ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა. ამის შესახებ "ფოქს ნიუსი" იუწყება.
ადგილზე პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები მუშაობენ. ამ დროისთვის ცნობია, რამდენი ადამიანია მძევლად აყვანილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უცნობი შეიარაღებული მამაკაცი ბანკში მის ოფიციალურ გახსნამდე შევიდა.