პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა..." - ანტიკური ხანის ნაქალაქარი კახეთში, რომელიც ისტორიას ახალ ინფორმაციას შესძენს
"ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა..." - ანტიკური ხანის ნაქალაქარი კახეთში, რომელიც ისტორიას ახალ ინფორმაციას შესძენს

კა­ხეთ­ში აქამ­დე უც­ნო­ბი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სენ­სა­ცი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივ­რის ნა­პირ­ზე, კო­წა­ხუ­რას ქე­დის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით სა­ვა­რა­უ­დოდ, ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ნა­ქა­ლა­ქა­რია აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

ობი­ექ­ტი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია 2,5 ჰექ­ტარ­ზე, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მისი ფარ­თო­ბი შე­იც­ვა­ლოს.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი ნიკა ან­თი­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე უამ­ბობს:

- ჩვენ ასე­თი აღ­მო­ჩე­ნე­ბით არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი და ეს რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თის. ცალ­კე­უ­ლად აღე­ბუ­ლი არც ყორ­ღა­ნი და არც ნა­ქა­ლა­ქა­რი არ არის გა­საკ­ვი­რი, მაგ­რამ ამ აღ­მო­ჩე­ნამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბა გვა­ნა­ხა. ეს არის ნა­ქა­ლა­ქა­რი­სა და ყორ­ღა­ნის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლი­თი. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ მსგავ­სი სი­დი­დის ყორ­ღა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ აღ­მო­უჩ­ნი­ათ. ეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი აღ­მო­ჩე­ნაა. ჩვენ ვი­წყებთ წამ­ყვა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას, რათა და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ისი­ნი და ერ­თობ­ლი­ვად დიდი პრო­ექ­ტი წა­მო­ვი­წყოთ. ვფიქ­რობ, რომ ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია კი­დევ ერთი ფურ­ცლით გამ­დიდ­რდე­ბა. პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, ვფიქ­რობ, რომ გარ­კვე­ულ რი­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან გვაქვს საქ­მე.

ქეთი დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ ორ არ­ქე­ო­ლოგს შო­რის, რომ­ლებ­მაც ობი­ექ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მისი თქმით, პირ­ვე­ლა­დი ვა­რა­უ­დით, ნა­ქა­ლა­ქარს ხან­ძრის ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის კვა­ლი ეტყო­ბა:

"ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ნა­ქა­ლა­ქა­რი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე გი­ორ­გი ლა­ღი­აშ­ვილ­თან ერ­თად. წლის და­სა­წყის­ში მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი გა­ვე­დით ში­რა­ქი­სა და ელ­და­რის ვე­ლებ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნი­სას რუ­კა­ზე შევ­ნიშ­ნეთ უც­ნო­ბი ნა­ქა­ლა­ქა­რი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოდ მოგ­ვეჩ­ვე­ნა. ად­გილ­ზე ჩას­ვლის შემ­დეგ გაგ­ვი­ჭირ­და ზუს­ტად გვეთ­ქვა იყო თუ არა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტი, რად­გან იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა არ გვქონ­და. 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში ისევ დავ­ბრუნ­დით და გა­რე­მომ მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა დრო­ნით გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ზე უკეთ აღ­ბეჭ­დი­ლი­ყო რას­თა­ნაც გვქონ­და საქ­მე. იქვე აღ­მოჩ­ნდა ნა­შა­ლი ფენა, არ­ტე­ფაქ­ტე­ბის კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეს იყო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტი.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რა სა­ხის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნაა და რო­მელ პე­რი­ოდს ეკუთ­ვნის?

