მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განმარტებას აკეთებს პრემიერი თბილისის ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე
რა განმარტებას აკეთებს პრემიერი თბილისის ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გარ­კვე­ულ კლუ­ბებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

"რო­გორც მე და­ვაკ­ვირ­დი, მოხ­და არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და ის დას­კვნე­ბი, რა დას­კვნე­ბიც გა­მო­ი­ტა­ნეს. შე­საძ­ლოა, მა­შინ­ვე ჯობ­და ალ­ბათ მეტი გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ერთი სა­ა­თია გა­სუ­ლი და მე მგო­ნია, არც ახლა არის გვი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბო­და ღა­მის კლუ­ბებს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია "ვარ­დე­ბის მო­ედ­ნის" ქვეშ, სა­დაც არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. მე ვახ­სე­ნე, რომ ად­გი­ლობ­რივ, ქარ­თუ­ლი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს არ უშ­ვე­ბენ და რა­ტომ­ღაც მოხ­და ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა, თით­ქოს მე ვზრუ­ნავ იმა­ზე, რომ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი შე­უშ­ვან ღა­მის კლუ­ბებ­ში. არა მე­გობ­რე­ბო, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუ ეს ვინ­მემ ასე გა­ი­გო, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ მინ­და ვთქვა - ჩემ­თვის სამ­წუ­ხა­რო ხდე­ბა ამ კლუ­ბებ­ში ის, რომ იქ არის პროს­ტი­ტუ­ცია, მათ შო­რის ჩვე­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის. არც ერთი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი არ მო­ით­მენს იმას, რაც იქ ხდე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ არ ხდე­ბა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის შეშ­ვე­ბა ამ კლუ­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს არის ის მწა­რე რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს და ამის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ა­ვა­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე ამ სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლა და­ა­ვა­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კუ­თხით მის მრჩე­ველს, სოფო ჯა­ფა­რი­ძეს, "ვი­ნა­ი­დან, შე­საძ­ლოა ხდე­ბო­დეს ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა იმ კუ­თხით, რომ უშ­ვე­ბენ მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ადა­მი­ა­ნებს და არ უშ­ვე­ბენ მამ­რო­ბი­თი სქე­სის ადა­მი­ა­ნებს".

"ვი­საც არას­წო­რი დას­კვნა აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი, მათ­თვის ვი­ტყვი - მთა­ვა­რი წუ­ხი­ლი ჩემი არის პრობ­ლე­მა, რომ იქ არ უშ­ვე­ბენ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს, არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ კუ­თხით, რომ იქ ხდე­ბა ქარ­თვე­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის ჩარ­თვა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში. ეს არის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა. უფრო მე­ტიც, ეს არის ჩემი, რო­გორც ამ ქვეყ­ნის შვი­ლის ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და სწო­რედ ამი­ტომ არის პრობ­ლე­მა­ტუ­რი, ეს სა­კი­თხი გა­და­წყდეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე.

მე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნე, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მოხ­დეს ემო­ცი­ე­ბის აგო­რე­ბა, მაგ­რამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­მა იმოქ­მე­დონ და სტი­ქი­უ­რად არ უნდა მოხ­დეს ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა.

მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ არის ემო­ცი­უ­რი სა­კი­თხი, ჩემ­თვი­საც მათ შო­რის, მაგ­რამ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმი­ტომ, რომ აქ სა­კი­თხი ეხე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვას და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის არ უნდა ჰქონ­დეს, მათ შო­რის არც იმ უცხო­ე­ულ ინ­ვეს­ტორს, ვინც აქ აკე­თებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს.

ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხდე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ბევ­რი კუ­თხით. პროს­ტი­ტუ­ცია არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ჩარ­თვა ხდე­ბა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მო­ვიყ­ვა­ნე ის მა­გა­ლი­თი, რომ უშ­ვე­ბენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ადა­მი­ა­ნებს და არ უშ­ვე­ბენ მამ­რო­ბი­თი სქე­სის ადა­მი­ა­ნებს, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ტა­ნე­ლია ამის ყუ­რე­ბა, იქ რაც ხდე­ბა. ეს არის ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის სა­კი­თხიც და ჩვენ ეს არ უნდა დავ­მა­ლოთ.

მე იმი­ტომ გა­მო­ვი­ტა­ნე სა­ჯა­როდ, იმი­ტომ მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცებს, რომ მათ გა­და­წყვი­ტონ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა განმარტებას აკეთებს პრემიერი თბილისის ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

რა განმარტებას აკეთებს პრემიერი თბილისის ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გარკვეულ კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

"როგორც მე დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც გამოიტანეს. შესაძლოა, მაშინვე ჯობდა ალბათ მეტი განმარტებების გაკეთება, მაგრამ ერთი საათია გასული და მე მგონია, არც ახლა არის გვიან.

რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია "ვარდების მოედნის" ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც არსებობს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დაავალა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მის მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, "ვინაიდან, შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს".

"ვისაც არასწორი დასკვნა აქვს გამოტანილი, მათთვის ვიტყვი - მთავარი წუხილი ჩემი არის პრობლემა, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი, არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. უფრო მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური, ეს საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მალე.

მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ემოციების აგორება, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ და სტიქიურად არ უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაწყვეტა.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ არის ემოციური საკითხი, ჩემთვისაც მათ შორის, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონის დარღვევის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოეულ ინვესტორს, ვინც აქ აკეთებს ინვესტიციებს.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხდება კანონდარღვევა ბევრი კუთხით. პროსტიტუცია არის კანონდარღვევა საქართველოში, განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის დასადასტურებლად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს, იმიტომ, რომ ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია ამის ყურება, იქ რაც ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და ჩვენ ეს არ უნდა დავმალოთ.

მე იმიტომ გამოვიტანე საჯაროდ, იმიტომ მივეცი დავალება სახელმწიფო ინსტიტუცებს, რომ მათ გადაწყვიტონ კანონმდებლობის ფარგლებში", - განაცხადა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."