პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღალატი" თუ ოპტიმალური გადაწყვეტილება - როგორ აფასებენ "გაზპრომთან" ხელშეკრულებას საქართველოში
"ღალატი" თუ ოპტიმალური გადაწყვეტილება - როგორ აფასებენ "გაზპრომთან" ხელშეკრულებას საქართველოში

ქარ­თუ­ლი მხა­რე რუ­სე­თი­დან სომ­ხეთ­ში გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "გა­ზპ­რომ ექ­სპორ­ტის" მო­თხოვ­ნას და­თან­ხმდა.

"გა­ზპ­რომ ექ­სპორ­ტის" სა­ბო­ლოო წი­ნა­და­დე­ბა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს და რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ახა­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ფორ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო სომ­ხეთ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ "გა­ზპ­რო­მის­გან" ფუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღებს. ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორ­წლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, პირ­ველ წელს ნა­წი­ლობ­რივ ისევ რჩე­ბა ნედ­ლე­უ­ლით ანა­ზღა­უ­რე­ბის ფორ­მა, ხოლო შემ­დგო­მი წლი­დან ფუ­ლა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. სომ­ხეთ­ში გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ, ქარ­თუ­ლი მხა­რე "გა­ზპ­რო­მის­გან" გა­ტა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის 10%-ს იღებს.

ექ­სპერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას" უწო­დე­ბენ, ოპო­ზი­ცია "მო­ღა­ლა­ტურს", სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი კი კა­ლა­ძეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­ნებს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ენერ­გე­ტი­კოს რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძის თქმით, კახა კა­ლა­ძეს ენ­დო­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "ეს არის ბევ­რად უკე­თე­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ვიდ­რე იყო შარ­შან­დე­ლი":

"შარ­შან "გა­ზპ­რო­მის" მხრი­დან არას­წო­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი იყო. შარ­შან ისე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ახ­ლო­ე­ბით, 3-ჯერ უფრო ნაკ­ლებ ეკო­ნო­მი­კურ ეფექტს მი­ი­ღებ­და, ვიდ­რე ნა­ტუ­რით რომ იღებს ბუ­ნებ­რივ აირს. ახლა რა შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, მე არ ვიცი. ერ­თა­დერ­თი ვიცი ის, რომ რო­გორც ბა­ტონ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს არის უკე­თე­სი შე­თა­ვა­ზე­ბა და უნდა გან­გვე­ხი­ლა. დღეს ეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს. მი­მაჩ­ნია, რომ კახა კა­ლა­ძე არის ძა­ლი­ან კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი, დიპ­ლო­მა­ტი, ძა­ლი­ან კარ­გად გა­ერ­კვა ენერ­გე­ტი­კის სა­კი­თხებ­ში და არ მგო­ნია, რომ რა­ი­მე შეც­დო­მა და­ეშ­ვა", - გა­ნა­ცხა­და რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, რო­მან კა­კუ­ლი­ას აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლომ "გა­ზპ­რომ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვა და ის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის დრა­მა­ტი­ზი­რე­ბის სა­ფუძ­ველს ვერ ხე­დავს.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვენ იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­მე­ლიც დას­რულ­და. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის მო­ი­თხოვ­და სხვა პი­რო­ბე­ბის და­ყე­ნე­ბას, თუმ­ცა ის არ­სე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვერ და­არ­ღვევ­და. მო­თხოვ­ნა კი იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი არ აპი­რებ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ძვე­ლი პი­რო­ბე­ბით გაგ­რძე­ლე­ბას. ჩვენს წი­ნა­შე არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩვენ სა­ფა­სურს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­რე­შე მი­ვი­ღებთ, ეს სა­ფა­სუ­რი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი, რაც ევ­რო­პულ პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბობს. თუკი და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა, ჩვენ გვექ­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის უკე­თეს ფა­სად მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამას­თან, რუ­სე­თის მი­მართ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ნა­ი­რად არ იზ­რდე­ბა. ასე, რომ ვე­რა­ნა­ირ ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბას იმ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მხრი­დან იდგა, მე ვერ ვხე­დავ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს რო­მან კა­კუ­ლი­ამ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის რო­მან გო­ცი­რი­ძე კი "გა­ზპ­რო­მის" სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­ღა­ლა­ტურს უწო­დებს. რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი, რაც შარ­შან ჰქონ­და მთავ­რო­ბას "გა­ზპ­რომ­თან" დათ­მო­ბა­ზე წას­ვლის გა­სა­მარ­თლებ­ლად, ამო­წუ­რუ­ლია.

"მთავ­რო­ბის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის მო­ღა­ლა­ტუ­რი. აჩ­ვე­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ექ­ცე­ვა რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ. ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი, რაც შარ­შან ჰქონ­და მთავ­რო­ბას "გა­ზპ­რომ­თან" დათ­მო­ბა­ზე წას­ვლის გა­სა­მარ­თლებ­ლად, ამო­წუ­რუ­ლია. შაჰდე­ნი­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უმ­მა 500 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი გაზი გა­მოგ­ვი­ყო და­მა­ტე­ბით და ბაქო-თბი­ლი­სი-ერზრუ­მის გაზ­სა­დენ­შიც გა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ვცა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთავ­რო­ბამ კა­პი­ტუ­ლა­ცია მო­ახ­დი­ნა. აქ იკ­ვე­თე­ბა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბიც და ამას ადრე თუ გვი­ან ფარ­და აეხ­დე­ბა. რუ­სე­თის შემ­დგო­მი სა­მიზ­ნე თბი­ლი­სის გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც "ყა­ზტრანსგა­ზის" სა­კუთ­რე­ბა­შია. ამის შემ­დეგ კი რკი­ნიგ­ზა. ესაა მცო­ცა­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი ანექ­სია", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ

ექ­სპერ­ტმა სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ აინ­ტე­რე­სებს, "რა მოხ­და ერთ წე­ლი­წად­ში ამის­თა­ნა, რომ უც­ბად დავ­ნებ­დით იმას, რა­საც არ დავ­ნებ­დით 2016 წელს, აი, ეს აგ­ვიხ­სნას ბა­ტონ­მა კა­ლა­ძემ".

ექ­სპერ­ტი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას" უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ენერ­გე­ტი­კის მი­ნისტრს "სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს და რა­ტომ­ღაც დღეს აღარ ახ­სე­ნებს იმ არ­გუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც 2016 წელს მან ბო­ლოს­და­ბო­ლოს შე­ის­მი­ნა და და­ი­ყო­ლია "გა­ზპ­რო­მი" იმ პი­რო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მი­სა­ღე­ბი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლი იყო".

"ახლა მისი კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­სავ­სე გა­მო­მე­ტყე­ლე­ბა რა­ტომ­ღაც სხვა აზ­რებ­საც წარ­მო­შობს. სრუ­ლი­ად უდ­რო­ოდ, უად­გი­ლოდ და უსინ­დი­სოდ გაჟ­ღერ­და ჯერ მზა­ო­ბა იმი­სა, რომ ჩვე­ნი გაზ­სა­დე­ნის 25% თურ­მე უნდა გა­ვას­ხვი­სოთ, ახლა ამა­ზე დუ­მი­ლის რე­ჟიმ­შია ჩვე­ნი მთავ­რო­ბა, მაგ­რამ 2017 წელი მალე გა­ივ­ლის. რა თან­ხებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­პა­რა­კი და რა ასე­თი სი­ტყვის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტია "გა­ზპ­რო­მი"?. ჩვე­ნი მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა რომ დავ­ძა­ბოთ, გა­ვიხ­სე­ნებთ, რა დღე­ში ჩაგ­ვაგ­დო ამ პო­ლი­ტი­კურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და არა მხო­ლოდ გა­ზის მიმ­წო­დე­ბელ­მა სუ­ბი­ექ­ტმა - სა­ქარ­თვე­ლო სი­ცი­ვე­ში და­ტო­ვა სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნკ
0

კალაძე და ენერგეტიკა არ გაიშვა ერთად. აბა კითხეთ ენერგიის ერთეული რა არის, იქნებ ასწავლა ვინმემ უკვე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ღალატი" თუ ოპტიმალური გადაწყვეტილება - როგორ აფასებენ "გაზპრომთან" ხელშეკრულებას საქართველოში

"ღალატი" თუ ოპტიმალური გადაწყვეტილება - როგორ აფასებენ "გაზპრომთან" ხელშეკრულებას საქართველოში

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა.

"გაზპრომ ექსპორტის" საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება. სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე "გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს.

ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას "კაპიტულაციას" უწოდებენ, ოპოზიცია "მოღალატურს", სამთავრობო გუნდი კი კალაძეს გადაწყვეტილებას უწონებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენერგეტიკოს რევაზ არველაძის თქმით, კახა კალაძეს ენდობა და დარწმუნებულია, რომ "ეს არის ბევრად უკეთესი შემოთავაზება, ვიდრე იყო შარშანდელი":

"შარშან "გაზპრომის" მხრიდან არასწორი შემოთავაზებები იყო. შარშან ისეთი შემოთავაზებები იყო, რომ საქართველო დაახლოებით, 3-ჯერ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ეფექტს მიიღებდა, ვიდრე ნატურით რომ იღებს ბუნებრივ აირს. ახლა რა შეთავაზება იყო, მე არ ვიცი. ერთადერთი ვიცი ის, რომ როგორც ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს არის უკეთესი შეთავაზება და უნდა განგვეხილა. დღეს ეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მიმაჩნია, რომ კახა კალაძე არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ძალიან კარგად გაერკვა ენერგეტიკის საკითხებში და არ მგონია, რომ რაიმე შეცდომა დაეშვა", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრით, საქართველომ "გაზპრომთან" დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაიცვა და ის მიღწეული შეთანხმების დრამატიზირების საფუძველს ვერ ხედავს.

"პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, რომელიც დასრულდა. რუსეთი ყოველთვის მოითხოვდა სხვა პირობების დაყენებას, თუმცა ის არსებულ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევდა. მოთხოვნა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებდა ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელებას. ჩვენს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საფასურს ბუნებრივი აირის გარეშე მივიღებთ, ეს საფასური იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს. თუკი დამატებითი რესურსის საჭიროება დადგება, ჩვენ გვექნება ბუნებრივი აირის უკეთეს ფასად მიღების საშუალება. ამასთან, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არანაირად არ იზრდება. ასე, რომ ვერანაირ ძირეულ ცვლილებას იმ პრიორიტეტებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგა, მე ვერ ვხედავ", - განუცხადა ჟურნალისტებს რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძე კი "გაზპრომის" საკითხზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოღალატურს უწოდებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას "გაზპრომთან" დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია.

"მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური. აჩვენებს, რომ ხელისუფლება ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას "გაზპრომთან" დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც "ყაზტრანსგაზის" საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია", - განაცხადა რომან გოცირიძემ

ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ აინტერესებს, "რა მოხდა ერთ წელიწადში ამისთანა, რომ უცბად დავნებდით იმას, რასაც არ დავნებდით 2016 წელს, აი, ეს აგვიხსნას ბატონმა კალაძემ".

ექსპერტი მთავრობის გადაწყვეტილებას "კაპიტულაციას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის მინისტრს "სამწუხაროდ, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და რატომღაც დღეს აღარ ახსენებს იმ არგუმენტებს, რომელიც 2016 წელს მან ბოლოსდაბოლოს შეისმინა და დაიყოლია "გაზპრომი" იმ პირობებზე, რომელიც მისაღები და წლების განმავლობაში უცვლელი იყო".

"ახლა მისი კმაყოფილებით აღსავსე გამომეტყელება რატომღაც სხვა აზრებსაც წარმოშობს. სრულიად უდროოდ, უადგილოდ და უსინდისოდ გაჟღერდა ჯერ მზაობა იმისა, რომ ჩვენი გაზსადენის 25% თურმე უნდა გავასხვისოთ, ახლა ამაზე დუმილის რეჟიმშია ჩვენი მთავრობა, მაგრამ 2017 წელი მალე გაივლის. რა თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და რა ასეთი სიტყვის აღმასრულებელი სუბიექტია "გაზპრომი"?. ჩვენი მოკლე მეხსიერება რომ დავძაბოთ, გავიხსენებთ, რა დღეში ჩაგვაგდო ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და არა მხოლოდ გაზის მიმწოდებელმა სუბიექტმა - საქართველო სიცივეში დატოვა სწორედ პოლიტიკური მიზეზებით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.