პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთი მე-19 საუკუნის სიცილიას დაემსგავსა - რეგიონში ბოლო ხანებში 17 მკვლელობა მოხდა
აფხაზეთი მე-19 საუკუნის სიცილიას დაემსგავსა - რეგიონში ბოლო ხანებში 17 მკვლელობა მოხდა

აფხა­ზეთ­ში რე­გი­ონ­ში, სა­დაც კა­ნო­ნი კარ­გა ხა­ნია არ არ­სე­ბობს და ამას თა­ვად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც აღი­ა­რებს, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან. რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ქრთა­მით, ნაც­ნო­ბო­ბი­თა და ჩა­წყო­ბით, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა უკვე არა­ვის უკ­ვირს, რად­გან, ე.წ. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას არა­ვინ ენ­დო­ბა.

"ჩვე­ნი ხუმ­რო­ბა მო­მაკ­ვდა­ვის ხუმ­რო­ბას ჰგავს, მაგ­რამ სხვა რა დაგ­ვრჩე­ნია, აფხა­ზე­თი ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ჰგავს ომის შემ­დგომ სი­ცი­ლი­ას, - სის­ხლი, ბევ­რი სის­ხლი, ნარ­კო­მა­ნია, სიკ­ვდი­ლი და უკა­ნო­ნო ია­რა­ღი, რო­მელ­საც ომის შემ­დეგ აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა ინა­ხავს და რომ­ლი­თაც ერ­თმა­ნეთს ვხო­ცავთ...", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მომ­ხდარს აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მა­თი­ვე თქმით, ყვე­ლაფ­რის თავი და თავი უკა­ნო­ნო­ბაა. ასე­ვე, ომის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან სხვა­დას­ხვა დროს შე­ძე­ნილ-გაც­ვლი­ლი ია­რა­ღი. ასეა თუ ისე, აფხა­ზეთ­ში პი­რად­მა ან­გა­რიშს­წო­რე­ბამ უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო სახე შე­ი­ძი­ნა.

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­გი­ონ­ში 20-მდე სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, აქე­დან ორი ახა­ლი წლის დღე­ებ­ში. 31 დე­კემ­ბერს, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბარ­მიშ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს 78 წლის ლე­სიკ ნან­ბა... მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შუ­რის­ძი­ე­ბაა.

1-ელ იან­ვარს, ე.წ. ად­გი­ლობ­რივ­მა მი­ლი­ცი­ამ, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ გუ­ა­და­რას ტყე­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვა 26 წლის სო­ხუ­მე­ლი ბეს­ლან კვი­ცი­ნია, რო­მე­ლიც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. მას ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლით ია­რა­ღით თა­ვის, მუც­ლი­სა და მკერ­დის არე­ში ჰქონ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. სა­მარ­თლამ­და­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 33 წლის რო­ლანდ ჟიბა, რო­მე­ლიც სო­ფელ გუ­ა­დას მკვიდ­რია, ამ დრო­ის­თვის ქარ­თულ მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმა­ლე­ბა.

საქ­მე ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, - 3 იან­ვრის ღა­მეს, მოკ­ლუ­ლი კვი­ცი­ნი­ას ახ­ლობ­ლებ­მა, ოჩამ­ჩი­რის სო­ფელ გუ­ა­და­ში, ერ­თდრო­უ­ლად სამი სახ­ლი დაწ­ვეს, მათ შო­რის ერთი ჟი­ბას, და­ნარ­ჩე­ნი ორი კი მისი ნა­თე­სა­ვე­ბის იყო. 6 იან­ვარს, სა­ღა­მოს კი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სო­ხუ­მის სა­საფ­ლა­ო­ზე, იმ დგი­ლას, სა­დაც ბეს­ლან კვი­ცი­ნი­აა დაკ­რძა­ლუ­ლი, სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ სო­ფელ გუ­ა­დას მკვიდრ რო­მან ჟი­ბას, რო­მე­ლიც კვი­ცი­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და... ის კვი­ცი­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­მა, და­ღუ­პუ­ლი შვი­ლის საფ­ლავ­ზე და­ა­ჩო­ქეს, შემ­დეგ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. რო­დე­საც ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ­მა გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რა, ეს­რო­ლეს.

საქ­მე ის არის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის "ეფეს­ბეს" სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტი­დან ათი­ო­დე მეტრში მოხ­და და მათ­მა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მათ ეს სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი არ და­ე­ნა­ხათ, მაგ­რამ ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ­თა შიდა საქ­მე­ებ­ში არას­დროს ერე­ვი­ან.

"გვაც­დი­ან, რო­გორ ვხო­ცავთ ერ­თმა­ნეთს, რათა შემ­დეგ უფრო მშვი­დად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბი, - გა­ა­ფარ­თო­ვონ სამ­ხედ­რო პო­ლი­გო­ნი, ბა­ზის ტე­რი­ტო­რია, ბიზ­ნე­სი და ა.შ" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფხა­ზი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, გულ­ბათ წვიჟ­ბა, რომ­ლის თქმი­თაც ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა უკვე დღეც კი სა­ხი­ფა­თოა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა .ე.წ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ეშ­სოუ კა­კა­ლი­ამ. მისი თქმით, ყვე­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ძი­ე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლია ოთხი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ჟი­ბას სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ულ მო­თხოვ­ნას, სას­წრა­ფოდ გა­მოვ­ლინ­დნენ და და­ი­სა­ჯონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, რად­გან ბოლო ხა­ნებ­ში და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა გა­ი­ზარ­და.

კვი­ცი­ა­ნის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მათ საქ­მის ობი­ექ­ტუ­რად შეს­წავ­ლის იმე­დი არ ჰქონ­დათ. მა­თი­ვე თქმით, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც საქ­მე გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით და­ხუ­რეს. მი­ზე­ზი ასე­თია, - ე.წ. ძი­ე­ბის შემ­დეგ "პრო­კუ­რა­ტუ­რა" ჩუმ­დე­ბა, რად­გან დიდ თან­ხას უხ­დი­ან, ან საქ­მე­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი ერ­თვე­ბი­ან. სწო­რედ ამი­ტომ, მათ გა­და­წყვი­ტეს, დამ­ნა­შა­ვე თა­ვად და­ე­სა­ჯათ და უკი­დუ­რეს ფორ­მას მი­მარ­თეს.

გა­სულ დღე­ებ­ში, კი­დევ ერთი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, - 3 იან­ვარს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, უც­ნობ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც "რე­ნოს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­დნენ, სას­ტუმ­რო "აფხა­ზე­თის" წინ მყოფ რუს­ლან ბე­ნი­ას ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. დაჭ­რი­ლი თვითმხილ­ვე­ლებ­მა გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ, ალა­ხა­ძის და­სახ­ლე­ბას­თან, ტყის მა­სი­ვებ­თან დამ­წვა­რი იპო­ვეს... ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. სა­მარ­თლამ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

აფხაზეთი მე-19 საუკუნის სიცილიას დაემსგავსა - რეგიონში ბოლო ხანებში 17 მკვლელობა მოხდა

აფხაზეთი მე-19 საუკუნის სიცილიას დაემსგავსა - რეგიონში ბოლო ხანებში 17 მკვლელობა მოხდა

აფხაზეთში რეგიონში, სადაც კანონი კარგა ხანია არ არსებობს და ამას თავად ადგილობრივი მოსახლეობაც აღიარებს, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან. რეგიონის მცხოვრებლების თქმით, ქრთამით, ნაცნობობითა და ჩაწყობით, განაჩენის გამოტანა უკვე არავის უკვირს, რადგან, ე.წ. მართლმსაჯულებას არავინ ენდობა.

"ჩვენი ხუმრობა მომაკვდავის ხუმრობას ჰგავს, მაგრამ სხვა რა დაგვრჩენია, აფხაზეთი ბოლო წლებში ძალიან ჰგავს ომის შემდგომ სიცილიას, - სისხლი, ბევრი სისხლი, ნარკომანია, სიკვდილი და უკანონო იარაღი, რომელსაც ომის შემდეგ აფხაზეთში ყველა ინახავს და რომლითაც ერთმანეთს ვხოცავთ...", - ასე ეხმაურებიან მომხდარს აფხაზები სოციალურ ქსელებში.

მათივე თქმით, ყველაფრის თავი და თავი უკანონობაა. ასევე, ომის შემდეგ დარჩენილი და რუსი სამხედროებისგან სხვადასხვა დროს შეძენილ-გაცვლილი იარაღი. ასეა თუ ისე, აფხაზეთში პირადმა ანგარიშსწორებამ უკიდურესად სახიფათო სახე შეიძინა.

ბოლო თვეების განმავლობაში, რეგიონში 20-მდე სასტიკი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ორი ახალი წლის დღეებში. 31 დეკემბერს, გუდაუთის რაიონის სოფელ ბარმიშში, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს 78 წლის ლესიკ ნანბა... მიზეზი გაურკვეველია, თუმცა ადგილობრივის თქმით, მკვლელობის მიზეზი შურისძიებაა.

1-ელ იანვარს, ე.წ. ადგილობრივმა მილიციამ, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ გუადარას ტყეში მოკლული იპოვა 26 წლის სოხუმელი ბესლან კვიცინია, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მას ჭრილობები ცეცხლსასროლით იარაღით თავის, მუცლისა და მკერდის არეში ჰქონდა. ადგილობრივი ე.წ. სამართლამდაცავების ინფორმაციით, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 33 წლის როლანდ ჟიბა, რომელიც სოფელ გუადას მკვიდრია, ამ დროისთვის ქართულ მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება.

საქმე ამით არ დასრულებულა, - 3 იანვრის ღამეს, მოკლული კვიცინიას ახლობლებმა, ოჩამჩირის სოფელ გუადაში, ერთდროულად სამი სახლი დაწვეს, მათ შორის ერთი ჟიბას, დანარჩენი ორი კი მისი ნათესავების იყო. 6 იანვარს, საღამოს კი, ცნობილი გახდა, რომ სოხუმის სასაფლაოზე, იმ დგილას, სადაც ბესლან კვიცინიაა დაკრძალული, სასტიკად გაუსწორდნენ სოფელ გუადას მკვიდრ რომან ჟიბას, რომელიც კვიცინიას მკვლელობაში მონაწილეობდა... ის კვიცინიას ოჯახის წევრებმა, დაღუპული შვილის საფლავზე დააჩოქეს, შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. როდესაც ცეცხლმოკიდებულმა გაქცევა დააპირა, ესროლეს.

საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი რუსეთის "ეფესბეს" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან ათიოდე მეტრში მოხდა და მათმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელი იყო მათ ეს საზარელი ფაქტი არ დაენახათ, მაგრამ ისინი ადგილობრივთა შიდა საქმეებში არასდროს ერევიან.

"გვაცდიან, როგორ ვხოცავთ ერთმანეთს, რათა შემდეგ უფრო მშვიდად განახორციელონ თავიანთი გეგმები, - გააფართოვონ სამხედრო პოლიგონი, ბაზის ტერიტორია, ბიზნესი და ა.შ" - წერს სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებელი, გულბათ წვიჟბა, რომლის თქმითაც ქუჩაში გამოსვლა უკვე დღეც კი სახიფათოა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა .ე.წ გენერალური პროკურორის მოადგილე ეშსოუ კაკალიამ. მისი თქმით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს ძიება. დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც ჟიბას სასტიკ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის კატეგორიულ მოთხოვნას, სასწრაფოდ გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები, ობიექტური მიზეზების გამო ვერ აკმაყოფილებენ, რადგან ბოლო ხანებში დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა.

კვიციანის ოჯახის ახლობლების თქმით, მათ საქმის ობიექტურად შესწავლის იმედი არ ჰქონდათ. მათივე თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საქმე გაურკვეველი მიზეზით დახურეს. მიზეზი ასეთია, - ე.წ. ძიების შემდეგ "პროკურატურა" ჩუმდება, რადგან დიდ თანხას უხდიან, ან საქმეში გავლენიანი პირები ერთვებიან. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, დამნაშავე თავად დაესაჯათ და უკიდურეს ფორმას მიმართეს.

გასულ დღეებში, კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა მოხდა, - 3 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, უცნობმა პირებმა, რომლებიც "რენოს" მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ, სასტუმრო "აფხაზეთის" წინ მყოფ რუსლან ბენიას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი თვითმხილველებმა გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული ჭრილობებისგან მალევე გარდაიცვალა.

ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელები მოძრაობდნენ, ალახაძის დასახლებასთან, ტყის მასივებთან დამწვარი იპოვეს... ადგილობრივმა ე.წ. სამართლამდამცავმა ორგანოებმა, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე