რა სამწუხაროა: ასე შიხიაშვილიც კი არ წასულა, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური უკვე ყოფილი თანაპარტიელების განცხადებებს. ამის შესახებ ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წასული გუნდის გამოსვლას "პატაკი ივანიშვილს" უწოდებს.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათ პარტიის გაყოფაზე პასუხისმგებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრეს.
სოციალურ ქსელში კომენტარებს აკეთებენ ჩიორა თაქთაქიშვილი და თინა ბოკუჩავა:
"ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ. აბა რა ექნათ, ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს. უგულავამ 15 წუთიან გამოსვლაში მიშა ლამის 20-ჯერ ახსენა. აი, ყოჩაღ. იმ ბრძენი კაცის რეკორდს მაინც ნუ მოხსნით, ეწყინება, ცოდოა".
თინა ბოკუჩავა:
"ეს პარტია მიხეილ სააკაშვილმა არ შექმნაო. მერე - ამ პარტიას ის ანგრევს, ვინც ის შექმნაო. ცოტა აჭრილები მეჩვენენ ჩემი ყოფილი თანამებრძოლები".