საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ფოსტას" თანამშრომლები უფლებების დარღვევის გამო უჩივიან
"საქართველოს ფოსტას" თანამშრომლები უფლებების დარღვევის გამო უჩივიან

"სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის გამო ჩი­ვი­ან. "სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოს­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან მათ­თან 60 სარ­ჩე­ლია შე­სუ­ლი და ყვე­ლა შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას ეხე­ბა.

"პროფ­კავ­ში­რე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, სუ­ლი­კო მა­ში­ას გან­მარ­ტე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, სამ­სა­ხუ­რი­დან არა­კა­ნო­ნი­ერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გამო ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის და­კის­რე­ბას, ტექ-უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა­სა და დარ­ღვე­ულ სა­მუ­შაო გრა­ფიკს უკავ­შირ­დე­ბა:

"ეს სარ­ჩე­ლე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტი­დან" 2013 წლი­დან დღემ­დე შე­მო­დის. უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში მო­ვი­გეთ და კომ­პა­ნი­ას ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა უკვე და­კის­რე­ბუ­ლი აქვს და ამ­დე­ნი­ვე თან­ხა, ალ­ბათ, შემ­დეგ სარ­ჩე­ლე­ბის გან­ხილ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ და­ე­კის­რე­ბა,"- აღ­ნიშ­ნავს ის.

ცოტა ხნის წინ "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ფაქტს რო­გორც "პროფ­კავ­ში­რე­ბი," ისე "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტაც" ადას­ტუ­რებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მძღოლს არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის გამო შე­ემ­თხვა, რა­საც "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან ჩიკ­ვა­ი­ძე უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს:

"რა­ტომ მოხ­და ეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, ამა­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ, რად­გან ეს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა შე­ემ­თხვას და მი­ზე­ზებს ძი­ე­ბა და­ად­გენს. მე არ ვარ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ამა­ზე რომ ვი­სა­უბ­რო. ყო­ველ­დღი­უ­რად მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" 700 ერ­თე­უ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლებს რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა, ისე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის და­ზღვე­ვა აქვთ," - აღ­ნიშ­ნავს ის.

"პროფ­კავ­ში­რე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სუ­ლი­კო მა­შია "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტას" მძღო­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მისი თქმით, მძღო­ლე­ბი ღიად სა­უ­ბარს ამ თე­მა­ზე ერი­დე­ბი­ან, რათა ეს სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის მი­ზე­ზი არ გახ­დეს, თუმ­ცა, სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია "პროფ­კავ­ში­რებ­თან" მუდ­მი­ვად აქვთ და აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნია მათ და­მა­ტე­ბი­თი დრო­ით მუ­შა­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას უქ­მნის, შე­სა­ბა­მი­სად, დას­ვე­ნე­ბის დრო ფაქ­ტობ­რი­ვად არ რჩე­ბათ, რაც მათ გა­დაღ­ლა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს იწ­ვევს:

"სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტი­დან" ჩვენ­თან მძღო­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, რო­მელ­თაც არას­წო­რი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვთ, რა­ი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი უწევთ და და­წე­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ერ­ღვე­ვათ. ამ ფაქ­ტებს კომ­პა­ნი­ის მხრი­დან არა­ვი­თა­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა­ში" 2013 წლი­დან არის და აღ­ნიშ­ნულ სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას თავს არი­დე­ბენ. პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებ­ზე, წე­რი­ლებ­ზე პა­სუხს არ სცე­მენ. ამის გამო იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნო­ებ­სა და სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თოთ," - გან­მარ­ტავს ის.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ფაქ­ტებს უარ­ყოფს და გან­მარ­ტავს, რომ კომ­პა­ნი­ა­ში გა­წე­რილ 8-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე მეტ დროს სამ­სა­ხურს არა­ვინ უთ­მობს, თუმ­ცა თუ მძღო­ლებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის, მა­გა­ლი­თად, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო და­მა­ტე­ბი­თი დრო­ით უწევთ მუ­შა­ო­ბა, - "შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­წე­რა ხდე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ის.

