პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო სასულიერო პირი, რომელიც ხაშურთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
ვინ იყო სასულიერო პირი, რომელიც ხაშურთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

12 იან­ვარს, სა­ღა­მოს ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი და "ნივა" შე­ე­ჯახ­ნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან მამა ვახ­ტან­გი (აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი), ირმა აბ­რა­მიშ­ვი­ლი და მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ანი აბ­რა­მიშ­ვი­ლი. აბ­რა­მიშ­ვი­ლე­ბის კი­დევ ორი ნა­თე­სა­ვი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­თავ­სე­ბულ­ნი. სა­მი­ვე და­ღუ­პუ­ლი ჭი­ა­თუ­რის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ.

მამა ვახ­ტან­გი ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი იყო და სო­ფელ ითხვი­სის ტა­ძარს წი­ნამ­ძღო­ლობ­და. ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე მისი მრევ­ლის წევ­რე­ბი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო:

"მამა ვახ­ტან­გი იყო კარ­გი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, კარ­გი ოჯა­ხის მე­თა­უ­რი და რაც მთა­ვა­რია, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, თა­ბო­რის მთის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში, რო­დე­საც სა­მო­ნაზვნედ კაბა ჩა­მაც­ვეს, მამა ვახ­ტან­გი იყო თა­ნამ­წირ­ვე­ლი მამა ბარ­თლო­მეს­თან ერ­თად და მან­ვე იქა­და­გა ისე, რომ ყვე­ლას გა­უთ­ბო სული და გული... თა­ვის სამ­რევ­ლო სოფ­ლებ­ში მამა ვახ­ტან­გი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­დათ ადა­მი­ა­ნებს.

დიახ, ამ მე­ტად მძი­მე თუ რთულ ეპო­ქა­ში მამა ვახ­ტან­გის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­თუ­მე­ტეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ცო­ტა­ნი თუ არი­ან და უაღ­რე­სად სამ­წუ­ხა­როა და სა­დარ­დე­ბე­ლია ასე­თი ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე და ჭეშ­მა­რი­ტად ღირ­სე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, თან ასე ცუ­დუბ­რა­ლოდ, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში.

ღმერ­თმა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი მამა ვახ­ტან­გის სულს, და­ა­წე­სოს მარ­თალ­თა სა­ვა­ნე­ში და მის მე­უღ­ლეს, შვი­ლებს (რომ­ლე­ბიც თა­ბორ­ზე გა­ვი­ცა­ნი და ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან) და ყვე­ლა ჭი­რი­სუ­ფალს მი­მად­ლოს ჭირ­თათ­მე­ნის ნიჭი, წყა­ლო­ბა და მშვი­დო­ბა, ამინ!" - წერს მა­მუ­კა ცუ­ხიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ვინ იყო სასულიერო პირი, რომელიც ხაშურთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო სასულიერო პირი, რომელიც ხაშურთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ნივა" შეეჯახნენ.

როგორც ირკვევა, დაღუპულები არიან მამა ვახტანგი (აბდუშელიშვილი), ირმა აბრამიშვილი და მცირეწლოვანი გოგონა ანი აბრამიშვილი. აბრამიშვილების კიდევ ორი ნათესავი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. სამივე დაღუპული ჭიათურის მაცხოვრებლები იყვნენ.

მამა ვახტანგი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახური იყო და სოფელ ითხვისის ტაძარს წინამძღოლობდა. ფეისბუქის გვერდზე მისი მრევლის წევრები მწუხარებას გამოთქვამენ სასულიერო პირის გარდაცვალების გამო:

"მამა ვახტანგი იყო კარგი სასულიერო პირი, კარგი ოჯახის მეთაური და რაც მთავარია, საუკეთესო ადამიანი, თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში, როდესაც სამონაზვნედ კაბა ჩამაცვეს, მამა ვახტანგი იყო თანამწირველი მამა ბართლომესთან ერთად და მანვე იქადაგა ისე, რომ ყველას გაუთბო სული და გული... თავის სამრევლო სოფლებში მამა ვახტანგი გამორჩეულად უყვარდათ ადამიანებს.

დიახ, ამ მეტად მძიმე თუ რთულ ეპოქაში მამა ვახტანგის მსგავსი ადამიანები, მითუმეტეს სასულიერო პირები ცოტანი თუ არიან და უაღრესად სამწუხაროა და სადარდებელია ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე და ჭეშმარიტად ღირსეული სასულიერო პირის გარდაცვალება, თან ასე ცუდუბრალოდ, ავტოავარიაში.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მამა ვახტანგის სულს, დააწესოს მართალთა სავანეში და მის მეუღლეს, შვილებს (რომლებიც თაბორზე გავიცანი და ძალიან კარგები არიან) და ყველა ჭირისუფალს მიმადლოს ჭირთათმენის ნიჭი, წყალობა და მშვიდობა, ამინ!" - წერს მამუკა ცუხიშვილი სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით დაუდგენელია ავარიის გამომწვევი მიზეზი. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი