პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კაცების დისკრიმინაცია თბილისის ღამის კლუბებში - რა დაავალა პრემიერმა შს მინისტრს მთავრობის სხდომაზე
ქართველი კაცების დისკრიმინაცია თბილისის ღამის კლუბებში - რა დაავალა პრემიერმა შს მინისტრს მთავრობის სხდომაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს ავა­ლებს, გარ­კვე­ულ კლუ­ბებ­სა და ბა­რებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ვარ­დე­ბის მო­ედ­ნის" ქვე­მოთ მდე­ბა­რე ბა­რებ­სა თუ სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტში ხდე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი.

"ამ კუ­თხით იყო პრობ­ლე­მე­ბი ადრე. შემ­დეგ ჩვენ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა გავ­წი­ეთ, მაგ­რამ რო­გორც ეტყო­ბა, ეს არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი. მე მინ­და და­ვა­ვა­ლო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს და სა­მი­ნის­ტროს, და­ინ­ტე­რეს­დეს ამ პრობ­ლე­მით. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ხდე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა. რო­გორც მე ვიცი, ად­გი­ლობ­რივ მა­მა­კა­ცებს არ უშ­ვე­ბენ ამ ობი­ექ­ტებ­ში და სამ­წუ­ხა­როდ, უშ­ვე­ბენ მხო­ლოდ მან­დი­ლოს­ნებს. ეს ძა­ლი­ან მძი­მე სა­კი­თხია. მე მინ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი ცხე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან ჩვენ თავი შე­ვი­კა­ვოთ და კა­ნო­ნის კუ­თხით მი­ვუდ­გეთ ამ საქ­მეს.

ჩვენ მი­ვი­ღეთ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გა­შუქ­და, რომ არის მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ მე მინ­და ვთქვა, რომ ამ კა­ნო­ნით ჩვენ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში და­ვიც­ვათ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი. ჩვენ არ გვყავს და­სა­კარ­გი არ­ცერ­თი ახალ­გაზ­რდა. ამი­ტომ მე სრუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბით ვი­თხოვ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის­გან. ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­ი­დე­ბის, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გა­რე­შე, კა­ნო­ნის სრუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბით და ამოქ­მე­დე­ბით, მინ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა იყოს მოგ­ვა­რე­ბუ­ლი უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

კვი­რი­კაშ­ვილ­მა ასე­ვე სთხო­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხში მის თა­ნა­შემ­წეს, სო­ფიო ჯა­ფა­რი­ძეს, და­ინ­ტე­რეს­დეს ამ სა­კი­თხით და შე­ის­წვა­ლოს, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასეთ ობი­ექ­ტებ­ში.

"თუ ეს არის და­ხუ­რუ­ლი ტი­პის კლუ­ბი, მა­შინ მას უნდა ჰქონ­დეს გა­ნა­წე­სი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შერ­ჩე­ვა იქ შეს­ვლის­თვის. ხოლო თუ ეს არის ღია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტი, მა­შინ იგი მთლი­ა­ნად უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს იგი­ვე ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის თვალ­საზ­რი­სით და არ და­არ­ღვი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. იმა­საც ვი­ტყვი, რომ ჩვენ ასე­თი არც ტუ­რის­ტი გვინ­და და არც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონს არად დაგ­ვი­დევს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქართველი კაცების დისკრიმინაცია თბილისის ღამის კლუბებში - რა დაავალა პრემიერმა შს მინისტრს მთავრობის სხდომაზე

ქართველი კაცების დისკრიმინაცია თბილისის ღამის კლუბებში - რა დაავალა პრემიერმა შს მინისტრს მთავრობის სხდომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ავალებს, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.

იხილეთ ვიდეო

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, "ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები.

"ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს.

ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არცერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწვალოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

"თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", - განაცხადა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."