პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა
მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა

ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­ბუ­ქე­ბა და მათი მი­თო­ლო­გი­ზა­ცია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის სე­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს "სენი" სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სა­ი­დან იქ­მნე­ბა ის­ტო­რი­ის არა­რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი და რა­ტომ მოს­წონს ის ხალ­ხს? - ამ კი­თხვე­ბით თსუ-ს ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რანტს დი­მიტ­რი სი­ლა­ქა­ძეს მივ­მარ­თეთ:

- მი­თე­ბი სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა რა­მის გამო იქ­მნე­ბო­და. ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნი სენ­სა­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბაა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზოგს ქმნიდ­ნენ სპე­ცი­ა­ლუ­რად და ზო­გიც რა­ღაც ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია, თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ. ან­ტი­კუ­რი ხა­ნის და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლ­ა­თა­სი­ა­ნი არ­მი­ე­ბის შე­სა­ხებ, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მაგ: ჰე­რო­დო­ტე წერ­და, რომ სპარ­სელ­თა არ­მია ძვ.წ 480 წლის სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის დროს და­ახ­ლო­ე­ბით 5,6 მი­ლი­ო­ნი იყოო. იმ დრო­ის ის­ტო­რი­კო­სებს ამის შე­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, მერე უკვე, XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჰანს დელბ­რი­უკ­მა და სხვა ის­ტო­რი­კო­სებ­მა გა­და­ა­მოწ­მეს, გა­ა­ნა­ლი­ზეს და მი­ვიდ­ნენ იმ დას­კვნამ­დე, რომ თუ სპარ­სე­ლებს მარ­თლა ამ­ხე­ლა ლაშ­ქა­რი ეყო­ლე­ბო­და, ჯარი იმ­დრო­ინ­დე­ლი ბაღ­და­დი­დან-ბერ­ლი­ნამ­დე იქ­ნე­ბო­და გა­და­ჭი­მუ­ლი.

გარ­და ამი­სა, იმ დრო­ინ­დე­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ­ხე­ლა ჯა­რის მარ­თვა. მი­თე­ბი იქ­მნე­ბო­და ომე­ბის მე­რეც, მაგ: როცა გა­ი­მარ­ჯვებ­დნენ მე­ტო­ქე­ზე, წერ­დნენ, რომ იყო იმა­ზე მეტი ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად, რათა სა­კუ­თა­რი გა­მარ­ჯვე­ბა კი­დევ უფრო გმი­რუ­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნათ, ასე­ვე როცა მარ­ცხდე­ბოდ­ნენ, სა­კუ­თარ რა­ო­დე­ნო­ბას ნაკ­ლებს უთი­თებ­დნენ, რომ გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი მი­ზე­ზი ჰქო­ნო­დათ და სხვა. იყო მი­თე­ბი, რო­მელ­საც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გან­გებ ქმნიდ­ნენ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით XIX-XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ოდს ეხე­ბა.

- ქარ­თველ ის­ტო­რი­კოს­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში მუ­სულ­მან­თა კო­ა­ლი­ცი­ას ყავ­და უზარ­მა­ზა­რი ლაშ­ქა­რი, ზოგი წყა­რო 600 000-ც კი წერს...

- ამ მას­შტა­ბის არ­მი­ე­ბი შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობ­და. თურქ-სელ­ჩუკ­თა იმ­პე­რი­ამ მისი ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ბრძო­ლა­ში 1071 წელს მა­ნა­ზ­კერ­თან, რო­დე­საც ბი­ზან­ტი­ას ებ­რძო­და და ამ ბრძო­ლა­ში წყდე­ბო­და თუ ვინ იქ­ნე­ბო­და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დო­მი­ნან­ტი სა­ხელ­მწი­ფო, მხო­ლოდ 20-30 000 მე­ომ­რის გა­მოყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხეს. ზო­გა­დად, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 30 000-ანი არ­მია ით­ვლე­ბო­და გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბის არ­მი­ად და სულ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ბრძო­ლე­ბია, სა­დაც ამ­ხე­ლა რა­ო­დე­ნო­ბა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. IX-X სა­უ­კუ­ნის ბი­ზან­ტი­ურ სამ­ხედ­რო ტრაქ­ტატ­ში ეწე­რა, რომ 5-12 000 კა­ცი­ა­ნი არ­მი­ით შე­იძ­ლე­ბო­და სტრა­ტე­გი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. უამ­რა­ვი მსგავ­სი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა. უფრო დიდი არ­მი­ე­ბის შეკ­რე­ბა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო: სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­სურ­სის (რო­მე­ლიც შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 1 პრო­ცენტზე ნაკ­ლე­ბი იყო), სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­ბა­ლი დო­ნის, მარ­თვის შე­უძ­ლებ­ლო­ბის და კი­დევ მრა­ვა­ლი და მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გამო.

და­ვუშ­ვათ, რომ მუს­ლიმ­თა კო­ა­ლი­ცია შედ­გე­ბო­და 400 000 მებ­რძო­ლი­სა­გან, მა­შინ სა­მარ­შო კო­ლო­ნა იმ­დრო­ინ­დე­ლი გზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­და­ი­ჭი­მე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 400 კი­ლო­მეტრზე და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის არ­მი­ის ავან­გარ­დი რომ დიდ­გორს მო­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, არი­ერ­გარ­დი ჯერ კი­დევ არ იქ­ნე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი. ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, გან­ხილ­ვა­დაც არ ღირს. ამას და­ვუ­მა­ტოთ ის ფაქ­ტო­რიც, რომ დიდ­გო­რის ბრძო­ლის წინ ერ­თი­ა­ნი სელ­ჩუ­კუ­რი სა­ხელ­მწი­ფო აღარ არ­სე­ბობს, რო­მელ­მაც მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ბრძო­ლა­ში მხო­ლოდ 20 - 30 000 მე­ომ­რის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლო და დიდ­გორ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რძვის ამ დაშ­ლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­დან წარ­მოქ­მნი­ლი რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თე­უ­ლის კო­ა­ლი­ცია. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში ბოლო პე­რი­ო­დის კვლე­ვე­ბის შე­დე­გად უკვე მი­იჩ­ნე­ვა, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის არ­მია და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 კა­ცი­სა­გან შედ­გე­ბო­და და თუ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მას­შტა­ბებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ეს იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი არ­მია, რომ­ლის მსგავ­სიც ას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე იშ­ვი­ა­თად იკ­რი­ბე­ბო­და. და სწო­რედ ამი­ტომ იყო - "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი", ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი არ­მია და­ა­მარ­ცხა და­ვით­მა, თა­ვის მხრივ და­ვი­თის არ­მი­ის რი­ცხოვ­ნო­ბაც ამ ომი­სათ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე გათ­ვლე­ბით 15-18 000 კა­ცი­სა­გან შედ­გე­ბო­და.

ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მას ის წარ­მო­ად­გენს, რომ სამ­ხედ­რო თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენ­თან ბოლო პე­რი­ო­დამ­დე ნაკ­ლე­ბად ხდე­ბო­და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წყა­რო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი, რაც ევ­რო­პა­ში 19-ე სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და 20-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში და­ი­წყო. დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ზე უა­რეს მა­გა­ლითს გე­ტყვით, და­ვი­თის ის­ტო­რი­კო­სის ცნო­ბით, რო­დე­საც და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა აიღო სამ­შვილ­დე 1110 წელს, სულ­თნის 100 000-იანი ჯარი შე­უმ­ჩნევ­ლად მო­ვი­და. ამ­ხე­ლა არ­მია რომც არ­სე­ბუ­ლი­ყო იმ პე­რი­ოდ­ში შე­უმ­ჩნევ­ლად რო­გორ მო­ვი­დო­და? მეფე ტაძ­რე­უ­ლით ნა­ჭარ­მა­გევს იდგა. სა­ღა­მოს თრი­ა­ლეთ­ში მათი მის­ვლა შე­ი­ტყო. ღა­მით 1500 კა­ცით გა­ემ­გზავ­რა, ცის­კარ­ზე შე­ებ­რძო­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და სძლია. დღის მი­წურ­ვი­სას თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი გა­იქ­ცა თურ­ქთა ბა­ნა­კი; კარ­ვებ­სა და ჭურ­ჭელ­საც არ მი­ხე­დე­სო, ისე გა­იქ­ცნენ თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქარ­თვე­ლებ­მა ღამე გა­ი­გეს, მთე­ლი ღამე აჭე­ნეს ცხე­ნე­ბი და ცის­კარ­ზე დაღ­ლი­ლე­ბი შე­ებ­ნენ იმ­ხე­ლა ჯარს, როცა ერთ კაც­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 66 ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და და და­ა­მარ­ცხეს. ეს ხომ უფრო ზღაპ­რის სი­უ­ჟეტს გავს, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბას?! რე­ა­ლუ­რად ამ ის­ტო­რი­ა­ში პრობ­ლე­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის არ­მი­ის გა­ბე­რი­ლი მო­ნა­ცე­მია და ამ ამ­ბის უკ­რი­ტი­კოდ მი­ღე­ბა, რაც თა­ვის ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას აკარ­გვი­ნებს და ზღაპ­რულ სი­უ­ჟე­ტად აქ­ცევს. ჩვენ სწო­რედ კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ზღაპ­რუ­ლი და მი­თო­ლო­გი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბის­გან გაწ­მენ­დს ჩვენ ის­ტო­რი­ას, რაც სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის და სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

- სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ახ­სე­ნეთ და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, თუ ერე­ოდ­ნენ და ამა­ხინ­ჯებ­დნენ ფაქ­ტებს?

- რა თქმა უნდა. მა­გა­ლი­თად ავი­ღოთ 1918-21 წლის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რია და ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, რად­გან საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა ეს რეს­პუბ­ლი­კა და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეც­დე­ბო­და ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას. მაგ: ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ თბი­ლისს მხო­ლოდ იუნკრე­ბი იცავ­დნენ. იმ დროს, რო­დე­საც საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მე­თერ­თმე­ტე არ­მია თბი­ლისს მო­ად­გა, იუნ­კერ­თა სამ­ხედ­რო სკო­ლა­ში სიით მხო­ლოდ 183 იუნ­კე­რი ირი­ცხე­ბო­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი თბი­ლისს რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ი­სა და სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის 10 000-მდე ჯა­რის­კა­ცი და ოფი­ცე­რი იცავ­და და მათ შო­რის იუნ­კერ­თა სამ­ხედ­რო სკო­ლის კურ­სან­ტი მხო­ლოდ 166 იყო. მთლი­ა­ნად კი სა­ო­მა­რი კამ­პა­ნი­ის დროს რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ათა­სი ქარ­თვე­ლი იბ­რძო­და ომში.

ასე­ვე იწე­რე­ბო­და, რომ ქარ­თულ არ­მი­ას რუ­სუ­ლი კავ­კა­სი­ის არ­მი­ი­დან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ია­რა­ღის უზარ­მა­ზა­რი მა­რა­გი დარ­ჩა, მაგ­რამ მთავ­რო­ბამ არ გახ­სნა სა­წყო­ბე­ბი და ვერ გა­მო­ი­ყე­ნა სა­თა­ნა­დოდ არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღი, რაც შემ­დეგ რუ­სებს დარ­ჩათ ალა­ფად. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ჯერ კი­დევ 1918 წლი­სათ­ვის, როცა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ცხად­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში იმა­ზე ნაკ­ლე­ბი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბი დაგ­ვრჩა რუ­სუ­ლი არ­მი­ი­სა­გან, ვიდ­რე 1921 წლის ომი­სათ­ვის იყო სა­ჭი­რო. ამ დარ­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი 1918 წლი­დან 1921 წლამ­დე ომებ­ში და­ი­ხარ­ჯა. ამი­ტომ, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი ევ­რო­პა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რი­დი­უ­ლად აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს ნო­მერ პირ­ველ სა­კი­თხად ია­რა­ღის ჩუ­ქე­ბას ან შეს­ყიდ­ვას სვამ­დნენ. მო­ხერ­ხდა ია­რა­ღის რამ­დე­ნი­მე მცი­რე პარ­ტი­ის შე­მო­ტა­ნა, რაც საკ­მა­რის­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტი იგ­რძნო­ბო­და შაშ­ხა­ნე­ბის, არ­ტი­ლე­რი­ის, ვაზ­ნე­ბი­სა და ჭურ­ვე­ბის მხრივ. ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ჟორ­და­ნი­ას მთავ­რო­ბა უუ­ნა­როდ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. ამავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ზე მი­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უნებ­ლი­ედ ხელი შე­უ­წყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სულ­თა შო­რის არ­სე­ბულ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ, რო­დე­საც ქვეყ­ნის დან­გრე­ვას ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლებ­და, ამი­ტომ ის­ტო­რი­კო­სის ვა­ლია კარ­გად შე­ის­წავ­ლოს ყვე­ლა წყა­რო და რო­მე­ლი­მე მხა­რის ად­ვო­კა­ტად არ იქ­ცეს.

- რა­ტომ უხა­რი­ათ ადა­მი­ა­ნებს ამ მი­თე­ბის არ­სე­ბო­ბა? ხომ არაა ეს ერ­თგვა­რად პა­ტა­რა ერის კომ­პლექ­სი?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­იძ­ლე­ბა ეგეც იყოს, მაგ­რამ მე უფრო სხვა რა­მეს და­ვაბ­რა­ლებ­დი. ჩვე­ნი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ბევ­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი, თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო ძა­ლი­ან ჩა­მორ­ჩა და­სავ­ლურ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას, შე­სა­ბა­მი­სად ერის დიდი მა­სის აზ­როვ­ნე­ბაც დარ­ჩა ად­რინ­დელ ჩარ­ჩო­ებ­ში. ზე­მოთ რად­გა­ნაც სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ზე გვიხ­დე­ბო­და სა­უ­ბა­რი, ამა­ვე თე­მა­ზე ვი­ტყვი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან XX სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ას ნაკ­ლე­ბად იკ­ვლევ­დნენ, ალ­ბათ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლიც იყო. მე რაც მი­ნა­ხავს, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე კარ­გი კვლე­ვა იყო, აკა­კი კლდი­აშ­ვი­ლის მიერ ერეკ­ლეს II-ის პე­რი­ო­დის შეს­წავ­ლა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით. ეს იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი ნაშ­რო­მი, თუმ­ცა ეს დი­სერ­ტა­ცია არ გა­მო­უ­ცი­ათ. ამ ფაქ­ტი­თაც კარ­გად ჩანს, თუ რა მიდ­გო­მა იყო თუნ­დაც სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა

მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა

ისტორიული ფაქტების გაბუქება და მათი მითოლოგიზაცია მსოფლიო ისტორიის სენია. ბუნებრივია, ეს "სენი" საქართველოშიც არის გავრცელებული. საიდან იქმნება ისტორიის არარეალური ისტორიები და რატომ მოსწონს ის ხალხს? - ამ კითხვებით თსუ-ს ისტორიის დოქტორანტს დიმიტრი სილაქაძეს მივმართეთ:

- მითები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რამის გამო იქმნებოდა. ზოგადად ადამიანი სენსაციების მოყვარული არსებაა, აქედან გამომდინარე, ზოგს ქმნიდნენ სპეციალურად და ზოგიც რაღაც ისტორიული ფაქტის დამახინჯებული ვარიანტია, თვითონ საზოგადოების მიერ. ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროებში გვაქვს მონაცემები რამდენიმე ასეულათასიანი არმიების შესახებ, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მაგ: ჰეროდოტე წერდა, რომ სპარსელთა არმია ძვ.წ 480 წლის სამხედრო კამპანიის დროს დაახლოებით 5,6 მილიონი იყოო. იმ დროის ისტორიკოსებს ამის შემოწმების საშუალება არ ჰქონდათ, მერე უკვე, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ჰანს დელბრიუკმა და სხვა ისტორიკოსებმა გადაამოწმეს, გაანალიზეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ სპარსელებს მართლა ამხელა ლაშქარი ეყოლებოდა, ჯარი იმდროინდელი ბაღდადიდან-ბერლინამდე იქნებოდა გადაჭიმული.

გარდა ამისა, იმ დროინდელი საკომუნიკაციო საშუალებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა ამხელა ჯარის მართვა. მითები იქმნებოდა ომების მერეც, მაგ: როცა გაიმარჯვებდნენ მეტოქეზე, წერდნენ, რომ იყო იმაზე მეტი ვიდრე რეალურად, რათა საკუთარი გამარჯვება კიდევ უფრო გმირულად წარმოეჩინათ, ასევე როცა მარცხდებოდნენ, საკუთარ რაოდენობას ნაკლებს უთითებდნენ, რომ გასამართლებელი მიზეზი ჰქონოდათ და სხვა. იყო მითები, რომელსაც სპეცსამსახურები განგებ ქმნიდნენ, ეს განსაკუთრებით XIX-XXI საუკუნეების პერიოდს ეხება.

- ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდგორის ბრძოლაში მუსულმანთა კოალიციას ყავდა უზარმაზარი ლაშქარი, ზოგი წყარო 600 000-ც კი წერს...

- ამ მასშტაბის არმიები შუა საუკუნეებში უბრალოდ არ არსებობდა. თურქ-სელჩუკთა იმპერიამ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში 1071 წელს მანაზკერთან, როდესაც ბიზანტიას ებრძოდა და ამ ბრძოლაში წყდებოდა თუ ვინ იქნებოდა ახლო აღმოსავლეთში დომინანტი სახელმწიფო, მხოლოდ 20-30 000 მეომრის გამოყვანა მოახერხეს. ზოგადად, შუა საუკუნეებში 30 000-ანი არმია ითვლებოდა გრანდიოზული მასშტაბის არმიად და სულ თითზე ჩამოსათვლელი ბრძოლებია, სადაც ამხელა რაოდენობა იყო გამოყენებული. IX-X საუკუნის ბიზანტიურ სამხედრო ტრაქტატში ეწერა, რომ 5-12 000 კაციანი არმიით შეიძლებოდა სტრატეგიული კამპანიების წარმოება. უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. უფრო დიდი არმიების შეკრება უბრალოდ შეუძლებელი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო: სამობილიზაციო რესურსის (რომელიც შუა საუკუნეებში 1 პროცენტზე ნაკლები იყო), საკომუნიკაციო საშუალებების დაბალი დონის, მართვის შეუძლებლობის და კიდევ მრავალი და მრავალი მიზეზის გამო.

დავუშვათ, რომ მუსლიმთა კოალიცია შედგებოდა 400 000 მებრძოლისაგან, მაშინ სამარშო კოლონა იმდროინდელი გზების გათვალისწინებით გადაიჭიმებოდა დაახლოებით 400 კილომეტრზე და მოწინააღმდეგის არმიის ავანგარდი რომ დიდგორს მოუახლოვდებოდა, არიერგარდი ჯერ კიდევ არ იქნებოდა ქვეყანაში შემოსული. ეს იმდენად აბსურდულია, განხილვადაც არ ღირს. ამას დავუმატოთ ის ფაქტორიც, რომ დიდგორის ბრძოლის წინ ერთიანი სელჩუკური სახელმწიფო აღარ არსებობს, რომელმაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში მხოლოდ 20 - 30 000 მეომრის გამოყვანა შეძლო და დიდგორში საქართველოს ებრძვის ამ დაშლილი სახელმწიფოდან წარმოქმნილი რამდენიმე პოლიტიკური ერთეულის კოალიცია. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ბოლო პერიოდის კვლევების შედეგად უკვე მიიჩნევა, რომ მოწინააღმდეგის არმია დაახლოებით 30 000 კაცისაგან შედგებოდა და თუ შუა საუკუნეების მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ეს იყო გრანდიოზული არმია, რომლის მსგავსიც ასწლეულების მანძილზე იშვიათად იკრიბებოდა. და სწორედ ამიტომ იყო - "ძლევაი საკვირველი", ასეთი გრანდიოზული არმია დაამარცხა დავითმა, თავის მხრივ დავითის არმიის რიცხოვნობაც ამ ომისათვის თანამედროვე გათვლებით 15-18 000 კაცისაგან შედგებოდა.