- ამ ეტაპ­ზე იმის გან­სა­ზღვრა, რა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნაა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. თუმ­ცა ვფიქ­რობთ, რომ უნდა იყოს ან ნა­ქა­ლა­ქა­რი, ან სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სი. სა­უ­კუ­ნის და­კონ­კრე­ტე­ბა ზუს­ტად შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ეს არის ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის ნა­მო­სახ­ლა­რი. ზედა ზღვა­რი კი არ მგო­ნია მე-5 სა­უ­კუ­ნეს გას­ცდეს. ვერ ვი­ტყვით, რომ ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის, მაგ­რამ ძვ.წ. პირ­ვე­ლი ათას­წლე­უ­ლი­დან ახ.წ. პირ­ვე­ლი ათას­წლე­უ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარს ეკუთ­ვნის. იერ­სა­ხით, მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლი­თა და ნა­გე­ბო­ბის ტი­პით, ის ალი­ზი­თაა ნა­შე­ნი. რით გა­ნად­გურ­და ამ ეტაპ­ზე ჯერ უც­ნო­ბი რჩე­ბა, თუმ­ცა ხან­ძრის ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის კვა­ლი ეტყო­ბა.

- რამ­დე­ნად უნი­კა­ლუ­რია აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყორ­ღა­ნი?

- რაც შე­ე­ხე­ბა იქვე მდე­ბა­რე ყორ­ღანს, ის ძა­ლი­ან დი­დია და ყვე­ლა სხვა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყორ­ღა­ნის­გან მას­შტა­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მეც­ნი­ე­რებ­სა და არ­ქე­ო­ლო­გებს ეს ყორ­ღა­ნი ჩვე­ნამ­დეც ჰქონ­დათ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ნამ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს არ და­ვი­წყებთ, მისი რა­ო­ბის ზუს­ტი გან­სა­ზღვრა ჩვენც გვი­ჭირს. მინ­და და­ვა­ზუს­ტო, რომ ყორ­ღა­ნის შემ­ჩნე­ვა სხვებს აქამ­დეც შე­ეძ­ლო, მაგ­რამ მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ნა­ქა­ლა­ქა­რის ფიქ­სა­ცია მოხ­და 2016 წელს, მა­შინ როცა მე და არ­ქე­ო­ლო­გი გი­ორ­გი ლა­ღი­აშ­ვი­ლი მო­ნი­ტო­რინგს ვა­კე­თებ­დით. მეც­ნი­ე­რებ­ში ამ აღ­მო­ჩე­ნამ დიდი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია, რად­გან კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი არის შე­უს­წავ­ლე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად არც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ ეს რე­გი­ო­ნი გა­მო­საკ­ვლე­ვად ძა­ლი­ან რთუ­ლია. ეს ად­გი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თის ად­გილ­ზეა, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­მე­ფოც იყო, ამი­ტომ აქ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბი ჩვენს ის­ტო­რი­ას და არ­ქე­ო­ლო­გი­ას ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას შეს­ძენს.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

"ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა..." - ანტიკური ხანის ნაქალაქარი კახეთში, რომელიც ისტორიას ახალ ინფორმაციას შესძენს

"ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა..." - ანტიკური ხანის ნაქალაქარი კახეთში, რომელიც ისტორიას ახალ ინფორმაციას შესძენს

კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს. სენსაციური აღმოჩენის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. მათი ინფორმაციით, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარია აღმოჩენილი.

ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ, არქეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მისი ფართობი შეიცვალოს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე AMBEBI.GE-ს მკითხველს ახალი აღმოჩენის მნიშვნელობაზე უამბობს:

- ჩვენ ასეთი აღმოჩენებით არ ვართ განებივრებულები და ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული განვითარებისთის. ცალკეულად აღებული არც ყორღანი და არც ნაქალაქარი არ არის გასაკვირი, მაგრამ ამ აღმოჩენამ ახალი რეალობა გვანახა. ეს არის ნაქალაქარისა და ყორღანის თანაცხოვრების მაგალითი. საყურადღებოა, რომ მსგავსი სიდიდის ყორღანი საქართველოში აქამდე არ აღმოუჩნიათ. ეს სპეციალისტებისთვის ძალიან იშვიათი აღმოჩენაა. ჩვენ ვიწყებთ წამყვანი არქეოლოგიური ორგანიზაციების მოზიდვას, რათა დავაინტერესოთ ისინი და ერთობლივად დიდი პროექტი წამოვიწყოთ. ვფიქრობ, რომ ბოლომდე შესწავლის შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი. ჩვენი ქვეყნის ისტორია კიდევ ერთი ფურცლით გამდიდრდება. პირველადი შეფასებით, ვფიქრობ, რომ გარკვეულ რიტუალურ საკითხებთან გვაქვს საქმე.