"პროფ­კავ­ში­რე­ბი" ასე­ვე აცხა­დებს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა" სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბის მხრივ, არა­მარ­ტო მძღო­ლე­ბის, არა­მედ ქოლ-ცენ­ტრის ოპე­რა­ტო­რე­ბის უფ­ლე­ბებ­საც არ­ღვევს, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს ცრუ ბრალ­დე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, არ­სე­ბობს თუ არა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მომ­ხდა­რი სხვა ინ­ცი­დენ­ტე­ბი, "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან ჩიკ­ვა­ი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გარ­და, არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"საქართველოს ფოსტას" თანამშრომლები უფლებების დარღვევის გამო უჩივიან

"საქართველოს ფოსტას" თანამშრომლები უფლებების დარღვევის გამო უჩივიან

"საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები შრომის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების გამო ჩივიან. "საქართველოს პროფესიული კავშირების" ინფორმაციით, ფოსტის თანამშრომლებისგან მათთან 60 სარჩელია შესული და ყველა შრომის უფლებების დარღვევას ეხება.

"პროფკავშირების" წარმომადგენლის, სულიკო მაშიას განმარტებით, "საქართველოს ფოსტის" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები ძირითადად, სამსახურიდან არაკანონიერ გათავისუფლებას, თანამშრომლებისთვის გარკვეული დარღვევების გამო ფულადი ჯარიმების დაკისრებას, ტექ-უსაფრთხოების პირობების დაუცველობასა და დარღვეულ სამუშაო გრაფიკს უკავშირდება:

"ეს სარჩელები "საქართველოს ფოსტიდან" 2013 წლიდან დღემდე შემოდის. უმეტესი ნაწილი სასამართლოში მოვიგეთ და კომპანიას ფულადი ჯარიმა უკვე დაკისრებული აქვს და ამდენივე თანხა, ალბათ, შემდეგ სარჩელების განხილვის შემთხვევაში კიდევ დაეკისრება,"- აღნიშნავს ის.

ცოტა ხნის წინ "საქართველოს ფოსტის" თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტს როგორც "პროფკავშირები," ისე "საქართველოს ფოსტაც" ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლს არანორმირებული სამუშაო გრაფიკისგან გამოწვეული დაღლილობის გამო შეემთხვა, რასაც "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე უარყოფს და აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს:

"რატომ მოხდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს დღის განმავლობაში ნებისმიერს შეიძლება შეემთხვას და მიზეზებს ძიება დაადგენს. მე არ ვარ კომპეტენტური ამაზე რომ ვისაუბრო. ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ფოსტის" 700 ერთეული ავტოტრანსპორტი გადაადგილდება და თანამშრომლებს როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა აქვთ," - აღნიშნავს ის.

"პროფკავშირების" წარმომადგენელი, სულიკო მაშია "საქართველოს ფოსტას" მძღოლების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მძღოლები ღიად საუბარს ამ თემაზე ერიდებიან, რათა ეს სამსახურის დაკარგვის მიზეზი არ გახდეს, თუმცა, სატელეფონო კომუნიკაცია "პროფკავშირებთან" მუდმივად აქვთ და აცხადებენ, რომ კომპანია მათ დამატებითი დროით მუშაობის ვალდებულებას უქმნის, შესაბამისად, დასვენების დრო ფაქტობრივად არ რჩებათ, რაც მათ გადაღლასა და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს:

"საქართველოს ფოსტიდან" ჩვენთან მძღოლები მოვიდნენ, რომელთაც არასწორი სამუშაო გრაფიკი აქვთ, რაიონებში სიარული უწევთ და დაწესებული სამუშაო გრაფიკი ერღვევათ. ამ ფაქტებს კომპანიის მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ამჟამინდელი ხელმძღვანელობა "საქართველოს ფოსტაში" 2013 წლიდან არის და აღნიშნულ სოციალურ რეალობას თავს არიდებენ. პროფესიული კავშირების კანონიერ მოთხოვნებზე, წერილებზე პასუხს არ სცემენ. ამის გამო იძულებულები ვართ, სახელისუფლებო ორგანოებსა და სასამართლოს მივმართოთ," - განმარტავს ის.

"საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ფაქტებს უარყოფს და განმარტავს, რომ კომპანიაში გაწერილ 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე მეტ დროს სამსახურს არავინ უთმობს, თუმცა თუ მძღოლებს სხვადასხვა მიზეზების, მაგალითად, კლიმატური პირობების გამო დამატებითი დროით უწევთ მუშაობა, - "შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურების გაწერა ხდება," - აღნიშნავს ის.

"პროფკავშირები" ასევე აცხადებს, რომ "საქართველოს ფოსტა" სამუშაო დროის ხანგრძლივობის მხრივ, არამარტო მძღოლების, არამედ ქოლ-ცენტრის ოპერატორების უფლებებსაც არღვევს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ცრუ ბრალდებაა.

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი სხვა ინციდენტები, "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე განმარტავს, რომ ზემოთაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის გარდა, არცერთი ფაქტი არ მომხდარა.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი