მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტერატურის მსოფლიო ლეგენდა, ჯოან როულინგი ახალი წიგნით ბრუნდება!
ლიტერატურის მსოფლიო ლეგენდა, ჯოან როულინგი ახალი წიგნით ბრუნდება!

რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის "გუ­გუ­ლის ძა­ხი­ლი" ქარ­თულ ენა­ზე 16 იან­ვრი­დან გა­მო­ი­ცე­მა. მარ­თა­ლია, ეს წიგ­ნი გელბ­რე­ი­თის დე­ბი­უ­ტია, თუმ­ცა ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­კა­ვა. რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის წიგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ამ­ჟა­მად BBC სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ობს.

გთა­ვა­ზობთ მი­ხე­ილ სამ­ხა­რა­ძის სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თარ ბლოგ­ზე MINILIBRARY გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ეს პოს­ტი 2 მი­ზე­ზის გამო არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი:

"TOP თრი­ლე­რე­ბის სე­რი­ას მალე მო­რი­გი ძა­ლი­ან კარ­გი წიგ­ნი შე­ე­მა­ტე­ბა. თუმ­ცა, ეს არაა მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

1. პა­ტი­ვი გვხვდა რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის "გუ­გუ­ლის ძა­ხი­ლი" სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცე­მამ­დე ცოტა ხნით ადრე წაგ­ვე­კი­თხა.

2. წიგ­ნის ყდის ქვეშ ავ­ტო­რის შე­სა­ხებ მი­ნა­წერს თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დით, აღ­მო­ა­ჩენ­დით, რომ რო­ბერტ გელბ­რე­ი­თი ჯოან რო­უ­ლინ­გის ფსევ­დო­ნი­მია (დიახ, ნამ­დვი­ლად ისაა. დიახ, ჰარი პო­ტე­რის ავ­ტო­რი. არა, არ ვცდე­ბით).

კორ­მო­რან სტრა­ი­ქი კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვია – წარ­სულ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც გა­მომ­ძი­ებ­ლის პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის ოქსფორდში სწავ­ლაც კი მი­ა­ტო­ვა. ხან­გრძლი­ვი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავ­ღა­ნეთ­ში თავ­დას­ხმის დროს და­კარ­გუ­ლი ტერ­ფის გამო შე­წყვი­ტა. მას ვა­ლე­ბი აწუ­ხებს, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ღა­მეს ათევს ოფის­ში, რომ­ლის ქი­რაც უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა არ გა­და­უხ­დია.. სწო­რედ ამ დროს იღებს, ერთი შე­ხედ­ვით, უინ­ტე­რე­სო შეკ­ვე­თას. მას­თან მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი ტოპ მო­დე­ლის, ლულა ლენ­დრის ძმა, ჯონ ბრის­ტოუ მი­დის. ლულა ლენ­დრი სა­კუ­თა­რი ბი­ნის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იმ­ტვრა. პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ტოპ მო­დელ­მა თავი მო­იკ­ლა. ეს ვერ­სია ყვე­ლამ და­ი­ჯე­რა, ლუ­ლას ძმის გარ­და.. ვა­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რე­ლად კორ­მო­რა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია საქ­მე მი­ი­ღოს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში დე­ტექ­ტი­ვი კორ­მო­რან სტრა­ი­ქი მცი­რე უზუს­ტო­ბას აღ­მო­ა­ჩენს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ში. ძა­ლი­ან მალე კი ხვდე­ბა, რომ საფრ­თხე უკვე სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ემუქ­რე­ბა, მათ შო­რის მა­საც..

თრი­ლე­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ქორ­მო­რან სთრა­ი­ქი საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია. სხვა დე­ტექ­ტი­ვი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის არ გა­ბეზ­რებს თავს თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი მიხ­ვედ­რე­ბით, ახი­რე­ბე­ბით. არ გტო­ვებს ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის წი­ნა­შე. ის მშვი­დად და მე­თო­დუ­რად გი­ლა­გებს წინ ფაქ­ტებს. ყვე­ლა­ფერს გან­გი­მარ­ტავს, ზოგ­ჯერ რა­ღა­ცებს ვერ ხვდე­ბა და სხვე­ბის დახ­მა­რე­ბით იგებს. ის არც შერ­ლოკ ჰოლსმია, არც პუ­ა­რო და არც სხვა მსგავ­სი გე­ნი­ა­ლუ­რი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. კორ­მო­რა­ნი ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი, ალაგ-ალაგ დაბ­ნე­უ­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, ნე­ბის­ყო­ფი­ა­ნი, ძლი­ე­რი და კე­თი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ხიბ­ლე­ბით ამ პერ­სო­ნა­ჟით.

