მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე ხოშტარია: "ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის!"
ელენე ხოშტარია: "ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის!"

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, პარ­ლა­მენ­ტა­რი, 37 წლის - პრო­ექ­ტის­თვის #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

"მე ჩემი თავი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი მახ­სოვს. სკო­ლა­შიც, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც. საქ­მის კე­თე­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ხელს არ მიშ­ლი­და ინ­ტენ­სი­ურ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. 2004 წელს, როცა მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ, ზუს­ტად იგი­ვე რე­ჟი­მი მქონ­და, რო­გორც ახლა. შე­საძ­ლოა ახლა უფრო ვჩან­ვარ, მაგ­რამ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საქ­მი­სად­მი, ჩემი რე­ჟი­მი ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე იყო. მა­შინ ერთი შვი­ლი მყავ­და. 2012-ში გა­ვა­ჩი­ნე მე­ო­რე და 2014-ში კი­დევ ორი.

არა­სო­დეს არ მქო­ნია ის დი­ლე­მა, რომ, აი, ახლა თუ ბავ­შვს გა­ვა­ჩენ, საქ­მეს ვერ გა­ვაკ­თებ ან ბევრ საქ­მეს თუ გა­ვა­კე­თებ, ბავ­შვს ვერ გა­ვა­ჩენ. მა­გა­ლი­თად, მე­ო­რე ბავ­შვი რომ გა­ვა­ჩი­ნე, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ვე­ცი ინ­ტერ­ვიუ. პა­რას­კევს რომ გა­ვა­ჩი­ნე, ორ­შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, დრო­ის ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს, თუ რამ­დენ დროს უთ­მობ შვილს, მაგ­რამ დრო­შიც ხა­რისხს უფრო აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ ხარ ბავ­შვთან ერთი სა­ა­თი დღე­ში და იმ ერთ სა­ათს ბო­ლომ­დე უთ­მობ, ეს ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღა­ცის კომ­პენ­სი­რე­ბას ახ­დენს. და­კა­ვე­ბუ­ლი დე­დის ან შემ­დგა­რი დე­დის სახე ბავ­შვის­თვის ბევ­რად უფრო მე­ტის მომ­ცე­მია. ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რა თქმა უნდა, არის, რომ, მა­გა­ლი­თად, ზე­ი­მია და შე­იძ­ლე­ბა ვერ წახ­ვი­დე, იქ არ იყო ბავ­შვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში. ამას მეც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ხოლ­მე, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ბავ­შვს აუხ­სნი, რომ ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე მო­მიხ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ძა­ლი­ან მინ­დო­და იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ოღონდ, ამას არ უნდა იტყუ­ე­ბო­დე, რა თქმა უნდა.

მგო­ნია, რომ თით­ქმის არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც მო­მენ­ტში, ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე მოხ­დეს ეს, გა­და­იწ­ვა, მაგ­რამ არც ესაა დრა­მა­ტუ­ლი. თუ ადა­მი­ანს და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი აქვს რა­ღა­ცის კე­თე­ბის, შე­უძ­ლია ამის ოჯახ­თან შე­თავ­სე­ბა. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არის ბა­რი­ე­რე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და მათი გარ­ღვე­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლია. შე­იძ­ლე­ბა მეტი წი­ნა­ღო­ბა შეგ­ხვდეს, თუ, მა­გა­ლი­თად, შენს გა­რე­მო­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ქალი არ უნდა მუ­შა­ობ­დეს. მა­შინ, რა თქმა უნდა, ბევ­რად რთუ­ლია რა­მეს მი­აღ­წიო იმი­ტომ, რომ მეტი წი­ნა­ღო­ბა გაქვს. ერ­თა­დერ­თი, რა­შიც მე ოჯა­ხის შექ­მნამ და ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნამ ხელი შე­მი­შა­ლა იყო გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მინ­დო­და მეს­წავ­ლა, სა­დოქ­ტო­რო გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ახლა ოთხი ბავ­შვით რომ ვე­ღარ წა­ვალ, ეგ ვიცი.

სტე­რე­ო­ტი­პი, რომ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი ხარ, მა­შინ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ გაქვს, ჩემ თავ­ზეც მიგ­რძვნია. ჩემი ოთხი შვი­ლი შო­კია ხოლ­მე ბევ­რის­თვის. ის გა­მოთ­ქმაც ხომ არის - "კა­ცი­ვით ტვი­ნი." როცა სტე­რე­ო­ტიპს არ­ღვევ, "კა­ცის" იარ­ლიყს გაკ­რა­ვენ და მერე მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუ არ დგა­ხარ მა­ღალ ქუს­ლებ­ზე მუდ­მი­ვად, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი მა­კი­ა­ჟით, ესე იგი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ გაქვს. ამ დროს ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტე­რე­ო­ტი­პუ­ლია იმი­ტომ, რომ არ­ცერ­თი დღე არ ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი და ემო­ცი­უ­რი. ამი­ტო­მაც უკ­ვირთ ჩემი ოთხი შვი­ლი, რაც, რა თქმა უნდა, არ გა­უკ­ვირ­დე­ბათ ქა­ლის­გან, რო­მე­ლიც სახ­ლში ზის. კი­დევ, ძა­ლი­ან უკ­ვირთ ხოლ­მე, როცა ვამ­ბობ, რომ მიყ­ვარს საჭ­მლის კე­თე­ბა. ეგეც სტე­რე­ო­ტი­პია - ან საჭ­მელს აკე­თებ, ან ქტი­უ­რი ხარ.

ქა­ლე­ბის თემა, ზო­გა­დად, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ზე მეტი, მე მგო­ნი, რაც შე­მიძ­ლია რო­გორც პო­ლი­ტი­კოს­მა გა­ვა­კე­თო ამ თვალ­საზ­რი­სით, არის პი­რა­დი მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბა. თუ შე­მიძ­ლია ქა­ლე­ბი წა­ვა­ხა­ლი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ამის მა­გა­ლი­თი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბი"

© 2016 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

მე
0

რატომ არის შოკი ოთხი შვილი ორი ქმრისგან , ვერ ვხვდები🤔🤔....

ელენე ხოშტარია: "ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის!"

ელენე ხოშტარია: "ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის!"

ელენე ხოშტარია, პარლამენტარი, 37 წლის - პროექტისთვის #ქალებისაქართველოდან

"მე ჩემი თავი ყოველთვის აქტიური მახსოვს. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. საქმის კეთება ყოველთვის იყო ჩემთვის პრიორიტეტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქტიური ცხოვრება ხელს არ მიშლიდა ინტენსიურ პირად ცხოვრებაში. 2004 წელს, როცა მუშაობა დავიწყე, როგორც საჯარო მოხელემ, ზუსტად იგივე რეჟიმი მქონდა, როგორც ახლა. შესაძლოა ახლა უფრო ვჩანვარ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი, ჩემი რეჟიმი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. მაშინ ერთი შვილი მყავდა. 2012-ში გავაჩინე მეორე და 2014-ში კიდევ ორი.

არასოდეს არ მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი. რა თქმა უნდა, დროის ფაქტორი არსებობს, თუ რამდენ დროს უთმობ შვილს, მაგრამ დროშიც ხარისხს უფრო აქვს მნიშვნელობა. თუ ხარ ბავშვთან ერთი საათი დღეში და იმ ერთ საათს ბოლომდე უთმობ, ეს ძალიან ბევრი რაღაცის კომპენსირებას ახდენს. დაკავებული დედის ან შემდგარი დედის სახე ბავშვისთვის ბევრად უფრო მეტის მომცემია. ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, არის, რომ, მაგალითად, ზეიმია და შეიძლება ვერ წახვიდე, იქ არ იყო ბავშვისთვის მნიშვნელოვან მომენტში. ამას მეც ძალიან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ყველაფრის ახსნა შეიძლება და მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აუხსნი, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მომიხდა გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მინდოდა იქ ვყოფილიყავი და ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვახერხე. ოღონდ, ამას არ უნდა იტყუებოდე, რა თქმა უნდა.

მგონია, რომ თითქმის არაფერია შეუძლებელი. შეიძლება, რაღაც მომენტში, ჯანმრთელობის ხარჯზე მოხდეს ეს, გადაიწვა, მაგრამ არც ესაა დრამატული. თუ ადამიანს დაუძლეველი სურვილი აქვს რაღაცის კეთების, შეუძლია ამის ოჯახთან შეთავსება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ბარიერები და სტერეოტიპები და მათი გარღვევა ძალიან ძნელია. შეიძლება მეტი წინაღობა შეგხვდეს, თუ, მაგალითად, შენს გარემოში მიაჩნიათ, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს. მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრად რთულია რამეს მიაღწიო იმიტომ, რომ მეტი წინაღობა გაქვს. ერთადერთი, რაშიც მე ოჯახის შექმნამ და ბავშვების გაჩენამ ხელი შემიშალა იყო გარკვეული გეგმები, რომ საზღვარგარეთ მინდოდა მესწავლა, სადოქტორო გამეკეთებინა. ახლა ოთხი ბავშვით რომ ვეღარ წავალ, ეგ ვიცი.

სტერეოტიპი, რომ თუ საზოგადოებრივად აქტიური ხარ, მაშინ პირადი ცხოვრება არ გაქვს, ჩემ თავზეც მიგრძვნია. ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის. ის გამოთქმაც ხომ არის - "კაცივით ტვინი." როცა სტერეოტიპს არღვევ, "კაცის" იარლიყს გაკრავენ და მერე მიაჩნიათ, რომ თუ არ დგახარ მაღალ ქუსლებზე მუდმივად, ძალიან დატვირთული მაკიაჟით, ესე იგი, პირადი ცხოვრება არ გაქვს. ამ დროს ეს აბსოლუტურად სტერეოტიპულია იმიტომ, რომ არცერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ ყოფილიყო ძალიან ინტენსიური და ემოციური. ამიტომაც უკვირთ ჩემი ოთხი შვილი, რაც, რა თქმა უნდა, არ გაუკვირდებათ ქალისგან, რომელიც სახლში ზის. კიდევ, ძალიან უკვირთ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ მიყვარს საჭმლის კეთება. ეგეც სტერეოტიპია - ან საჭმელს აკეთებ, ან ქტიური ხარ.

ქალების თემა, ზოგადად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტი, მე მგონი, რაც შემიძლია როგორც პოლიტიკოსმა გავაკეთო ამ თვალსაზრისით, არის პირადი მაგალითის ჩვენება. თუ შემიძლია ქალები წავახალისო საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ამის მაგალითი სიამოვნებით ვიქნები"

© 2016 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით #ქალებისაქართველოდან

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე

"მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს" - საპატრიარქო