პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რაოდენობის გაზს იღებდა საქართველო რუსეთისგან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ
რა რაოდენობის გაზს იღებდა საქართველო რუსეთისგან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ

რუ­სულ კომ­პა­ნია "გა­ზპ­რომ­თან" ახა­ლი პი­რო­ბე­ბით და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სომ­ხეთ­ში გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ ქარ­თუ­ლი მხა­რე ფუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­და­ვა.

ძვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი­დან სომ­ხეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ზის 10%-ს სა­ქარ­თვე­ლო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ხით იღებ­და.

ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ თუ რა სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის რუ­სე­თი სომ­ხეთ­ში

გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ, რად­გან ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. თუმ­ცა, მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს საკ­მა­ოდ მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას რო­გორც ტრან­ზი­ტო­რი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა ნედ­ლე­უ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი 10%-ის შე­სა­ბა­მი­სი.

"გა­ზპ­რომ­თან" და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვადა გა­სუ­ლი წლის 31 დე­კემ­ბერს გა­უ­ვი­და. ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი ორ­წლი­ა­ნია, თუმ­ცა, პირ­ველ წელს ნედ­ლე­უ­ლით ანა­ზღა­უ­რე­ბის ფორ­მა ნა­წი­ლობ­რივ ისევ რჩე­ბა, ხოლო შემ­დგომ ფუ­ლა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა.

ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სე­ზო­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბულ ფა­სად - 215 დო­ლა­რის ნაც­ვლად 185 დო­ლა­რად მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 2015 წელს სომ­ხეთ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ, "გა­ზპ­რო­მის­გან" ნედ­ლე­უ­ლის სა­ხით მი­ღე­ბულ­მა 10%-მა 200 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი შე­ად­გი­ნა.

იხი­ლეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა რაოდენობის გაზს იღებდა საქართველო რუსეთისგან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ

რა რაოდენობის გაზს იღებდა საქართველო რუსეთისგან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ

რუსულ კომპანია "გაზპრომთან" ახალი პირობებით დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქართული მხარე ფულად ანაზღაურებაზე გადავა.

ძველი ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%-ს საქართველო ბუნებრივი აირის სახით იღებდა.

ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ თუ რა საფასურს გადაიხდის რუსეთი სომხეთში

გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით კი საქართველო მიიღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, მაგრამ ეს არ იქნება ნედლეულის სახით მიღებული 10%-ის შესაბამისი.

"გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ახალი ხელშეკრულება კი ორწლიანია, თუმცა, პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ ისევ რჩება, ხოლო შემდგომ ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად მიღება იქნება შესაძლებელი.

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, "გაზპრომისგან" ნედლეულის სახით მიღებულმა 10%-მა 200 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

იხილეთ ინფოგრაფიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."