პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სახლში ცეცხლი გაჩნდა - რჩევები სახანძროს მოსვლამდე
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სახლში ცეცხლი გაჩნდა - რჩევები სახანძროს მოსვლამდე

ცე­ცხლის გა­ჩე­ნის სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, იმის მი­უ­ხე­და­ვად თუ რა მი­ზე­ზით გაჩ­ნდა ხან­ძა­რი და დი­დია თუ პა­ტა­რა მისი კერა, პირ­ველ რიგ­ში, უნდა დარ­ე­კოთ 112-ში და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყოთ მოქ­მე­დე­ბა ცე­ცხლის ჩა­საქ­რო­ბად. აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი სწო­რედ მა­შინ დგე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი თვით­ნე­ბუ­რად იწყე­ბენ ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას არას­წო­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და უფრო ავ­რცე­ლე­ბენ წვას.

ყვე­ლა­ზე ხში­რად ცე­ცხლი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ჩნდე­ბა. ამის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი იყოს, მათ შო­რის და­უ­დევ­რო­ბა. მა­გა­ლი­თად, ცე­ცხლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გა­ზ­ქუ­რა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი სა­დი­ლი, ბევ­რი ცხი­მის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი აა­ლე­ბა... გე­ტყვით - ამ დროს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში წყა­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ! რად­გან ცხი­მი წყალ­ზე მსუ­ბუ­ქია, მის ზე­და­პირ­ზე მო­ექ­ცე­ვა, წყა­ლი ცე­ცხლს უფრო გა­ავ­რცე­ლებს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, უფრო მეტი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოთ თქვენს თავს.

პირ­ველ რიგ­ში, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე, ცხი­მი ერთხელ აალ­დე­ბა და იმ ჭურ­ჭლი­დან არ­სად წავა. თუ პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დე­ბით და ხელ-ფე­ხის ქნე­ვას და­ი­წყებთ, კი­დუ­რის დამ­წვრო­ბას გა­მო­იწ­ვევთ. ცხი­მით დამ­წვრო­ბა კი რთუ­ლად მო­სა­შუ­შე­ბე­ლია, რად­გან ღრმა დამ­წვრო­ბას იწ­ვევს და ხში­რად ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა.

არც ტი­ლოს გა­მა­ლე­ბუ­ლი ქნე­ვით გა­მო­ვა რამე, რად­გან ცე­ცხლი ნა­ჭერ­საც გა­და­ე­დე­ბა და გავ­რცელ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, აი­ღეთ ტილო, და­ას­ვე­ლეთ, ხელ­ზე შე­მო­იხ­ვი­ეთ, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ჭურ­ჭე­ლი აი­ღეთ და ნი­ჟა­რა­ში ჩად­გით. ამ­გვა­რად თქვენ დამ­წვრო­ბის და ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას აი­რი­დებთ თა­ვი­დან და შემ­დეგ კი შე­გიძ­ლი­ათ ჭურ­ჭელს წყა­ლი და­ას­ხათ.

ზოგ­ჯერ ცე­ცხლი არას­წო­რად გაყ­ვა­ნი­ლი ელექტრო­სა­დე­ნე­ბის და მოკ­ლე ჩარ­თვის გამო ჩნდე­ბა. ამ დროს სვე­ლი ნა­ჭე­რი ვერ გვიშ­ვე­ლის, პი­რი­ქით, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­ტი­კად აკ­რძა­ლუ­ლია, რად­გან მისი შე­ხე­ბა ელექტრო­სა­დენ­თან შე­საძ­ლოა ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს. მოკ­ლე ჩარ­თვის დროს, პირ­ველ რიგ­ში, სახ­ლში ელექტრო­ე­ნერ­გია უნდა გავ­თი­შოთ მთა­ვა­რი ჩამ­რთვე­ლი­დან, შემ­დეგ კი მშრა­ლი ნაჭ­რის ინ­ტენ­სი­უ­რი დარ­ტყმით შე­გიძ­ლი­ათ ჩა­აქ­როთ ცე­ცხლი. ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მთლი­ა­ნად მოხ­სე­ნით ის სა­დე­ნე­ბი, სა­დაც მოკ­ლე ჩარ­თვას ჰქონ­და ად­გი­ლი, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია დამ­დნა­რი სა­დე­ნი­და­ნაც გავ­რცელ­დეს ცე­ცხლი.

ნივ­თი, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა ცე­ცხლი, ფარ­დაა. თუ ცე­ცხლი ფარ­დას მო­ე­დო, ის გავ­რცელ­დე­ბა კე­დელ­ზე, ფარ­დის სა­კიდ­ზე, შპა­ლერ­ზე და შემ­დეგ მთელ სახ­ლს მო­ე­დე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად. ამი­ტომ, რო­გორც კი ფარ­და­ზე ცე­ცხლს შე­ნიშ­ნავთ, ფარ­და ძირს ჩა­მო­აგ­დეთ და შემ­დეგ ჩა­აქ­რეთ.

მაგ­რამ, რაც არ უნდა მოხ­დეს, პირ­ველ რიგ­ში და­რე­კეთ 112-ში და შემ­დეგ და­ი­წყეთ მოქ­მე­დე­ბა!

თუმ­ცა, მინ­და ყვე­ლას გი­სურ­ვოთ - ხან­ძრის გა­რე­შე!

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სახლში ცეცხლი გაჩნდა - რჩევები სახანძროს მოსვლამდე

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სახლში ცეცხლი გაჩნდა - რჩევები სახანძროს მოსვლამდე

ცეცხლის გაჩენის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად თუ რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი და დიდია თუ პატარა მისი კერა, პირველ რიგში, უნდა დარეკოთ 112-ში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მოქმედება ცეცხლის ჩასაქრობად. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანების დაზიანება, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი სწორედ მაშინ დგება, როცა ადამიანები თვითნებურად იწყებენ ცეცხლის ჩაქრობას არასწორი მეთოდების გამოყენებით და უფრო ავრცელებენ წვას.

ყველაზე ხშირად ცეცხლი სამზარეულოდან ჩნდება. ამის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის დაუდევრობა. მაგალითად, ცეცხლის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს გაზქურაზე დარჩენილი სადილი, ბევრი ცხიმის გამოყენების შედეგად წარმოქმნილი აალება... გეტყვით - ამ დროს არავითარ შემთხვევაში წყალი არ გამოიყენოთ! რადგან ცხიმი წყალზე მსუბუქია, მის ზედაპირზე მოექცევა, წყალი ცეცხლს უფრო გაავრცელებს და შესაძლებელია, უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ თქვენს თავს.

პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ცხიმი ერთხელ აალდება და იმ ჭურჭლიდან არსად წავა. თუ პანიკაში ჩავარდებით და ხელ-ფეხის ქნევას დაიწყებთ, კიდურის დამწვრობას გამოიწვევთ. ცხიმით დამწვრობა კი რთულად მოსაშუშებელია, რადგან ღრმა დამწვრობას იწვევს და ხშირად ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

არც ტილოს გამალებული ქნევით გამოვა რამე, რადგან ცეცხლი ნაჭერსაც გადაედება და გავრცელდება. პირველ რიგში, აიღეთ ტილო, დაასველეთ, ხელზე შემოიხვიეთ, ცეცხლმოკიდებული ჭურჭელი აიღეთ და ნიჟარაში ჩადგით. ამგვარად თქვენ დამწვრობის და ცეცხლის გავრცელების საშიშროებას აირიდებთ თავიდან და შემდეგ კი შეგიძლიათ ჭურჭელს წყალი დაასხათ.

ზოგჯერ ცეცხლი არასწორად გაყვანილი ელექტროსადენების და მოკლე ჩართვის გამო ჩნდება. ამ დროს სველი ნაჭერი ვერ გვიშველის, პირიქით, მისი გამოყენება სასტიკად აკრძალულია, რადგან მისი შეხება ელექტროსადენთან შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. მოკლე ჩართვის დროს, პირველ რიგში, სახლში ელექტროენერგია უნდა გავთიშოთ მთავარი ჩამრთველიდან, შემდეგ კი მშრალი ნაჭრის ინტენსიური დარტყმით შეგიძლიათ ჩააქროთ ცეცხლი. ამის შემდეგ აუცილებლად მთლიანად მოხსენით ის სადენები, სადაც მოკლე ჩართვას ჰქონდა ადგილი, რადგან შესაძლებელია დამდნარი სადენიდანაც გავრცელდეს ცეცხლი.

ნივთი, საიდანაც ყველაზე ადვილად ვრცელდება ცეცხლი, ფარდაა. თუ ცეცხლი ფარდას მოედო, ის გავრცელდება კედელზე, ფარდის საკიდზე, შპალერზე და შემდეგ მთელ სახლს მოედება ძალიან სწრაფად. ამიტომ, როგორც კი ფარდაზე ცეცხლს შენიშნავთ, ფარდა ძირს ჩამოაგდეთ და შემდეგ ჩააქრეთ.

მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, პირველ რიგში დარეკეთ 112-ში და შემდეგ დაიწყეთ მოქმედება!

თუმცა, მინდა ყველას გისურვოთ - ხანძრის გარეშე!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს