სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პირობებზე დათანხმდა "გაზპრომს" ქართული მხარე - ორწლიანი ხელშეკრულების დეტალები
რა პირობებზე დათანხმდა "გაზპრომს" ქართული მხარე - ორწლიანი ხელშეკრულების დეტალები

ქარ­თუ­ლი მხა­რე რუ­სე­თი­დან სომ­ხეთ­ში გა­ზის ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "გა­ზპ­რომ ექ­სპორ­ტის" მო­თხოვ­ნას და­თან­ხმდა.

"გა­ზპ­რომ ექ­სპორ­ტის" სა­ბო­ლოო წი­ნა­და­დე­ბა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს და რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ახა­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ფორ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ "გა­ზპ­რომ ექ­სპორ­ტის" სა­ბო­ლოო წი­ნა­და­დე­ბა სომ­ხეთ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტრან­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე რა­უნ­დი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ჩვენ შევ­ძე­ლით "გა­ზპ­რომ ექ­სპორ­ტის­გან", არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ოპ­ტი­მა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბა. მთავ­რო­ბამ იმ­სჯე­ლა ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე და მი­ი­ღო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე არ იზ­რდე­ბა. იც­ვლე­ბა მხო­ლოდ გა­დახ­დის ფორ­მა, რაც გუ­ლის­ხმობს ნედ­ლე­უ­ლით ანა­ზღა­უ­რე­ბის ნაც­ვლად სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ფუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­დას­ვლას. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­და­სახ­დელ ტრან­ზი­ტის სა­ფა­სურს, ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის. ასე­ვე, ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სე­ზო­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მი­ვი­ღოთ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბა შემ­ცი­რე­ბულ ფა­სად - 215 დო­ლა­რის ნაც­ვლად 185 დო­ლა­რად", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორ­წლი­ა­ნია, თუმ­ცა პირ­ველ წელს ნა­წი­ლობ­რივ ისევ რჩე­ბა ნედ­ლე­უ­ლით ანა­ზღა­უ­რე­ბის ფორ­მა, ხოლო შემ­დგომ გაგ­რძელ­დე­ბა ფუ­ლა­დი ან­გა­რიშ­შწო­რე­ბა.

"ეს იყო ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტივს სცემს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პებ­სა და სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებს, რაც მისი, რო­გორც სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­ზი­ტის სა­ფა­სურს, კა­ლა­ძე კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ "ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით ჩვენ ვი­ღებთ და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე შე­დეგს, რაც ნედ­ლე­უ­ლის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში"

"რა თქმა უნდა, არ იყო ად­ვი­ლი ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა იყო და ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან და­ი­წყო ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც შედ­გა, იყო სა­უ­კე­თე­სო იმ წი­ნა­და­დე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც იყო მი­ღე­ბუ­ლი", - გან­მარ­ტა კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რომ თუკი შარ­შან­დე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­მარ­ჯვე­ბად ჩა­ით­ვა­ლა ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის ნედ­ლე­უ­ლით ანა­ზღა­უ­რე­ბის პრაქ­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ახლა რა­ტომ მოხ­და პო­ზი­ცი­ის დათ­მო­ბა, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა: "პო­ზი­ცი­ის დათ­მო­ბას ვერ ვი­ტყვით. ჩვენ დღეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არა გვაქვს, 31 დე­კემ­ბერს გა­უ­ვი­და ვადა. მათი მო­თხოვ­ნა იყო, რომ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით ფი­ნან­სურ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე, რო­გორც ეს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბო­და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წა­მო­ღე­ბა არა­კა­ნო­ნი­ე­რად, ანუ მოგ­ვე­პა­რა მილ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბუნბ­რი­ვი აირი. შემ­დეგ ამას მოჰ­ყვე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ში წას­ვლა და ეს გა­ცი­ლე­ბით დიდი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა პირობებზე დათანხმდა "გაზპრომს" ქართული მხარე - ორწლიანი ხელშეკრულების დეტალები

რა პირობებზე დათანხმდა "გაზპრომს" ქართული მხარე - ორწლიანი ხელშეკრულების დეტალები

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა.

"გაზპრომ ექსპორტის" საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

იხილეთ ვიდეო

"დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ "გაზპრომ ექსპორტის" საბოლოო წინადადება სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით "გაზპრომ ექსპორტისგან", არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება.

ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშშწორება.

"ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ "ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში"

"რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი ეს მოლაპარაკებები. რამდენიმე შეხვედრა იყო და ძალიან განსხვავებული პოზიციებიდან დაიწყო ჩვენი მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმება, რომელიც შედგა, იყო საუკეთესო იმ წინადადებებისგან, რომელიც იყო მიღებული", - განმარტა კალაძემ.

კითხვაზე, რომ თუკი შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართული მხარის გამარჯვებად ჩაითვალა ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება, ახლა რატომ მოხდა პოზიციის დათმობა, კალაძემ აღნიშნა: "პოზიციის დათმობას ვერ ვიტყვით. ჩვენ დღეს ხელშეკრულება არა გვაქვს, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნბრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."