ქეთი დიღმელაშვილი ერთ-ერთია იმ ორ არქეოლოგს შორის, რომლებმაც ობიექტი აღმოაჩინეს. მისი თქმით, პირველადი ვარაუდით, ნაქალაქარს ხანძრის ძლიერი ზემოქმედების კვალი ეტყობა:

"ანტიკური ხანის ნაქალაქარი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე გიორგი ლაღიაშვილთან ერთად. წლის დასაწყისში მონიტორინგის ჯგუფი გავედით შირაქისა და ელდარის ველებზე არქეოლოგიური ძეგლების სანახავად. არქეოლოგიური ძეგლების მდებარეობის დადგენისას რუკაზე შევნიშნეთ უცნობი ნაქალაქარი, რომელიც საინტერესოდ მოგვეჩვენა. ადგილზე ჩასვლის შემდეგ გაგვიჭირდა ზუსტად გვეთქვა იყო თუ არა არქეოლოგიური ობიექტი, რადგან იმ ტერიტორიიდან შესაბამისი მასალა არ გვქონდა. 2016 წლის დეკემბერში ისევ დავბრუნდით და გარემომ მოგვცა საშუალება დრონით გადაღებულ კადრებზე უკეთ აღბეჭდილიყო რასთანაც გვქონდა საქმე. იქვე აღმოჩნდა ნაშალი ფენა, არტეფაქტების კვლევამ დაადასტურა, რომ ეს იყო არქეოლოგიური ობიექტი.

- შეიძლება ითქვას, რა სახის არქეოლოგიური აღმოჩენაა და რომელ პერიოდს ეკუთვნის?

- ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა, რა არქეოლოგიური აღმოჩენაა, რთული სათქმელია. თუმცა ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ან ნაქალაქარი, ან სატაძრო კომპლექსი. საუკუნის დაკონკრეტება ზუსტად შეუძლებელია, თუმცა ეს არის ანტიკური პერიოდის ნამოსახლარი. ზედა ზღვარი კი არ მგონია მე-5 საუკუნეს გასცდეს. ვერ ვიტყვით, რომ ის შეიძლება იყოს ბრინჯაოს ხანის, მაგრამ ძვ.წ. პირველი ათასწლეულიდან ახ.წ. პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარს ეკუთვნის. იერსახით, მოძიებული მასალითა და ნაგებობის ტიპით, ის ალიზითაა ნაშენი. რით განადგურდა ამ ეტაპზე ჯერ უცნობი რჩება, თუმცა ხანძრის ძლიერი ზემოქმედების კვალი ეტყობა.

- რამდენად უნიკალურია აღმოჩენილი ყორღანი?

- რაც შეეხება იქვე მდებარე ყორღანს, ის ძალიან დიდია და ყველა სხვა აღმოჩენილი ყორღანისგან მასშტაბებით გამოირჩევა. მეცნიერებსა და არქეოლოგებს ეს ყორღანი ჩვენამდეც ჰქონდათ დაფიქსირებული, თუმცა სანამ არქეოლოგიურ სამუშაოებს არ დავიწყებთ, მისი რაობის ზუსტი განსაზღვრა ჩვენც გვიჭირს. მინდა დავაზუსტო, რომ ყორღანის შემჩნევა სხვებს აქამდეც შეეძლო, მაგრამ მახლობლად მდებარე ნაქალაქარის ფიქსაცია მოხდა 2016 წელს, მაშინ როცა მე და არქეოლოგი გიორგი ლაღიაშვილი მონიტორინგს ვაკეთებდით. მეცნიერებში ამ აღმოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან კახეთის რეგიონი არის შეუსწავლელი, შესაბამისად არც ისტორიული წყაროები არ არსებობს, ამიტომ ეს რეგიონი გამოსაკვლევად ძალიან რთულია. ეს ადგილი ისტორიული ჰერეთის ადგილზეა, სადაც გარკვეული პერიოდი სამეფოც იყო, ამიტომ აქ აღმოჩენილი ახალი ობიექტები ჩვენს ისტორიას და არქეოლოგიას ახალ ინფორმაციას შესძენს.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 647-მდე გა­ი­ზარ­და

რისთვის ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტ ჩოხა-ახალუხს - უწყება განცხადებას ავრცელებს