საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფილოლოგი ქალი, რომელმაც ღვინის სიყვარულით თბილისი მიატოვა და სამეგრელოში მეღვინეობა დაიწყო
ქართველი ფილოლოგი ქალი, რომელმაც ღვინის სიყვარულით თბილისი მიატოვა და  სამეგრელოში მეღვინეობა დაიწყო

ფი­ლო­ლოგ­მა ქეთო ნი­ნი­ძემ თბი­ლი­სი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ა­ტო­ვა და მარ­ტვილ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც მეგ­რულ ოდა­ში ღვი­ნის წარ­მო­ე­ბას მიჰ­ყო ხელი.

ქეთო ნი­ნი­ძე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის, ცხოვ­რე­ბის შეც­ვლი­სა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

რო­გორც მეღ­ვი­ნე ქალი ამ­ბობს, სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა დიდი ხა­ნია უნ­დო­და და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2015 წელს მი­ე­ცა. დღეს ქეთო ნი­ნი­ძე ოჯახ­თან ერ­თად მარ­ტვილ­ში, მე­უღ­ლის დიდი ბე­ბი­ის მიერ მე-20 სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აშე­ნე­ბულ ოდა­ში ცხოვ­რობს.

"2015 წელს სა­მეგ­რე­ლო­სა და ოკა­ცეს ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია და­არ­სდა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩემს მე­უღ­ლეს შეს­თა­ვა­ზეს. ჩავ­თვა­ლეთ, რომ ეს იყო "ნი­შა­ნი", ჩვე­ნი დიდი ხნის მის­წრა­ფე­ბა რე­ა­ლო­ბად გვექ­ცია. ორი­ვე თბი­ლი­სე­ლე­ბი ვართ, თუმ­ცა ჩემი მე­უღ­ლე წარ­მო­შო­ბით მარ­ტვი­ლი­და­ნაა, აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. სულ ამ­ბობ­და, თბი­ლის­თან ახ­ლოს აგა­რაკს არას­დროს ვი­ყი­დი, აქა­უ­რო­ბა რომ არ დავ­კარ­გოო. ასეც მოხ­და, აქა­უ­რო­ბა არ დავ­კარ­გეთ. ზოგი გი­ჟად გვთვლის, ზოგი - გმი­რად. მე კი მგო­ნია, რომ უბ­რა­ლოდ, იმას ვა­კე­თებთ, რაც სა­სარ­გებ­ლო­ცაა და სა­სი­ა­მოვ­ნოც. გვაქვს სა­ო­ცა­რი ეზო, სა­დაც ჩა­მო­დის პა­ტა­რა მდი­ნა­რე და ჩვე­ნი ეზოს ბო­ლო­ში ჩანჩქე­რით სრულ­დე­ბა. ბავ­შვე­ბი სუფ­თა ჰა­ერს სუნ­თქა­ვენ, თა­მა­შო­ბენ მი­წით, კენ­ჭე­ბით, ტო­ტე­ბით და არა - აი­პა­დით, რაც ვფიქ­რობ, მათი გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. და­დი­ან ძა­ლი­ან კარგ ბაღ­ში, სა­ღა­მოს ვმღე­რით, ვყვე­ბით ზღაპ­რებს, ვჭრით და ვკე­რავთ", - გვიყ­ვე­ბა ქეთო ნი­ნი­ძე.

გა­ნათ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გი მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში წე­რამ მი­იყ­ვა­ნა. რო­გორც მეღ­ვი­ნე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, "მა­რა­ნის" ბლო­გის­თვის წერა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო იმ სფე­რო­ში, რო­მელ­თა­ნაც მა­ნამ­დე შე­ხე­ბა არ ჰქონ­და. გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბი­სა და ცოდ­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ქეთო ნი­ნი­ძე დღეს უკვე თა­ვი­სი ოდის პირ­ველ სარ­თულ­ზე მა­რა­ნის მო­წყო­ბას ას­რუ­ლებს, ეზო­ში კი თხი­ლის ად­გილ­ზე ვაზი გა­ა­შე­ნა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქართველი ფილოლოგი ქალი, რომელმაც ღვინის სიყვარულით თბილისი მიატოვა და სამეგრელოში მეღვინეობა დაიწყო

ქართველი ფილოლოგი ქალი, რომელმაც ღვინის სიყვარულით თბილისი მიატოვა და  სამეგრელოში მეღვინეობა დაიწყო

ფილოლოგმა ქეთო ნინიძემ თბილისი რამდენიმე თვის წინ მიატოვა და მარტვილში დასახლდა, სადაც მეგრულ ოდაში ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი.

ქეთო ნინიძე "ბიზნესპრესნიუსს" ღვინის წარმოების, ცხოვრების შეცვლისა და მისი საქმიანობის მთავარი სათქმელის შესახებ ესაუბრა.

როგორც მეღვინე ქალი ამბობს, სოფლად ცხოვრება დიდი ხანია უნდოდა და ამის შესაძლებლობა 2015 წელს მიეცა. დღეს ქეთო ნინიძე ოჯახთან ერთად მარტვილში, მეუღლის დიდი ბებიის მიერ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენებულ ოდაში ცხოვრობს.

"2015 წელს სამეგრელოსა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია დაარსდა და მისი ხელმძღვანელობა ჩემს მეუღლეს შესთავაზეს. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო "ნიშანი", ჩვენი დიდი ხნის მისწრაფება რეალობად გვექცია. ორივე თბილისელები ვართ, თუმცა ჩემი მეუღლე წარმოშობით მარტვილიდანაა, აქაურობა ძალიან უყვარს. სულ ამბობდა, თბილისთან ახლოს აგარაკს არასდროს ვიყიდი, აქაურობა რომ არ დავკარგოო. ასეც მოხდა, აქაურობა არ დავკარგეთ. ზოგი გიჟად გვთვლის, ზოგი - გმირად. მე კი მგონია, რომ უბრალოდ, იმას ვაკეთებთ, რაც სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. გვაქვს საოცარი ეზო, სადაც ჩამოდის პატარა მდინარე და ჩვენი ეზოს ბოლოში ჩანჩქერით სრულდება. ბავშვები სუფთა ჰაერს სუნთქავენ, თამაშობენ მიწით, კენჭებით, ტოტებით და არა - აიპადით, რაც ვფიქრობ, მათი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დადიან ძალიან კარგ ბაღში, საღამოს ვმღერით, ვყვებით ზღაპრებს, ვჭრით და ვკერავთ", - გვიყვება ქეთო ნინიძე.

განათლებით ფილოლოგი მეღვინეობაში წერამ მიიყვანა. როგორც მეღვინე "ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას ამბობს, "მარანის" ბლოგისთვის წერა დიდი გამოცდილება იყო იმ სფეროში, რომელთანაც მანამდე შეხება არ ჰქონდა. გამოცდილების დაგროვებისა და ცოდნის მიღების შემდეგ ქეთო ნინიძე დღეს უკვე თავისი ოდის პირველ სართულზე მარანის მოწყობას ასრულებს, ეზოში კი თხილის ადგილზე ვაზი გააშენა.

განაგრძეთ კითხვა

36 წლის ქალი მეცხრე შვილის დედა გახდა - "საკეისრო კვეთის შემდეგ, რვაჯერ ბუნებრივად იმშობიარა"

როდის განახლდება საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი - განათლების სამინისტროს ინფორმაცია

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე