Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს - ახალი დეტალები
პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს - ახალი დეტალები

თბი­ლის­ში, ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, პრე­ზი­დენ­ტის სი­ძეს­თან ერ­თად მისი მე­გო­ბა­რიც დაჭ­რეს. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს მინ­დია გო­გო­ჭუ­რის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ჭუ­რის მე­გო­ბა­რი მხარ­შია დაჭ­რი­ლი. ამ დრო­ის­თვის ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მე­ო­რე პი­რის დაჭ­რის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც. უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის ოპე­რა­ცია ცოტა ხნის წინ დას­რულ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მალე პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ექი­მებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი მინ­დია გო­გო­ჭურს.

გო­გო­ჭუ­რი პირ­ვე­ლი ლე­დის, მაკა ჩი­ჩუ­ას შვი­ლის, მაშო ჩი­ჩუ­ას მე­უღ­ლეა. იგი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2016 წლის ივ­ლის­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იყო და­ბა­რე­ბუ­ლი. მა­შინ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამა­ვე საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხა თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და მისი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს - ახალი დეტალები

პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს - ახალი დეტალები

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მინდია გოგოჭურის ახლობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, გოგოჭურის მეგობარი მხარშია დაჭრილი. ამ დროისთვის ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მეორე პირის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

პრეზიდენტის სიძის ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე პალატაში გადაიყვანენ. ჯერჯერობით ექიმებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მინდია გოგოჭურს.

გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. იგი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