პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრი "გაზპრომთან" ახალ შეთანხმებაზე
რა კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრი "გაზპრომთან" ახალ შეთანხმებაზე

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რად, პრო­ცენ­ტის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ იმ და­ახ­ლო­ე­ბით 200 მლნ მ3 გაზს ვი­ღებ­დით, დღეს ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს "გა­ზპ­რომ­თან" ახალ შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და. გა­ხა­რი­ას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სი გაზ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ დარ­ღვე­უ­ლა.

"მო­წო­დე­ბის პორ­ტფე­ლი შე­ნარ­ჩუნ­და ისე­თი, რო­გო­რიც იყო. უფრო მეტ­საც გე­ტყვით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რად პრო­ცენ­ტის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ იმ და­ახ­ლო­ე­ბით 200 მლნ მ3 გაზს ვი­ღებ­დით, დღეს ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა რუ­სუ­ლი გაზი სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი გაზი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

კი­თხვა­ზე, მო­ნე­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლომ წა­ა­გო ვი­ნა­ი­დან მი­ღე­ბულ თან­ხად ვერ შე­ის­ყი­დის გა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ზის 10%-ს, რო­მელ­საც ნა­ტუ­რის სა­ხით იღებ­და, გა­ხა­რია პა­სუ­ხობს, რომ "მერე რა?! ეს არის სა­ბაზ­რო პრინ­ცი­პე­ბი".

"ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ კონ­ტრაქ­ტზე რუ­სე­თი­დან გა­ზის მო­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით სომ­ხე­თის­თვის სატ­რან­ზი­ტო სა­ფა­სუ­რის მი­ღე­ბა­ზე. აქ სა­ქარ­თვე­ლო იყო რო­გორც მე­სა­მე მხა­რე. ეს იყო კონ­ტრაქ­ტი ტრან­ზი­ტის შე­სა­ხებ. ძი­რი­თა­დი მხა­რე იყო რუ­სე­თი და სომ­ხე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვი­ღებ­დით სატ­რან­ზი­ტო სა­ფა­სურს ორ მხა­რეს შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­იც­ვა­ლა ბაზ­რის კო­ნი­უნ­ქტუ­რა. ეს კონ­ტრაქ­ტი აღარ არ­სე­ბობს. რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კულ ბა­ლან­სში გა­ზის ბა­ლან­სი არ დარ­ღვე­უ­ლა. ჩვენ არ გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რუ­სე­თის­გან ვი­ყი­დოთ ეს გაზი. ჩვენ გვაქვს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი გაზი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, ჩვენ ასე­თი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა არ გვექ­ნე­ბა, არ ვი­ყი­დით ამ გაზს და თემა და­ხუ­რუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრი "გაზპრომთან" ახალ შეთანხმებაზე

რა კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრი "გაზპრომთან" ახალ შეთანხმებაზე

იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტის საფასურად, პროცენტის აღების შემთხვევაში, ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს "გაზპრომთან" ახალ შეთანხმებაზე საუბრისას განუცხადა. გახარიას თქმით, საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი გაზთან მიმართებაში არ დარღვეულა.

"მოწოდების პორტფელი შენარჩუნდა ისეთი, როგორიც იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტის საფასურად პროცენტის აღების შემთხვევაში ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება", - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მონეტარიზაციის შედეგად საქართველომ წააგო ვინაიდან მიღებულ თანხად ვერ შეისყიდის გატარებული გაზის 10%-ს, რომელსაც ნატურის სახით იღებდა, გახარია პასუხობს, რომ "მერე რა?! ეს არის საბაზრო პრინციპები".

"ჩვენ არ ვსაუბრობთ კონტრაქტზე რუსეთიდან გაზის მოწოდების თაობაზე, ჩვენ ვსაუბრობდით სომხეთისთვის სატრანზიტო საფასურის მიღებაზე. აქ საქართველო იყო როგორც მესამე მხარე. ეს იყო კონტრაქტი ტრანზიტის შესახებ. ძირითადი მხარე იყო რუსეთი და სომხეთი. შესაბამისად, ჩვენ ვიღებდით სატრანზიტო საფასურს ორ მხარეს შორის სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. შეიცვალა ბაზრის კონიუნქტურა. ეს კონტრაქტი აღარ არსებობს. რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში გაზის ბალანსი არ დარღვეულა. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რუსეთისგან ვიყიდოთ ეს გაზი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მოწოდებული გაზი იქნება საკმარისი, ჩვენ ასეთი მოთხოვნილება არ გვექნება, არ ვიყიდით ამ გაზს და თემა დახურულია", - განაცხადა გახარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."