პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ამერიკა - რა ტერიტორიებს ფლობდა რუსეთის იმპერია ჩრდილო ამერიკაში
რუსული ამერიკა - რა ტერიტორიებს ფლობდა რუსეთის იმპერია ჩრდილო ამერიკაში

1547 წელს რუ­სე­თის ტახ­ტზე ივა­ნე IV მრის­ხა­ნეს ას­ვლის შემ­დეგ, ეს ქვე­ყა­ნა მუ­დამ სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. 150 წლის შემ­დეგ რუ­სე­თის სა­მე­ფო უკვე ციმ­ბირ­სა და შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთს აკონ­ტრო­ლებ­და. თუმ­ცა არც ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში დიდი იმ­პე­რი­ის ფარ­გლე­ბი ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენ­ტსაც იყო გაც­დე­ნი­ლი.

1648 წელს რუს­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა ალას­კა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ შტორმ­ში გე­მის და­ღუპ­ვის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ამე­რი­კის სა­ნა­პი­რო­ზე და­სახ­ლე­ბა - კინ­გო­ვეი და­ა­არ­სეს. 1700-იან წლებ­ში, კონ­ტი­ნენ­ტა­ლურ რუ­სეთ­სა და დღე­ვან­დელ ალას­კას შო­რის სა­ზღვაო მი­მოს­ვლამ რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. არ­სე­ბობ­და ორი ძი­რი­თა­დი მარ­შრუ­ტი - ბე­რინ­გის ყუ­რის გავ­ლი­თა და ალუ­ე­ტის კუნძლე­ბის გას­წვრივ.

ალუ­ე­ტის კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად (1763-1765 წლე­ბის აჯან­ყე­ბის დროს რუ­სებ­მა 3-დან 5 000-მდე ალუ­ე­ტი მოკ­ლეს), თან­და­თა­ნო­ბით რუ­სებ­მა ამ მი­წე­ბის ათ­ვი­სე­ბა და­ი­წეს. 1772 წელს კუნ­ძულ უნა­ლაშ­კა­ზე პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი და­სახ­ლე­ბა გაჩ­ნდა.

იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­ლი მან­ქა­ნა სწრა­ფად მოქ­მე­დებ­და. 1783 წელს ეკა­ტე­რი­ნე II ამე­რი­კუ­ლი მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი ეპარ­ქია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი მე­წარ­მე­ებ­სა და ვაჭ­რებს ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ის ათ­ვი­სე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. ამ საქ­მის ხელ­შე­წყო­ბის­თვის 1799 წელს უკვე პავ­ლე I-ის მხარ­და­ჭე­რით რუ­სულ-ამე­რი­კუ­ლი სა­ვაჭ­რო კომ­პა­ნია შე­იქ­მნა.

რუ­სუ­ლი ამე­რი­კის დე­და­ქა­ლა­ქი 1802 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ნოვო-არ­ხან­გელსკი გახ­და. და­სახ­ლე­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და. 10 წლის თავ­ზე აქ უკვე 200-ზე მეტი რუსი და 1000-მდე ინ­დი­ე­ლი ცხოვ­რობ­და. და­სახ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სკო­ლა, გემთსა­შე­ნი ვერ­ფი, არ­სე­ნა­ლი, ეკ­ლე­სია, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი ჰქონ­და. შემ­დგომ წლებ­ში აქ რუ­სე­თის წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლო­ტის ნა­წი­ლიც ბა­ზი­რებ­და.

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და რუ­სე­თი დღე­ვან­დე­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ფლობ­და მი­წებს. 1812 წელს სექ­ტემ­ბერ­ში, მა­შინ რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რია ნა­პო­ლე­ო­ნის არ­მი­ას­თან ცდი­ლობ­და გამ­კლა­ვე­ბას, რუ­სულ-ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის მრჩე­ველ­მა ივა­ნე კუს­კოვ­მა სან-ფან­ცის­კო­დან 80 კმ-ის მო­შო­რე­ბით რო­სის ცი­ხე­სი­მაგ­რე ააგო. ეს ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე რუ­სე­თის ფორტ-პოს­ტი იყო. აქ და­სახ­ლე­ბუ­ლი რუ­სე­ბი უმე­ტე­სად მა­ტყლის, ბეწ­ვე­უ­ლი­სა და ტყა­ვის წარ­მო­ე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. რუ­სულ-ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი­სა და კონ­ტი­ნენ­ტა­ლურ რუ­სეთ­ში გა­ტა­ნის სა­კი­თხებს აგ­ვა­რებ­და.

ჩრდი­ლო ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­კუ­თარ პრე­ტენ­ზი­ებს დიდი ბრი­ტა­ნე­თიც აცხა­დებ­და. ამი­ტო­მაც მო­მა­ვალ­ში უთან­ხმო­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის, 1825 წელს ხელ­მო­წე­რი­ლი ან­გლო-რუ­სუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით ორი­ვე იმ­პე­რი­ის სა­ზღვრე­ბი მკა­ფი­ოდ გა­ნი­სა­ზღვრა.

მცი­რე დრო­ით რუ­სეთს ჰა­ვა­ის კუნ­ძუ­ლებ­ზეც ჰქონ­და სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა შემ­თხვე­ვი­თო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ძვირ­ფა­სი ტვირ­თი, რო­მე­ლიც კუ­ვა­ის კუნ­ძულ­თან შტორმ­ში და­ღუ­პულ გემ­ზე იყო, ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ბე­ლად­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, რუ­სებ­მა წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი ან­ტონ შე­ფე­რი გაგ­ზავ­ნეს. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ, შე­ფერ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მის მო­სის­ხლე მტრებ­თან და მათ ბე­ლად­თან - ტო­მა­რის­თან სცა­და ბედი. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა რუ­სებს კუნ­ძუ­ლებ­ზე სამი ცი­ხე­სი­მაგ­რის აგე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს. მათ - ალექ­სან­დრე I, მისი მე­უღ­ლის - ელი­სა­ბე­დი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის ბარ­კლაი-დე-ტო­ლის სა­ხე­ლე­ბი და­არ­ქვეს.

შორს მი­მა­ვა­ლი სა­ვაჭ­რო გეგ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, შე­ფე­რი ტო­მა­რის 1 500 ჯა­რის­კაც­სა და რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო გემს და­პირ­და. მაგ­რამ პე­ტერ­ბურ­გში შე­ფე­რის გეგ­მებს არ იზი­ა­რებ­დნენ. ალექ­სან­დრე I-მა, რო­მე­ლიც შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ტო­მა­რის მხარ­და­ჭე­რა­სა და ჰა­ვა­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე უარი თქვა.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბით ამე­რი­კე­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ისარ­გებ­ლეს და ტო­მა­რი გად­მო­ი­ბი­რეს. ცოტა ხან­ში კი რუ­სებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი და­ტო­ვეს.

1853 წელს რუ­სეთ­ში ალას­კი­სა და მთლი­ა­ნად რუ­სუ­ლი ამე­რი­კის გა­ყიდ­ვის მო­საზ­რე­ბა წა­მო­იჭ­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, არამ­დგრა­დი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, შო­რე­უ­ლი კო­ლო­ნი­ე­ბის შე­ნახ­ვა უფრო ძვი­რი იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, 1867 წლის 30 მარტს ვა­შინგტონ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, რუ­სუ­ლი ამე­რი­კის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აშშ-ის მთა­რო­ბამ 7,2 მლნ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. გა­ყი­დუ­ლი მი­წე­ბის ფარ­თობ­მა 1 519 000 კვად­რა­ტუ­ლი კმ შე­ად­გი­ნა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

რუსული ამერიკა - რა ტერიტორიებს ფლობდა რუსეთის იმპერია ჩრდილო ამერიკაში

რუსული ამერიკა - რა ტერიტორიებს ფლობდა რუსეთის იმპერია ჩრდილო ამერიკაში

1547 წელს რუსეთის ტახტზე ივანე IV მრისხანეს ასვლის შემდეგ, ეს ქვეყანა მუდამ საკუთარი საზღვრებისა და ტერიტორიების გაფართოებით იყო დაკავებული. 150 წლის შემდეგ რუსეთის სამეფო უკვე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს აკონტროლებდა. თუმცა არც ისე შორეულ წარსულში დიდი იმპერიის ფარგლები ევრაზიის კონტინენტსაც იყო გაცდენილი.

1648 წელს რუსმა მეზღვაურებმა ალასკა აღმოაჩინეს. არსებობს ვერსია, რომ შტორმში გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილმა ადამიანებმა ამერიკის სანაპიროზე დასახლება - კინგოვეი დააარსეს. 1700-იან წლებში, კონტინენტალურ რუსეთსა და დღევანდელ ალასკას შორის საზღვაო მიმოსვლამ რეგულარული ხასიათი მიიღო. არსებობდა ორი ძირითადი მარშრუტი - ბერინგის ყურის გავლითა და ალუეტის კუნძლების გასწვრივ.

ალუეტის კუნძულებზე მცხოვრები ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად (1763-1765 წლების აჯანყების დროს რუსებმა 3-დან 5 000-მდე ალუეტი მოკლეს), თანდათანობით რუსებმა ამ მიწების ათვისება დაიწეს. 1772 წელს კუნძულ უნალაშკაზე პირველი რუსული დასახლება გაჩნდა.

იმპერიალისტული მანქანა სწრაფად მოქმედებდა. 1783 წელს ეკატერინე II ამერიკული მართმადიდებლური ეპარქია ჩამოაყალიბა. სახელმწიფო აპარატი მეწარმეებსა და ვაჭრებს ამერიკის ტერიტორიის ათვისებაში დახმარებისკენ მოუწოდებდა. ამ საქმის ხელშეწყობისთვის 1799 წელს უკვე პავლე I-ის მხარდაჭერით რუსულ-ამერიკული სავაჭრო კომპანია შეიქმნა.

რუსული ამერიკის დედაქალაქი 1802 წელს დაარსებული ნოვო-არხანგელსკი გახდა. დასახლება სწრაფად იზრდებოდა. 10 წლის თავზე აქ უკვე 200-ზე მეტი რუსი და 1000-მდე ინდიელი ცხოვრობდა. დასახლებას საკუთარი სკოლა, გემთსაშენი ვერფი, არსენალი, ეკლესია, სახელოსნოები ჰქონდა. შემდგომ წლებში აქ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ნაწილიც ბაზირებდა.

გაგიკვირდებათ და რუსეთი დღევანდელი კალიფორნიის ტერიტორიაზეც ფლობდა მიწებს. 1812 წელს სექტემბერში, მაშინ როდესაც რუსეთის იმპერია ნაპოლეონის არმიასთან ცდილობდა გამკლავებას, რუსულ-ამერიკული კომპანიის მრჩეველმა ივანე კუსკოვმა სან-ფანცისკოდან 80 კმ-ის მოშორებით როსის ციხესიმაგრე ააგო. ეს ამერიკაში ყველაზე სამხრეთით მდებარე რუსეთის ფორტ-პოსტი იყო. აქ დასახლებული რუსები უმეტესად მატყლის, ბეწვეულისა და ტყავის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი. რუსულ-ამერიკული კომპანია ადგილზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტისა და კონტინენტალურ რუსეთში გატანის საკითხებს აგვარებდა.

ჩრდილო ამერიკის ტერიტორიებზე საკუთარ პრეტენზიებს დიდი ბრიტანეთიც აცხადებდა. ამიტომაც მომავალში უთანხმოების თავიდან აცილებისთვის, 1825 წელს ხელმოწერილი ანგლო-რუსული კონვენციით ორივე იმპერიის საზღვრები მკაფიოდ განისაზღვრა.

მცირე დროით რუსეთს ჰავაის კუნძულებზეც ჰქონდა საკუთარი გავლენა. ყველაფერი ერთმა შემთხვევითობამ განაპირობა. ძვირფასი ტვირთი, რომელიც კუვაის კუნძულთან შტორმში დაღუპულ გემზე იყო, ადგილობრივი ტომის ხელში აღმოჩნდა. ბელადთან მოლაპარაკებისთვის, რუსებმა წარმოშობით გერმანელი ანტონ შეფერი გაგზავნეს. წარუმატებლობის შემდეგ, შეფერმა ადგილობრივი ტომის მოსისხლე მტრებთან და მათ ბელადთან - ტომარისთან სცადა ბედი. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ადგილობრივებმა რუსებს კუნძულებზე სამი ციხესიმაგრის აგების უფლება მისცეს. მათ - ალექსანდრე I, მისი მეუღლის - ელისაბედისა და მხედართმთავრის ბარკლაი-დე-ტოლის სახელები დაარქვეს.

შორს მიმავალი სავაჭრო გეგმების სანაცვლოდ, შეფერი ტომარის 1 500 ჯარისკაცსა და რამდენიმე სამხედრო გემს დაპირდა. მაგრამ პეტერბურგში შეფერის გეგმებს არ იზიარებდნენ. ალექსანდრე I-მა, რომელიც შორსმჭვრეტელობით არასდროს გამოირჩეოდა, ტომარის მხარდაჭერასა და ჰავაის საჭიროებაზე უარი თქვა.

შექმნილი ვითარებით ამერიკელებმა დაუყოვნებლივ ისარგებლეს და ტომარი გადმოიბირეს. ცოტა ხანში კი რუსებმა დაკავებული ციხესიმაგრეები დატოვეს.

1853 წელს რუსეთში ალასკისა და მთლიანად რუსული ამერიკის გაყიდვის მოსაზრება წამოიჭრა. ხელისუფლების აზრით, არამდგრადი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, შორეული კოლონიების შენახვა უფრო ძვირი იქნებოდა, ვიდრე მიღებული მოგება. მოლაპარაკებების შემდეგ, 1867 წლის 30 მარტს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, რუსული ამერიკის მფლობელობაში არსებული ტერიტორიები აშშ-ის მთარობამ 7,2 მლნ დოლარად შეიძინა. გაყიდული მიწების ფართობმა 1 519 000 კვადრატული კმ შეადგინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"