მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სესხების გალარება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც სამთავრობო პროგრამა ეხება
სესხების გალარება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც სამთავრობო პროგრამა ეხება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სეს­ხე­ბის ლა­რი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა და­ამ­ტკი­ცა. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი 17 იან­ვრი­დან 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან იმ კლი­ენ­ტებს, ვი­საც სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა ეხე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვი­ლის თქმით, შე­სა­ბა­მის მი­თი­თე­ბას კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მის­ცემს.

"დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე აშშ დო­ლარ­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ანუ, თუ ვინ­მეს ჰქონ­და სეს­ხი აღე­ბუ­ლი 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე და გა­აჩ­ნია ნაშ­თი ან იმა­ვე ბან­კში, ან ახლა არის გა­და­სუ­ლი სხვა ბან­კში, პო­ტენ­ცი­უ­რად ეხე­ბა ეს აქ­ცია. სულ ასე­თი სეს­ხი არის 33 000. თუ მსეს­ხე­ბელს გა­აჩ­ნია 40 000-ზე მეტი ოდე­ნო­ბის სეს­ხი, მა­შინ მას შე­ე­ხე­ბა ნა­წი­ლობ­რივ სუბ­სი­დი­რე­ბა ანუ 40 000 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში ეხე­ბა სუბ­სი­დი­რე­ბა. თუ მსეს­ხე­ბელს აქვს სეს­ხი 100 000 დო­ლარ­ზე მეტი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ის ამ პროგ­რა­მა­ში ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამას­თა­ნა­ვე, სუბ­სი­დი­რე­ბა არ შე­ე­ხე­ბათ მათ, ვისი შე­მო­სა­ვა­ლიც არის 100 000 ლარ­ზე მეტი 2015 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­საშ­ვე­ბია პორ­ტი­რე­ბა ანუ თუ სხვა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი გვთა­ვა­ზობს უკე­თეს პი­რო­ბებს, ვიდ­რე მომ­სა­ხუ­რე ბან­კი, მა­შინ პორ­ტი­რე­ბა და­საშ­ვე­ბია და შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეთ იქ, სა­დაც უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი გვექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პროგ­რა­მა იწყე­ბა 17 იან­ვრი­დან და 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

"ამ 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ზი­კურ პი­რებს, ვი­საც პო­ტენ­ცი­უ­რად ეხე­ბა ეს აქ­ცია, შე­უძ­ლი­ათ მი­ა­კი­თხონ მათ­თვის სა­სურ­ველ კო­მერ­ცი­ულ ბანკს. ეს პროგ­რა­მა არის ერთჯე­რა­დი და არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი. ჩვენ მივ­ცემთ მი­თი­თე­ბას კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს, რომ 5 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სმს-ით ან სხვა რა­ი­მე გზით შე­ეხ­მი­ა­ნონ და აც­ნო­ბონ იმ პი­რებს, ვი­საც პო­ტენ­ცი­უ­რად ეხე­ბათ ეს აქ­ცია. ფი­ზი­კურ პი­რებს არ სჭირ­დე­ბათ, რომ გან­კარ­გუ­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბი ბო­ლომ­დე გა­არ­კვი­ონ. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, თვი­თონ და­უ­კავ­შირ­დნენ მათ, ვი­საც პო­ტენ­ცი­უ­რად ეხე­ბათ ეს პროგ­რა­მა. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვინც თვლის, რომ მას ეხე­ბა, მაგ­რამ პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ და­უ­კავ­შირ­და, მა­თაც აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ეხ­მი­ა­ნონ კო­მერ­ცი­ულ ბანკს და გა­და­ა­მოწ­მონ, ეხე­ბათ თუ არა სუბ­სი­დი­რე­ბის აქ­ცია", - გა­ნა­ცხა­და მესტვი­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბან­კებს აეკ­რძა­ლე­ბათ, რომ კონ­ვერ­ტა­ცი­ის დროს გა­და­ახ­დე­ვი­ნონ მსეს­ხე­ბელს რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯი, წი­ნას­წარ და­ფარ­ვის სა­კო­მი­სიო ან სეს­ხის და­ფარ­ვის სა­კო­მი­სიო.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რამ­დენ პრო­ცენ­ტში გა­გი­ლა­რე­ბენ დო­ლარ­ში აღე­ბულ სესხს, თუ "თი­ბი­სი ბან­კის" კლი­ენ­ტი ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

სესხების გალარება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც სამთავრობო პროგრამა ეხება

სესხების გალარება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც სამთავრობო პროგრამა ეხება

საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა. კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს.

"დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ანუ, თუ ვინმეს ჰქონდა სესხი აღებული 2015 წლის 1-ელ იანვრამდე და გააჩნია ნაშთი ან იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, პოტენციურად ეხება ეს აქცია. სულ ასეთი სესხი არის 33 000. თუ მსესხებელს გააჩნია 40 000-ზე მეტი ოდენობის სესხი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება ანუ 40 000 დოლარის ფარგლებში ეხება სუბსიდირება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, სუბსიდირება არ შეეხებათ მათ, ვისი შემოსავალიც არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა იწყება 17 იანვრიდან და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"ამ 2 თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, შეუძლიათ მიაკითხონ მათთვის სასურველ კომერციულ ბანკს. ეს პროგრამა არის ერთჯერადი და არის ნებაყოფლობითი. ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში სმს-ით ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს აქცია. ფიზიკურ პირებს არ სჭირდებათ, რომ განკარგულების დეტალები ბოლომდე გაარკვიონ. კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან, თვითონ დაუკავშირდნენ მათ, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს პროგრამა. თუმცა, ბუნებრივია, ვინც თვლის, რომ მას ეხება, მაგრამ პროგრამის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში არავინ დაუკავშირდა, მათაც აქვთ შესაძლებლობა, შეეხმიანონ კომერციულ ბანკს და გადაამოწმონ, ეხებათ თუ არა სუბსიდირების აქცია", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ბანკებს აეკრძალებათ, რომ კონვერტაციის დროს გადაახდევინონ მსესხებელს რაიმე დამატებითი ხარჯი, წინასწარ დაფარვის საკომისიო ან სესხის დაფარვის საკომისიო.

ასევე წაიკითხეთ: რამდენ პროცენტში გაგილარებენ დოლარში აღებულ სესხს, თუ "თიბისი ბანკის" კლიენტი ხართ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი