სავსემთვარიანობა - დრო, როცა მთვარე საკუთარ ენერგეტიკულ მაქსიმუმში იმყოფება. მიიჩნევა, რომ ასეთ დღეებში ოცნებები ხდება.
სინამდვილეში, მთელი იანვარი სანუკვარი ოცნებების ახდენის თვეა. ჩანაფიქრები ახალ წელს იწყება, შემდეგ შობის ღამეს და ძველით ახალ წელს გრძელდება, რაც სულ მალე დადგება. სურვილების ასრულებას სავსემთვარიანობაც იდეალურად ერთვის.
სავსე მთვარე 2017 წლის 12 იანვრის ღამეს დგება. 12-დან 13 იანვრის ღამემდე სანუკვარი ოცნებების ახდენის შანსი გეძლევათ. თუმცა, საიმისოდ, რომ ჩანაფიქრი აუცილებლად იქცეს რეალობად, შეგიძლიათ მარტივ ხერხებს მიმართოთ.
ვიზუალიზაცია სავსე მთვარის დროს
ეს მეთოდი დიდ დროს არ მოითხოვს: ვალდებული არ ხართ შუა ღამეს ან გარკვეულ საათს დაელოდოთ, საჭირო მხოლოდ მთვარის შესაბამისი დღეები და თქვენი ძლიერი სურვილია.
ჩამოწერეთ ოცნებები ფურცელზე. შეაგროვეთ გამოსახულებები სარეკლამო ბუკლეტებიდან, გაზეთებიდან ან ძველი ჟურნალებიდან, მოამზადეთ სუფთა, მოწესრიგებული და საკმარისად დიდი სია, კოლაჟი. ამ მეთოდს "სურვილების რუკა" ჰქვია. აღსანიშნავია, რომ სავსე მთვარის დროს უმჯობესია წრიული, დისკის ფორმის ფურცელი აიღოთ და არა ოთხკუთხედი... განაგრძეთ კითხვა