პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკუნის ტოლი ქალი, ფერეიდანში მოსმენილი კახური გინება და გურჯი ქართველის "ფერიანი" სიზმრები
საუკუნის ტოლი ქალი, ფერეიდანში მოსმენილი კახური გინება და გურჯი ქართველის "ფერიანი" სიზმრები

"ჩვენს ცხოვ­რე­ბას არა­ნა­ი­რი აზრი არა აქვს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე. ერ­თმა გა­მო­ჩე­ნილ­მა ქარ­თველ­მა თა­ვის დრო­ზე თქვა: ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი მა­შინ, როცა სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­ზე მწო­ლი­ა­რე უკან მო­ი­ხე­დავ და მხო­ლოდ კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი დაგ­ხვდე­ბაო."

ამ სი­ტყვე­ბით და­ი­წყო გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ ჩემ­თან დი­ა­ლო­გი. მის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, ხოლო ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - უმ­თავ­რე­სი. მოკ­ლედ, წინ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი გე­ლით.

რუბ­რი­კის სტუ­მა­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია გახ­ლავთ, თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი:

- უპირ­ვე­ლე­სად ვი­ტყვი იმას, რომ არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი და და მშობ­ლე­ბი - ღმერ­თმა დიდ­ხანს მი­ცო­ცხლოს ისი­ნი! არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი - ირაკ­ლი და ნინო. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პე­და­გო­გი - მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­და. მა­შინ I კურ­სზე ვი­ყა­ვი. მახ­სოვს მისი გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბა, თხრო­ბის მა­ნე­რა და ჩემ­თვის მო­ცე­მუ­ლი პირ­ვე­ლი შე­ნიშ­ვნაც კი...

- გაგ­ვიმ­ხელთ?

- სა­ღეჭ რე­ზინს ვღე­ჭავ­დი. თა­ვის­თან მიხ­მო და მი­თხრა, - იცო­დე, ეს ჩემს ლექ­ცი­ა­ზე აღარ მოხ­დე­სო. სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი მა­შინ­ვე გა­დავყლა­პე... დღეს ის­ტო­რი­კო­სი რომ ვარ, ეს მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ადა­მი­ა­ნი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. 80 წელი შე­უს­რულ­და და მინ­და, კი­დევ დიდ­ხანს იცო­ცხლოს. "რაც ერთხელ ცხოვ­ლად სულს და­აჩ­ნდე­ბის, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ გარ­და­ე­ცე­მის," - აი, ზუს­ტად ასე და­აჩ­ნდა ჩემს სულს მისი ლექ­ცი­ე­ბი.

სა­უ­კუ­ნის ტოლი ფა­დი­მე ხა­ნუ­მი

- თურ­ქეთ­ში, როცა ჩემი პირ­ვე­ლი "სა­ტე­ლე­ვი­ზიო გას­ვლა" მოხ­და, ლაზი და ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში ავე­დით. ერთ და­სახ­ლე­ბა­ზე მი­თხრეს: იქ 100 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ცხოვ­რობს, ლა­ზუ­რიც და ქარ­თუ­ლიც კარ­გად იცი­სო. და­ვინ­ტე­რეს­დი. დიდი თოვ­ლი იყო, ფე­ხით ვი­ა­რეთ; რო­გორც იქნა, მის სახ­ლამ­დე მი­ვაღ­წი­ეთ და მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი აღ­მოვ­ჩნდით. გა­უ­ხარ­და. ისიც კი მახ­სოვს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: მწვა­ნე ფე­რის თავ­სა­ბუ­რა­ვი ეხუ­რა, რო­მელ­საც კუნ­წუ­ლე­ბი (იქ ასე ეძა­ხი­ან) ეკი­და, თეთ­რი მო­ჩი­თუ­ლი კაბა ეცვა და ლო­ბი­ოს მი­ირ­თმევ­და. მისი და­ნახ­ვი­სას, ჩემი ბე­ბი­ე­ბი გა­მახ­სენ­და. ისე მოგ­ვე­სალ­მა, რო­გორც ჩემ­თან სა­მეგ­რე­ლო­ში გა­მი­გო­ნია.

- რო­გორ?

- მუჭო რექ (რო­გორ ხარ)? ასე შე­იძ­ლე­ბა, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს მი­მარ­თო. ამ მი­სალ­მე­ბის გა­გო­ნე­ბის შემ­დეგ მშობ­ლი­უ­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა. 100 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ო­ცარ ამ­ბებს ჰყვე­ბო­და.

- მარ­ტო ცხოვ­რობ­და?

- შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან და შვილ­თან ერ­თად, მაგ­რამ გარ­შე­მო ვინ იყო, აღარც მახ­სოვს, არც მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა, ერ­თა­დერ­თი - მინ­დო­და, ამ ფა­დი­მე ხა­ნუ­მის­თვის მეს­მი­ნა.

- სა­ო­ცარ ამ­ბებს ჰყვე­ბო­დაო, - თქვით; რა გი­ამ­ბოთ?

- ასე­თი რამ მი­თხრა: ჩვენ ერთი სის­ხლი­სა­ნი ვართ. ქარ­თლე­ლი, ლაზი და მეგ­რე­ლი ძმე­ბი არი­ან; ეს არ და­გა­ვი­წყდეთ, ისიც იცო­დეთ, რომ თქვენ გე­ლო­დე­ბით და თქვენც დაგ­ვე­ლო­დე­თო. მის სი­ტყვებ­ზე ილი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი - სამ­სონ ფირ­ცხა­ლა­ვა გა­მახ­სენ­და, რო­მელ­საც ნათ­ქვა­მი აქვს: "ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის მზე მა­შინ ამობრწყინ­დე­ბა, როცა მუს­ლი­მან ქარ­თველ­სა და ქრის­ტი­ან ქარ­თველს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ რწმე­ნა იქ­ნე­ბა და სხვა არა­ფე­რი". ამ სა­უ­კუ­ნის ტოლ ქალ­ბა­ტონ­თან შეხ­ვედ­რა ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად მზის ამობრწყი­ნე­ბა­სა­ვით იყო. მის­მა გაც­ნო­ბამ სტი­მუ­ლი მომ­ცა, რომ მომ­დევ­ნო ფილ­მე­ბი გა­და­მე­ღო. ამ შეხ­ვედ­რას ის 32 ფილ­მი მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც "ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის" ციკ­ლით გა­ვი­და. ეს ფა­დი­მე ხა­ნუ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც უყ­ვართ კი ისე მის შვი­ლიშ­ვი­ლებს, რო­გორც ახლა - მე?.. სამ­წუ­ხა­როდ, ფილ­მის გას­ვლი­დან 1 წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად ფო­ტოც გა­და­ვი­ღე - ნახე, რა ლა­მა­ზი ქა­ლია და მე მის გვერ­დით რა ბედ­ნი­ე­რი ვარ!..

ფე­რე­იდ­ნე­ლი (კა­ხე­ლი) გლე­ხი:

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საუკუნის ტოლი ქალი, ფერეიდანში მოსმენილი კახური გინება და გურჯი ქართველის "ფერიანი" სიზმრები

საუკუნის ტოლი ქალი, ფერეიდანში მოსმენილი კახური გინება და გურჯი ქართველის "ფერიანი" სიზმრები

"ჩვენს ცხოვრებას არანაირი აზრი არა აქვს ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. ერთმა გამოჩენილმა ქართველმა თავის დროზე თქვა: ბედნიერი იქნები მაშინ, როცა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე უკან მოიხედავ და მხოლოდ კარგი მოგონებები დაგხვდებაო."

ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი კალანდიამ ჩემთან დიალოგი. მისთვის ადამიანები კარგი მოგონებების შემადგენელი ნაწილია, ხოლო ადამიანური ურთიერთობები - უმთავრესი. მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გელით.

რუბრიკის სტუმარი გიორგი კალანდია გახლავთ, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი:

- უპირველესად ვიტყვი იმას, რომ არასდროს დამავიწყდება ჩემი და და მშობლები - ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ისინი! არასდროს დამავიწყდებიან მეგობრები - ირაკლი და ნინო. არასდროს დამავიწყდება ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი - მარიამ ლორთქიფანიძე. ჩვენი პირველი შეხვედრა უნივერსიტეტში მოხდა. მაშინ I კურსზე ვიყავი. მახსოვს მისი გრაციოზულობა, თხრობის მანერა და ჩემთვის მოცემული პირველი შენიშვნაც კი...

- გაგვიმხელთ?

- საღეჭ რეზინს ვღეჭავდი. თავისთან მიხმო და მითხრა, - იცოდე, ეს ჩემს ლექციაზე აღარ მოხდესო. საღეჭი რეზინი მაშინვე გადავყლაპე... დღეს ისტორიკოსი რომ ვარ, ეს მარიამ ლორთქიფანიძის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება. 80 წელი შეუსრულდა და მინდა, კიდევ დიდხანს იცოცხლოს. "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის," - აი, ზუსტად ასე დააჩნდა ჩემს სულს მისი ლექციები.

საუკუნის ტოლი ფადიმე ხანუმი

- თურქეთში, როცა ჩემი პირველი "სატელევიზიო გასვლა" მოხდა, ლაზი და ხანდაზმული ქალბატონების სანახავად მაღალმთიან სოფლებში ავედით. ერთ დასახლებაზე მითხრეს: იქ 100 წელს მიტანებული ქალბატონი ცხოვრობს, ლაზურიც და ქართულიც კარგად იცისო. დავინტერესდი. დიდი თოვლი იყო, ფეხით ვიარეთ; როგორც იქნა, მის სახლამდე მივაღწიეთ და მისთვის მოულოდნელი სტუმრები აღმოვჩნდით. გაუხარდა. ისიც კი მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა: მწვანე ფერის თავსაბურავი ეხურა, რომელსაც კუნწულები (იქ ასე ეძახიან) ეკიდა, თეთრი მოჩითული კაბა ეცვა და ლობიოს მიირთმევდა. მისი დანახვისას, ჩემი ბებიები გამახსენდა. ისე მოგვესალმა, როგორც ჩემთან სამეგრელოში გამიგონია.

- როგორ?

- მუჭო რექ (როგორ ხარ)? ასე შეიძლება, ახლობელ ადამიანს მიმართო. ამ მისალმების გაგონების შემდეგ მშობლიური განცდა დამეუფლა. 100 წელს მიტანებული ქალბატონი საოცარ ამბებს ჰყვებოდა.

- მარტო ცხოვრობდა?

- შვილიშვილებთან და შვილთან ერთად, მაგრამ გარშემო ვინ იყო, აღარც მახსოვს, არც მიმიქცევია ყურადღება, ერთადერთი - მინდოდა, ამ ფადიმე ხანუმისთვის მესმინა.

- საოცარ ამბებს ჰყვებოდაო, - თქვით; რა გიამბოთ?

- ასეთი რამ მითხრა: ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ. ქართლელი, ლაზი და მეგრელი ძმები არიან; ეს არ დაგავიწყდეთ, ისიც იცოდეთ, რომ თქვენ გელოდებით და თქვენც დაგველოდეთო. მის სიტყვებზე ილიას თანამედროვე ჟურნალისტი - სამსონ ფირცხალავა გამახსენდა, რომელსაც ნათქვამი აქვს: "ჩვენი ბედნიერების მზე მაშინ ამობრწყინდება, როცა მუსლიმან ქართველსა და ქრისტიან ქართველს შორის განსხვავება მხოლოდ რწმენა იქნება და სხვა არაფერი". ამ საუკუნის ტოლ ქალბატონთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილად მზის ამობრწყინებასავით იყო. მისმა გაცნობამ სტიმული მომცა, რომ მომდევნო ფილმები გადამეღო. ამ შეხვედრას ის 32 ფილმი მოჰყვა, რომელიც "ჩვენებურების" ციკლით გავიდა. ეს ფადიმე ხანუმის დამსახურებაა - ადამიანის, რომელიც უყვართ კი ისე მის შვილიშვილებს, როგორც ახლა - მე?.. სამწუხაროდ, ფილმის გასვლიდან 1 წელიწადში გარდაიცვალა. მასთან ერთად ფოტოც გადავიღე - ნახე, რა ლამაზი ქალია და მე მის გვერდით რა ბედნიერი ვარ!..

ფერეიდნელი (კახელი) გლეხი:

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი