მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ხვალ ის ადამიანები ავტომატურად იქნებიან ამოღებულნი, ვიზეც სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ხვალ ის ადამიანები ავტომატურად იქნებიან ამოღებულნი, ვიზეც სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან ხვალ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად იქ­ნე­ბი­ან ამო­ღე­ბულ­ნი, ვი­ზეც პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა სერ­გო რა­ტი­ან­მა ცეს­კოს მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ე­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ლე­ვან თარ­ხნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, თუ ცეს­კო არ გა­მარ­თავს სხდო­მას აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე, 3 სა­მუ­შაო დღე­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ამო­ვარ­დნა, ვი­ზეც მო­თხოვ­ნა გა­კეთ­დე­ბა.

რო­გორც თარ­ხნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ნინო კა­ლან­და­ძე, ომარ მეგ­რე­ლა­ძე, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი და ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე. მი­სი­ვე თქმით, ასე­თი მო­თხოვ­ნის და­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პარ­ტი­ას იმ დროს აქვს, რო­დე­საც სა­არ­ჩევ­ნო სია არა­აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ბლოკს, პარ­ტი­ას აქვს უფ­ლე­ბა დად­გე­ნი­ლი წე­სით, რაც აქვს დად­გე­ნი­ლი თა­ვის წეს­დე­ბა­ში, მი­მარ­თოს ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ამის თა­ო­ბა­ზე იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სია არა­აქ­ტი­უ­რია, ანუ რო­დე­საც არ ხდე­ბა დე­პუ­ტა­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა. ასე­თი რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდე­ბა, შე­დე­გე­ბი შე­ჯამ­დე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სხდო­მა არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ამ დროს ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა. ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა მა­შინ, რო­დე­საც დე­პუ­ტატს ამა თუ იმ მი­ზე­ზის გამო სხვა ადა­მი­ა­ნი ანაც­ვლებს, ანუ რო­დე­საც სია აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ნე­ბის­მი­ერ სხვა დროს პარ­ტი­ას ან სა­არ­ჩევ­ნო ბლოკს აქვს უფ­ლე­ბა, შე­ი­ტა­ნოს სი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ისე, რო­გორც თვი­თონ მო­ე­სურ­ვე­ბა. ჩვე­ნი დად­გე­ნი­ლი წე­სის თა­ნახ­მად, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ფუნ­ქცი­ას და არის ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სერ­გო რა­ტი­ა­ნი, მან მი­მარ­თა ცეს­კოს შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლით და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან სი­ი­დან. სი­ი­დან ამო­ღე­ბის­თვის ორი გზა არ­სე­ბობს: ცეს­კო იწ­ვევს სხდო­მას და ამ სხდო­მა­ზე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ეს ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და უა­რის თქმა ცეს­კოს არ შე­უძ­ლია, თუ რა­ი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არ არის, მა­გა­ლი­თად, თუ არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პირ­მა მი­მარ­თა, თუმ­ცა რო­გორც წესი, ასეთ სხდო­მას ცეს­კო არ მარ­თავს ხოლ­მე, ამ შემ­თხვე­ვა­ში მუ­შა­ობს მე­ო­რე წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 3 სა­მუ­შაო დღე­ში ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თარ­ხნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს პრინ­ცი­პი გან­ხორ­ცი­ელ­და პო­ლიტ­საბ­ჭოს იმ წევ­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც უარი თქვეს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე და რომ­ლებ­მაც ხელი შე­უ­შა­ლეს თა­ვი­სი ბო­ი­კო­ტით იმ სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბას, რო­მელ­საც უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა ყრი­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ხვალ ის ადამიანები ავტომატურად იქნებიან ამოღებულნი, ვიზეც სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ხვალ ის ადამიანები ავტომატურად იქნებიან ამოღებულნი, ვიზეც სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ხვალ ის ადამიანები ავტომატურად იქნებიან ამოღებულნი, ვიზეც პარტიის გენერალურმა მდივანმა სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა, - ამის შესაეხებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, თუ ცესკო არ გამართავს სხდომას აღნიშნული მიმართვის თაობაზე, 3 სამუშაო დღეში ავტომატურად მოხდება იმ ადამიანების ამოვარდნა, ვიზეც მოთხოვნა გაკეთდება.

როგორც თარხნიშვილი განმარტავს, ეს ადამიანები არიან ნინო კალანდაძე, ომარ მეგრელაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე. მისივე თქმით, ასეთი მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა პარტიას იმ დროს აქვს, როდესაც საარჩევნო სია არააქტიურ მდგომარეობაშია.

"კანონმდებლობის თანახმად, ბლოკს, პარტიას აქვს უფლება დადგენილი წესით, რაც აქვს დადგენილი თავის წესდებაში, მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამის თაობაზე იმ პერიოდში, როდესაც სია არააქტიურია, ანუ როდესაც არ ხდება დეპუტატის ჩანაცვლება. ასეთი რამის განხორციელება არ შეიძლება, როდესაც არჩევნები დამთავრდება, შედეგები შეჯამდება, მაგრამ პირველი სხდომა არ არის ჩატარებული. ამ დროს ცვლილებები არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება მაშინ, როდესაც დეპუტატს ამა თუ იმ მიზეზის გამო სხვა ადამიანი ანაცვლებს, ანუ როდესაც სია აქტიურ მდგომარეობაშია. ნებისმიერ სხვა დროს პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აქვს უფლება, შეიტანოს სიაში ცვლილებები ისე, როგორც თვითონ მოესურვება. ჩვენი დადგენილი წესის თანახმად, აღმასრულებელი მდივანი, რომელიც ასრულებს გენერალური მდივნის ფუნქციას და არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში სერგო რატიანი, მან მიმართა ცესკოს შესაბამისი წერილით და ეს ადამიანები ამოღებული იქნებიან სიიდან. სიიდან ამოღებისთვის ორი გზა არსებობს: ცესკო იწვევს სხდომას და ამ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს ავტომატურ რეჟიმში ხდება ფაქტობრივად და უარის თქმა ცესკოს არ შეუძლია, თუ რაიმე კანონდარღვევა არ არის, მაგალითად, თუ არაუფლებამოსილმა პირმა მიმართა, თუმცა როგორც წესი, ასეთ სხდომას ცესკო არ მართავს ხოლმე, ამ შემთხვევაში მუშაობს მეორე წესი, რომლის მიხედვითაც 3 სამუშაო დღეში ეს ავტომატურად განხორციელდება", - განაცხადა თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, ეს პრინციპი განხორციელდა პოლიტსაბჭოს იმ წევრებზე, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და რომლებმაც ხელი შეუშალეს თავისი ბოიკოტით იმ სხდომის ჩატარებას, რომელსაც უნდა მოემზადებინა ყრილობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."