ამ შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სამხედრო თემებთან მიმართებაში ჩვენთან ბოლო პერიოდამდე ნაკლებად ხდებოდა შუა საუკუნეების წყაროებში არსებული ფანტასტიკური მონაცემების ანალიზი, რაც ევროპაში 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. დიდგორის ბრძოლაზე უარეს მაგალითს გეტყვით, დავითის ისტორიკოსის ცნობით, როდესაც დავით აღმაშენებელმა აიღო სამშვილდე 1110 წელს, სულთნის 100 000-იანი ჯარი შეუმჩნევლად მოვიდა. ამხელა არმია რომც არსებულიყო იმ პერიოდში შეუმჩნევლად როგორ მოვიდოდა? მეფე ტაძრეულით ნაჭარმაგევს იდგა. საღამოს თრიალეთში მათი მისვლა შეიტყო. ღამით 1500 კაცით გაემგზავრა, ცისკარზე შეებრძოლა მოწინააღმდეგეს და სძლია. დღის მიწურვისას თავზარდაცემული გაიქცა თურქთა ბანაკი; კარვებსა და ჭურჭელსაც არ მიხედესო, ისე გაიქცნენ თავიანთ ქვეყნებში. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველებმა ღამე გაიგეს, მთელი ღამე აჭენეს ცხენები და ცისკარზე დაღლილები შეებნენ იმხელა ჯარს, როცა ერთ კაცზე დაახლოებით 66 ადამიანი მოდიოდა და დაამარცხეს. ეს ხომ უფრო ზღაპრის სიუჟეტს გავს, ვიდრე რეალობას?! რეალურად ამ ისტორიაში პრობლემა მოწინააღმდეგის არმიის გაბერილი მონაცემია და ამ ამბის უკრიტიკოდ მიღება, რაც თავის ისტორიულ მნიშვნელობას აკარგვინებს და ზღაპრულ სიუჟეტად აქცევს. ჩვენ სწორედ კომპლექსური კვლევები გვჭირდება, რომელიც ზღაპრული და მითოლოგიური სიუჟეტებისგან გაწმენდს ჩვენ ისტორიას, რაც საკუთარი წარსულის და საკუთარი თავის უკეთ გაანალიზების საშუალებას მოგვცემს.

- სპეცსამსახურები ახსენეთ და საქართველოს ისტორიაში, თუ ერეოდნენ და ამახინჯებდნენ ფაქტებს?

- რა თქმა უნდა. მაგალითად ავიღოთ 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა ეს რესპუბლიკა და ბუნებრივია, რომ ეცდებოდა ფაქტების დამახინჯებას. მაგ: ვრცელდებოდა ხმები, რომ თბილისს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ. იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. მთლიანობაში კი თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა და მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 166 იყო. მთლიანად კი საომარი კამპანიის დროს რამდენიმე ათეულ ათასი ქართველი იბრძოდა ომში.

ასევე იწერებოდა, რომ ქართულ არმიას რუსული კავკასიის არმიიდან მემკვიდრეობით იარაღის უზარმაზარი მარაგი დარჩა, მაგრამ მთავრობამ არ გახსნა საწყობები და ვერ გამოიყენა სათანადოდ არსებული იარაღი, რაც შემდეგ რუსებს დარჩათ ალაფად. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან, ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ, ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამდენიმე მცირე პარტიის შემოტანა, რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ჟორდანიას მთავრობა უუნაროდ ეჩვენებინათ. ამავდროულად აღნიშნულ პერიოდზე მითების გავრცელებას უნებლიედ ხელი შეუწყო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ემიგრაციაში წასულთა შორის არსებულმა დაპირისპირებამ, როდესაც ქვეყნის დანგრევას ყველა ერთმანეთს აბრალებდა, ამიტომ ისტორიკოსის ვალია კარგად შეისწავლოს ყველა წყარო და რომელიმე მხარის ადვოკატად არ იქცეს.

- რატომ უხარიათ ადამიანებს ამ მითების არსებობა? ხომ არაა ეს ერთგვარად პატარა ერის კომპლექსი?

- გარკვეულწილად შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ მე უფრო სხვა რამეს დავაბრალებდი. ჩვენი ისტორიოგრაფია ბევრი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზის გამო ძალიან ჩამორჩა დასავლურ ისტორიოგრაფიას, შესაბამისად ერის დიდი მასის აზროვნებაც დარჩა ადრინდელ ჩარჩოებში. ზემოთ რადგანაც სამხედრო ისტორიაზე გვიხდებოდა საუბარი, ამავე თემაზე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ისტორიას ნაკლებად იკვლევდნენ, ალბათ ეს მიზანმიმართულიც იყო. მე რაც მინახავს, საბჭოთა პერიოდში ჩატარებული სამხედრო ისტორიის ყველაზე კარგი კვლევა იყო, აკაკი კლდიაშვილის მიერ ერეკლეს II-ის პერიოდის შესწავლა სამხედრო თვალსაზრისით. ეს იყო ყველაზე კარგი ნაშრომი, თუმცა ეს დისერტაცია არ გამოუციათ. ამ ფაქტითაც კარგად ჩანს, თუ რა მიდგომა იყო თუნდაც სამხედრო ისტორიისადმი საქართველოში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინრეგისტრაციას ვერ გადიხართ - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სულ ტალღებზეა ლაპარაკი... მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის" - პაატა იმნაძე

"ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში... მინდა გავაფრთხილო ვიზიტორები" - პაატა იმნაძე