პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტზე
 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტზე

"ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­ზე ხდე­ბა თავ­დას­ხმა" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი ეკა მიშ­ვე­ლა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის დაჭ­რის ფაქტს.

რო­გორც მიშ­ვე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გო­გო­ჭუ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის ნორ­მა­ლუ­რია და ამ ეტაპ­ზე მეტი არაფ­რის თქმა არ შე­უძ­ლია.

"რა თქმა უნდა, ვე­რა­ნა­ირ ვა­რა­უდ­ზე და ვერ­სი­ებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ამ ეტაპ­ზე რაც შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ არის ის, რომ ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­ზე ხდე­ბა თავ­დას­ხმა. თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ვე­ლო­დე­ბით მის დას­რუ­ლე­ბას და იმე­დი გვაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი", - გა­ნა­ცხა­და მიშ­ვე­ლა­ძემ.

თბი­ლის­ში, ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე წუ­ხელ ღა­მით პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი დაჭ­რეს. გო­გო­ჭუ­რი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში წუ­ხელ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ამ დრომ­დე რჩე­ბა.

"რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია" მო­თავ­სე­ბუ­ლი გო­გო­ჭუ­რის მე­გო­ბა­რიც, რო­მე­ლიც ასე­ვე დაჭ­რი­ლია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას და­ზი­ა­ნე­ბა მხა­რის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტზე

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მარგველაშვილის სიძის დაჭრის ფაქტზე

"ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა" - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.

"რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა. თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური", - განაცხადა მიშველაძემ.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. გოგოჭური "რესპუბლიკური საავადმყოფოს" გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოშია" მოთავსებული გოგოჭურის მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."