ამას თან ერ­თვის ახა­ლი დრო­ე­ბი­თი მდივ­ნის, რო­ბინ ელა­კო­ტის გა­მო­ჩე­ნა დე­ტექ­ტი­ვის ოფის­ში. ის ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი სხი­ვი აღ­მოჩ­ნდე­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლის ისე­დაც ჩახ­ლარ­თულ და არე­ულ ცხოვ­რე­ბა­ში. რო­ბი­ნი, გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან გა­მო­სა­დე­გი კად­რია, ფა­რუ­ლად დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და საკ­მა­ოდ დიდი წვლი­ლი შე­აქვს გა­მო­ძი­ე­ბა­ში თა­ვი­სი გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რი მიგ­ნე­ბე­ბით, რი­თაც ხში­რად სთრა­ი­ქის გაკ­ვირ­ვე­ბა­საც იწ­ვევს. სა­ერ­თო­დაც, "გუ­გუ­ლის ძა­ხილ­ში" ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი საკ­მა­ოდ სა­ხა­სი­ა­თოა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლე­ბი აქვთ.

წიგ­ნის და­სას­რუ­ლი თა­ვის­თა­ვად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მხო­ლოდ ერთხელ, ისიც წა­მი­ე­რად გა­ვი­ფიქ­რე, ვინ იქ­ნე­ბო­და რე­ა­ლუ­რი და­ნა­შა­ვე და ეს ვერ­სია იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა, რომ თვი­თონ­ვე უარ­ვყა­ვი. ბო­ლოს კი ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გო­ნე­ბა­ში თვა­ლი გა­და­ვავ­ლე წა­კი­თხულ წიგნს და მივ­ხვდი, ყვე­ლა ფაქ­ტი ცხვირ­წინ მქონ­და, კორ­მო­რან­მა ყვე­ლა აქ­ცენ­ტი დას­ვა, ყვე­ლა­ფე­რი გა­აჟ­ღე­რა, ყვე­ლა­ფე­რი გვაჩ­ვე­ნა, ყვე­ლა სა­ჭი­რო კი­თხვა დას­ვა, მთა­ვა­რი იყო, ფაქ­ტე­ბი და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ერ­თმა­ნეთ­თან. ასე რომ, თუ დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნას თა­მა­ში გინ­დათ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვათ გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მო­ოთ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო დე­ტექ­ტი­ვის მხარ­დამ­ხარ.

კლა­სი­კუ­რი, და­ძა­ბუ­ლი და სის­ხლი­ა­ნი თრი­ლე­რე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი საკ­მა­ოდ მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლია უკვე გა­მო­ძი­ე­ბულ საქ­მე­ში ახა­ლი ხელ­ჩა­სა­ჭი­დის ძებ­ნა, შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, დრო­ე­ბის და­ზუს­ტე­ბა და სხვ. საკ­მა­ოდ სკურ­პუ­ლო­ზუ­რად ხდე­ბა მთლი­ა­ნი სუ­რა­თის დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა. ბო­ლოს, როცა ამ უზარ­მა­ზა­რი პაზ­ლის ყვე­ლა ნა­წი­ლი შე­ერ­თდე­ბა, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. პი­რა­დად მე, ასე­თი ტი­პის თრი­ლე­რი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. კი­თხუ­ლობ და აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა კი­ნო­კად­რად გარ­და­იქ­მნე­ბა. რაც უფრო ჩქა­რა კი­თხუ­ლობ, მით უფრო სწრა­ფად ბრუ­ნავს კი­ნო­ფი­რი და სცე­ნე­ბი ცვლის ერ­თმა­ნეთს.

მე­გობ­რე­ბო, ვი­საც რო­უ­ლინ­გის წიგ­ნე­ბი მო­გე­ნატ­რათ, შე­გიძ­ლი­ათ ისი­ა­მოვ­ნოთ მისი ახა­ლი ჟან­რით. ჯოან რო­უ­ლინ­გმა კორ­მო­რან სტრა­იქ­ზე 3 წიგ­ნი გა­მოს­ცა და უკვე ერთი სული მაქვს, შემ­დეგ წიგნს რო­დის თარ­გმნის პა­ლიტ­რა L!"

იხი­ლეთ მსგავ­სი სტა­ტი­ე­ბი:

http://www.ambebi.ge/books/178213-top-5-thrileri-maththvis-visac-es-zhanri-uyvars.html

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/186340-yvelaze-ighbliani-gogona.html

http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/137603-iu-nesbos-thavebze-monadire-gamomcemloba-palitra-l-isgan.html

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ლიტერატურის მსოფლიო ლეგენდა, ჯოან როულინგი ახალი წიგნით ბრუნდება!

ლიტერატურის მსოფლიო ლეგენდა, ჯოან როულინგი ახალი წიგნით ბრუნდება!

რობერტ გელბრეითის „გუგულის ძახილი“ ქართულ ენაზე 16 იანვრიდან გამოიცემა. მართალია, ეს წიგნი გელბრეითის დებიუტია, თუმცა ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი გამოქვეყნებისთანავე დაიკავა. რობერტ გელბრეითის წიგნების მიხედვით, ამჟამად BBC სატელევიზიო სერიალზე მუშაობს.

გთავაზობთ მიხეილ სამხარაძის სტატიას, რომელიც მან საკუთარ ბლოგზე MINILIBRARY გამოაქვეყნა.

ეს პოსტი 2 მიზეზის გამო არის განსაკუთრებული:

„TOP თრილერების სერიას მალე მორიგი ძალიან კარგი წიგნი შეემატება. თუმცა, ეს არაა მთავარი მიზეზი.

1. პატივი გვხვდა რობერტ გელბრეითის “გუგულის ძახილი” საქართველოში გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე წაგვეკითხა.

2. წიგნის ყდის ქვეშ ავტორის შესახებ მინაწერს თუ კარგად დააკვირდით, აღმოაჩენდით, რომ რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონიმია (დიახ, ნამდვილად ისაა. დიახ, ჰარი პოტერის ავტორი. არა, არ ვცდებით).

კორმორან სტრაიქი კერძო დეტექტივია – წარსულში წარმატებული სამხედრო გამომძიებელი, რომელმაც გამომძიებლის პროფესიისათვის ოქსფორდში სწავლაც კი მიატოვა. ხანგრძლივი სამხედრო კარიერა კი მოულოდნელად ავღანეთში თავდასხმის დროს დაკარგული ტერფის გამო შეწყვიტა. მას ვალები აწუხებს, პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს და ღამეს ათევს ოფისში, რომლის ქირაც უკვე რამდენიმე თვეა არ გადაუხდია.. სწორედ ამ დროს იღებს, ერთი შეხედვით, უინტერესო შეკვეთას. მასთან მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ულამაზესი ტოპ მოდელის, ლულა ლენდრის ძმა, ჯონ ბრისტოუ მიდის. ლულა ლენდრი საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ტოპ მოდელმა თავი მოიკლა. ეს ვერსია ყველამ დაიჯერა, ლულას ძმის გარდა.. ვალების გასასტუმრელად კორმორანი იძულებულია საქმე მიიღოს. რამდენიმე დღეში დეტექტივი კორმორან სტრაიქი მცირე უზუსტობას აღმოაჩენს სამართალდამცავთა მიერ ჩატარებულ გამოძიებაში. ძალიან მალე კი ხვდება, რომ საფრთხე უკვე სხვა ადამიანებსაც ემუქრება, მათ შორის მასაც..

თრილერების მოყვარულები აღმოაჩენენ, რომ ქორმორან სთრაიქი საკმაოდ განსხვავებული პერსონაჟია. სხვა დეტექტივი და გამომძიებელი პერსონაჟებისგან განსხვავებით, ის არ გაბეზრებს თავს თავისი გენიალური მიხვედრებით, ახირებებით. არ გტოვებს ამოუცნობი მოვლენების წინაშე. ის მშვიდად და მეთოდურად გილაგებს წინ ფაქტებს. ყველაფერს განგიმარტავს, ზოგჯერ რაღაცებს ვერ ხვდება და სხვების დახმარებით იგებს. ის არც შერლოკ ჰოლსმია, არც პუარო და არც სხვა მსგავსი გენიალური გამომძიებელი. კორმორანი ძალიან ადამიანური, ალაგ-ალაგ დაბნეული, მიზანდასახული, ნებისყოფიანი, ძლიერი და კეთილი გამომძიებელია. აუცილებლად მოიხიბლებით ამ პერსონაჟით.

ამას თან ერთვის ახალი დროებითი მდივნის, რობინ ელაკოტის გამოჩენა დეტექტივის ოფისში. ის ერთადერთი ნათელი სხივი აღმოჩნდება გამომძიებლის ისედაც ჩახლართულ და არეულ ცხოვრებაში. რობინი, გარდა იმისა, რომ ძალიან გამოსადეგი კადრია, ფარულად დეტექტივობაზე ოცნებობს და საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს გამოძიებაში თავისი გონებამახვილური მიგნებებით, რითაც ხშირად სთრაიქის გაკვირვებასაც იწვევს. საერთოდაც, "გუგულის ძახილში" ყველა პერსონაჟი საკმაოდ სახასიათოა და ძალიან საინტერესო როლები აქვთ.

წიგნის დასასრული თავისთავად მოულოდნელი იყო. მხოლოდ ერთხელ, ისიც წამიერად გავიფიქრე, ვინ იქნებოდა რეალური დანაშავე და ეს ვერსია იმდენად აბსურდულად მომეჩვენა, რომ თვითონვე უარვყავი. ბოლოს კი ყბა ჩამომივარდა. მიუხედავად ამისა, გონებაში თვალი გადავავლე წაკითხულ წიგნს და მივხვდი, ყველა ფაქტი ცხვირწინ მქონდა, კორმორანმა ყველა აქცენტი დასვა, ყველაფერი გააჟღერა, ყველაფერი გვაჩვენა, ყველა საჭირო კითხვა დასვა, მთავარი იყო, ფაქტები დამეკავშირებინა ერთმანეთთან. ასე რომ, თუ დეტექტივობანას თამაში გინდათ, შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ გამოძიება აწარმოოთ ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივის მხარდამხარ.

კლასიკური, დაძაბული და სისხლიანი თრილერებისაგან განსხვავებით, ამ წიგნის სიუჟეტი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინა პლანზე წამოწეულია უკვე გამოძიებულ საქმეში ახალი ხელჩასაჭიდის ძებნა, შეუსაბამობების გამოვლენა, დროების დაზუსტება და სხვ. საკმაოდ სკურპულოზურად ხდება მთლიანი სურათის დეტალების შესწავლა. ბოლოს, როცა ამ უზარმაზარი პაზლის ყველა ნაწილი შეერთდება, ყველასთვის ნათელი ხდება ყველაფერი. პირადად მე, ასეთი ტიპის თრილერი ძალიან მომეწონა. კითხულობ და აცნობიერებ, რომ ყველა წინადადება კინოკადრად გარდაიქმნება. რაც უფრო ჩქარა კითხულობ, მით უფრო სწრაფად ბრუნავს კინოფირი და სცენები ცვლის ერთმანეთს.

მეგობრებო, ვისაც როულინგის წიგნები მოგენატრათ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მისი ახალი ჟანრით. ჯოან როულინგმა კორმორან სტრაიქზე 3 წიგნი გამოსცა და უკვე ერთი სული მაქვს, შემდეგ წიგნს როდის თარგმნის პალიტრა L!“

იხილეთ მსგავსი სტატიები:

http://www.ambebi.ge/books/178213-top-5-thrileri-maththvis-visac-es-zhanri-uyvars.html

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/186340-yvelaze-ighbliani-gogona.html

http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/137603-iu-nesbos-thavebze-monadire-gamomcemloba-palitra-l-isgan.html

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს