საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" მომავალი ხელმძღვანელობა პარტიული სიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლებს ამოიღებს
"ნაციონალური მოძრაობის" მომავალი ხელმძღვანელობა პარტიული სიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლებს ამოიღებს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, რო­მელ­საც პარ­ტი­ის 20 იან­ვრის ყრი­ლო­ბა­ზე აირ­ჩე­ვენ, შე­საძ­ლოა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან იმ პი­რე­ბის ამო­ღე­ბა­ზე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც უგუ­ლა­ვა-ბო­კე­რი­ას გუნდს წარ­მო­ად­გე­ნენ და რომ­ლე­ბიც, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში პარ­ტი­ას და­ტო­ვე­ბენ.

რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნინო კა­ლან­და­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ლო­გი­კუ­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­ტო­ვე­ბენ, ამ პარ­ტი­ის სიით პარ­ლა­მენ­ტში ვე­ღარ შე­ვიდ­ნენ. მან აქვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს თემა ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"ამ ეტაპ­ზე მსგავ­სი არა­ფე­რი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ ყრი­ლო­ბი­სათ­ვის ვემ­ზა­დე­ბით - ჯერ მმარ­თვე­ლი რგო­ლი უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­მე­ლიც ყრი­ლო­ბამ უნდა აირ­ჩი­ოს და მერე მი­ი­ღე­ბა ყვე­ლა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცხა­დია, ლო­გი­კუ­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­ას და­ტო­ვე­ბენ, იმ პარ­ტი­ის სიით პარ­ლა­მენ­ტში ვე­ღარ შევ­ლენ, მაგ­რამ ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ­მა პო­ლიტ­საბ­ჭომ უნდა მი­ი­ღოს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნინო კა­ლან­და­ძემ.

პარ­ტი­ის კი­დევ ერთი წარ­მო­მად­გენ­ლის, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლის აზ­რით, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" უგუ­ლა­ვა-ბო­კე­რი­ას ფრთას წარ­მო­ად­გენს, თუკი პარ­ტი­ის ახა­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. თარ­ხნიშ­ვი­ლი აქ­ცენტს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბი­სა და პარ­ტი­ის მო­მა­ვა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის სა­კი­თხზე აკე­თებს.

"ის, თუ რას იზამს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ახა­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც ყრი­ლო­ბა აირ­ჩევს, ეს მათი საქ­მეა და მათ უნდა ჰკი­თხით - მე თუ მკი­თხავ, ეს ყრი­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ არის... რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ მხა­რეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის ლე­გი­ტი­მურ წარ­მო­მად­გე­ნელს, უფ­ლე­ბა აქვს, ნე­ბის­მი­ერ დროს, როცა სია აქ­ტი­უ­რი არ არის, სი­ი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ამო­ი­ღოს. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ყრი­ლო­ბა ლე­გი­ტი­მუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა, აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის ახა­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მისი ხელ­მო­წე­რით ცეს­კო­ში შევა წე­რი­ლი, სი­ი­დან ვი­ღა­ცის ამო­სა­ღე­ბად, ეს იქ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი წე­რი­ლი და მისი ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა. ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვერ ვხე­დავ, ისე­ვე რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ცეს­კოს სერ­გო რა­ტი­ან­მა წა­რად­გი­ნა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლე­ვან თარ­ხნი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის და ცეს­კო­ში ამ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის სერ­გო რა­ტი­ა­ნის წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი არი­ან: - ნინო კა­ლან­და­ძე, ომარ მეგ­რე­ლი­ძე, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი და ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან ამო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე ცეს­კოს გან­ცხა­დე­ბით მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მაც მი­მარ­თა.

"ნაციონალური მოძრაობის" მომავალი ხელმძღვანელობა პარტიული სიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლებს ამოიღებს

"ნაციონალური მოძრაობის" მომავალი ხელმძღვანელობა პარტიული სიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლებს ამოიღებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც პარტიის 20 იანვრის ყრილობაზე აირჩევენ, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან იმ პირების ამოღებაზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომლებიც უგულავა-ბოკერიას გუნდს წარმოადგენენ და რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს დღეებში პარტიას დატოვებენ.

როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" ნინო კალანდაძემ განუცხადა, ლოგიკურია, რომ ადამიანები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებენ, ამ პარტიის სიით პარლამენტში ვეღარ შევიდნენ. მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თემა ამ ეტაპზე არ განიხილება.

"ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი განიხილება. ჩვენ ყრილობისათვის ვემზადებით - ჯერ მმართველი რგოლი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ყრილობამ უნდა აირჩიოს და მერე მიიღება ყველა სხვა გადაწყვეტილება. ცხადია, ლოგიკურია, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიას დატოვებენ, იმ პარტიის სიით პარლამენტში ვეღარ შევლენ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება ახალმა პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნინო კალანდაძემ.

პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლევან თარხნიშვილის აზრით, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" უგულავა-ბოკერიას ფრთას წარმოადგენს, თუკი პარტიის ახალი მმართველობითი ორგანო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნება. თარხნიშვილი აქცენტს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობისა და პარტიის მომავალი ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობის საკითხზე აკეთებს.

"ის, თუ რას იზამს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მმართველობითი ორგანო, რომელსაც ყრილობა აირჩევს, ეს მათი საქმეა და მათ უნდა ჰკითხით - მე თუ მკითხავ, ეს ყრილობა საერთოდ არ არის... რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტის ლეგიტიმურ წარმომადგენელს, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, როცა სია აქტიური არ არის, სიიდან ნებისმიერი ადამიანი ამოიღოს. შესაბამისად, თუკი ყრილობა ლეგიტიმურად ჩატარდება, აღიარებული იქნება საარჩევნო ბლოკის ახალი ლეგიტიმური წარმომადგენელი და მისი ხელმოწერით ცესკოში შევა წერილი, სიიდან ვიღაცის ამოსაღებად, ეს იქნება ლეგიტიმური წერილი და მისი ლეგიტიმური უფლება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, ისევე როგორც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ წერილში, რომელიც ცესკოს სერგო რატიანმა წარადგინა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან თარხნიაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი აღმასრულებელი მდივნის და ცესკოში ამ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სერგო რატიანის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო სიიდან ამოღებული არიან: - ნინო კალანდაძე, ომარ მეგრელიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ამოღების თაობაზე ცესკოს განცხადებით მიხეილ მაჭავარიანმაც მიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."