სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლესი ინფორმაცია პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის მდგომარეობის შესახებ
უახლესი ინფორმაცია პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის მდგომარეობის შესახებ

პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი­სა და მისი მე­გობ­რის, მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რო­გორც მათ­მა მკურ­ნალ­მა ექიმ­მა ნი­კო­ლოზ კვა­ჭა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ორი­ვე მათ­გა­ნი პა­ლა­ტა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ამას­თან, ნი­კო­ლოზ კვა­ჭა­ძის თქმით, იმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ოჯა­ხის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ გას­ცემს.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თუ არა მინ­დია გო­გო­ჭურ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე არ ყო­ფი­ლან, თუმ­ცა "გო­გო­ჭუ­რი და მისი მე­გო­ბა­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი არი­ან და მათი და­კი­თხვა ოჯა­ხის, ახ­ლობ­ლე­ბის ნე­ბარ­თვით შე­საძ­ლე­ბე­ლია".

წუ­ხელ, ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, პრე­ზი­დენ­ტის სიძე და მისი მე­გო­ბა­რი დაჭ­რეს. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს მინ­დია გო­გო­ჭუ­რის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და. ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უახლესი ინფორმაცია პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის მდგომარეობის შესახებ

უახლესი ინფორმაცია პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის მდგომარეობის შესახებ

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მათმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანი პალატაშია გადაყვანილი. ამასთან, ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, ოჯახის ნებართვის გარეშე ვერ გასცემს.

რაც შეეხება კითხვას, იმყოფებოდნენ თუ არა მინდია გოგოჭურთან სამართალდამცავები, ექიმის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ დრომდე არ ყოფილან, თუმცა "გოგოჭური და მისი მეგობარი სიტუაციიდან გამომდინარე, ადეკვატურები არიან და მათი დაკითხვა ოჯახის, ახლობლების ნებართვით შესაძლებელია".

წუხელ, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი დაჭრეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მინდია გოგოჭურის ახლობელმა განუცხადა. ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"