ყველა წყვილს ჰქონია შემთხვევა, როცა ჩხუბის შემდეგ რაღაც დროის მანძილზე ხმას არ სცემენ ერთმანეთს, მაგრამ ის რაც იაპონელი წყვილის ცხოვრებაში ხდება, ალბათ არავის გაუგია. ოტოუ კატაიამა მეუღლეს, იუმის ოცი წელია არ ელაპარაკება, თუმცა მასთან თანაცხოვრებას აგრძელებს. იაპონელ ცოლ-ქმარს სამი ზრდასრული შვილი ჰყავს. ქალი წლების მანძილზე ცდილობდა ქმართან ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ მისგან პასუხად მხოლოდ თავის დაქნევა ან ჩახველება მიუღია. მშობლების მდუმარე ურთიერთობაზე 18 წლის შვილმა იოშიკიმ ადგილობრივ ტელეარხს მისწერა და დახმარება სთხოვა.
არხის წარმომადგენლებმა ცოლ-ქმარს შეხვედრა პარკში მოუწყვეს, სადაც მათ ურთიერთობის დასაწყისში პირველი პაემანი ქონდათ. ამ ყველაფერს შვილები ჩასაფრებულები უყურებდნენ.
"დიდი ხანი გავიდა, რაც არ გვისაუბრია. ბავშვებით ძალიან იყავი დაკავებული. იუმი, ამდენი ხნის მანძილზე შენ მრავალი სირთულე გამოიარე, მინდა გითხრა, რომ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ", - როგორც იქნა ქმარმა ხმა ამოიღო...
ოტოუმ მოგვიანებით განმარტა, რომ ცოლს ეჭვიანობის გამო არ ელაპარაკებოდა, რადგან ის მეტ ყურადღებას შვილების მიმართ იჩენდა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo