სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა - როგორია მინდია გოგოჭურის მდგომარეობა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა - როგორია მინდია გოგოჭურის მდგომარეობა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის ოპე­რა­ცია დას­რულ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მალე პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით ექი­მებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი მინ­დია გო­გო­ჭურს.

პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი თბი­ლის­ში, ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რეს. იგი პირ­ვე­ლი ლე­დის, მაკა ჩი­ჩუ­ას შვი­ლის, მაშო ჩი­ჩუ­ას მე­უღ­ლეა. მინ­დია გო­გო­ჭუ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრშია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

პრე­ზი­დენ­ტის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2016 წლის ივ­ლის­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იყო და­ბა­რე­ბუ­ლი. მა­შინ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამა­ვე საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხა თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და მისი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა ხდე­ბა ამ­ჟა­მად ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის სიძე დაჭ­რეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა - როგორია მინდია გოგოჭურის მდგომარეობა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა - როგორია მინდია გოგოჭურის მდგომარეობა

გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე პალატაში გადაიყვანენ.

ჯერჯერობით ექიმებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მინდია გოგოჭურს.

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

იხილეთ ვიდეო: რა ხდება ამჟამად ბალანჩივაძის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი