კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა

ქა­ბულ­ში მომ­ხდა­რი ორი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 38-მდე გა­ი­ზარ­და. 75 კი დაჭ­რი­ლია. პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბა დარ-ულ-ამა­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან მოხ­და, რა დრო­საც თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა თავი აი­ფეთ­ქა, იმავდრო­უ­ლად კი იქვე, ახ­ლოს და­ნაღ­მუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი აფეთ­ქდა. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის დროს და­ღუ­პულ­თა შო­რის ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და დე­პუ­ტა­ტი ქა­ლიც არის. დაჭ­რი­ლია არა­ბე­თის ელჩი და ყან­და­ა­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რი.

ავ­ღა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის მო­ხი­ბუ­ლა ზი­რის გან­ცხა­დე­ბით, და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან რო­გორც ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი.

ეს ად­გი­ლი ქა­ბუ­ლის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. იქ­ვეა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტი, უშიშ­რო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლო, ში­ნა­გან და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი. აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან 500 მეტრში მდე­ბა­რე­ობს რუ­სე­თის სა­ელ­ჩო, თუმ­ცა ამ უწყე­ბი­დან არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა...

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ აფეთ­ქე­ბა, ავ­ღა­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ლი­ბან­მა აიღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო "ფრანს პრე­სი" ავ­რცე­ლებს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი.გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ავღანეთში აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. 75 კი დაჭრილია. პირველი აფეთქება დარ-ულ-ამანის ქუჩაზე, სახელმწიფო დაწესებულებასთან მოხდა, რა დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, იმავდროულად კი იქვე, ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს დაღუპულთა შორის ადგილობრივი პოლიციის უფროსი და დეპუტატი ქალიც არის. დაჭრილია არაბეთის ელჩი და ყანდაარის გუბერნატორი.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლის მოხიბულა ზირის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომლები, ასევე სამოქალაქო პირები.

ეს ადგილი ქაბულის დასავლეთით მდებარეობს. იქვეა ქვეყნის პარლამენტი, უშიშროების სამმართველო, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროები. აფეთქების ადგილიდან 500 მეტრში მდებარეობს რუსეთის საელჩო, თუმცა ამ უწყებიდან არავინ დაშავებულა...

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ აფეთქება, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს.

ლალი პაპასკირი

ამბები.გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე