარმოუდგენელი იყო. თუ მაინცდამაინც მოხდება ისე, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და დაოჯახებას გადაწყვეტდნენ, ისინი თემიდან მოიკვეთებოდნენ და აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ ის მხარე. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ვაჟა-ფშაველას ძმის ბაჩანას, ნიკო რაზიკაშვილის მაგალითს, მას თავისი წაწალი შეურთვია ცოლად და ამის შემდეგ ჩარგალი დაუტოვებიათ, რადგან იქ აღარავინ გააჩერებდა. მოგვიანებით ბაჩანას შვილი გარდაცვლია და მისი ცოლი შვილის გარდაცვალებას სწორედ მათი, ანუ წაწლების ქორწინებას უკავშირებს.

- რამდენი ხანი გრძელდებოდა სწორფრობა და რამდენი სწორფერი უნდა ჰყოლოდათ?

- ხანგრძლივობა სწორფრებზე იყო დამოკიდებული, ალბათ სანამ ქალი ან ვაჟი ოჯახს არ შექმნიდა და გაგიკვირდებათ და გამიგია, რომ ოჯახის შექმნის შემდეგაც არ უშლიდნენ მეუღლეები სწორფრებთან ყოფნას. რაც უფრო მეტი სწორფერი ეყოლებოდათ, მით უფრო ამაყობდნენ და ღრმა მოხუცებისგან გამიგია, კაცების სუფრაზე როგორ ამაყობდნენ და როგორ მოჰქონდათ თავი ბევრი სწორფრების ყოლით. ეს იმას ნიშნავდა, რომ კაცი სახელოვანი იყო და მას ბევრი მთხოვნელი და მსურველიც ეყოლებოდა. არსებობს ინფორმაცია, რომ პირდაპირ კონკურენცია იმართებოდა ვაჟებს და ქალებს შორის, ისინი ერთმანეთს ეპრანჭებოდნენ და სხვადასხვა საქმის კეთებით მოჰქონდათ თავი. თუ ფშავში ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი არ წაწლობდა, მას "მწერელთჩვილს", ე.ი. ბეჩავ-უხეიროს უწოდებდნენ.

- რამ გამოიწვია ამ ტრადიციის გაქრობა?

- ამ ტრადიციის გაქრობა სწორედ სწორფრების ოჯახების შექმნამ, სწორფრობის დროს რიტუალის და სიწმინდის დარღვევამ გამოიწვია. როდესაც გახშირდა სწორფრებს შორის დაოჯახების ფაქტები, ამის შემდეგ უკვე მთაში იწყება განგაში, რადგან ასე რომ ვთქვათ, ეს ღმრთისგან და ხატისგან ხელდასმული ტრადიცია თანდათან ბინძურდებოდა და სწორედ, ტრადიციის გაქრობის მიზეზიც ეს გახლავთ.

მსგავსი წეს-ჩვეულება საქართველოს სხვა მთიანეთში, კერძოდ, სვანებსაც ჰქონიათ, თუმცა ეს ტრადიცია მალევე გამქრალა. ისინი ამ ტრადიციას "ლინთურალს" უწოდებდნენ, რაც ნაცნობობას ნიშნავდა. რიტუალი ახალგაზრდა კაცსა და ქალს შორის ხდებოდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ახალგაზრდა კაცს უნდოდა დაახლოვებოდა ახალგაზრდავე ქალიშვილს, ან გათხოვილ ქალს, რომელთანაც არაფერი ნათესაური კავშირი არა აქვს. ქალის სახლში ვაჟს დაპატიჟებდნენ, და იქ შესრულდებოდა შემდეგი რიტუალი: კაცი ქალის წინ იჩოქებდა და ეკითხებოდა, სურდა თუ არა მისი სწორფრობა. თუ ქალი თანახმა იყო, ამის შემდეგ ქალ-ვაჟი დროს ერთად ატარებდა...

ნინო ჩიქოვანი

AMBEBI.GE