პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი - კლინიკამ მაია რჩეულიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება გადაწყვიტა
პროკურორი - კლინიკამ მაია რჩეულიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება გადაწყვიტა

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი თქვა, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მის ე.წ. ბა­თუ­მის მაგ­ნო­ლი­ას ეპი­ზო­დის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ იმ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელს, სა­დაც მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლის­გა­ნაც მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა უარი გა­ნა­ცხა­და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვენ ვამ­ბობთ, რომ დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ვის არი­დე­ბას. ამით ცდი­ლო­ბენ პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­ვა­ყე­ნეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ პრო­ცე­სი და­ი­ნიშ­ნოს 12 იან­ვარს და ამ მი­ზე­ზით კი­დევ არ მოხ­დეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა, რათა დას­რულ­დეს საქ­მის დრო­უ­ლად გან­ხილ­ვა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

პრო­კუ­რო­რის თქმით, 12 იან­ვრის და­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე რო­გორც დაც­ვის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რე­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და თუ კი­დევ იქ­ნე­ბა და­ყე­ნე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაც­ვის მხა­რის მიერ პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ჩათ­ვლის, რომ ად­გი­ლი აქვს პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­თხოვს, რომ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის და­უს­წრებ­ლად გაგ­რძელ­დეს.

"შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე გეგ­მავს იმ მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვას, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის მამ­ხი­ლე­ბელ ჩვე­ნე­ბას იძ­ლე­ვი­ან. ესე­ნი არი­ან "ცენ­ტრ-პო­ინტ აჭა­რას" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ. მათ შო­რი­საა ბუ­ღალ­ტე­რი, რომ­ლის და­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ბა სურ­და თა­ვად ბრალ­დე­ბულს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პროკურორი - კლინიკამ მაია რჩეულიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება გადაწყვიტა

პროკურორი - კლინიკამ მაია რჩეულიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება გადაწყვიტა

პროკურორის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა ყველანაირი სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ იმ კლინიკის ხელმძღვანელს, სადაც მაია რჩეულიშვილი იმყოფებოდა, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

"ჩვენ ვამბობთ, რომ დაცვისა და ბრალდებულის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებას. ამით ცდილობენ პროცესი გაჭიანურდეს. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი დაინიშნოს 12 იანვარს და ამ მიზეზით კიდევ არ მოხდეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რათა დასრულდეს საქმის დროულად განხილვა", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, 12 იანვრის დანიშნულ სასამართლო პროცესზე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეები წარმოადგენენ ბრალდებულის პოზიციას სასამართლო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თუ კიდევ იქნება დაყენებული შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ პროცესის გადადებაზე, სახელმწიფო ბრალდება ჩათვლის, რომ ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას და შესაბამისად, მოითხოვს, რომ სასამართლო განხილვები ბრალდებულის დაუსწრებლად გაგრძელდეს.

"შემდეგ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს იმ მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას იძლევიან. ესენი არიან "ცენტრ-პოინტ აჭარას" თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მაია რჩეულიშვილის მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორისაა ბუღალტერი, რომლის დაკითხვაში მონაწილება სურდა თავად ბრალდებულს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