ავტოსაგზაო შემთხვევებისას ყველაზე მეტი - 99 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, ყველაზე ცოტა - 1 ადამიანი კი ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე; ხონი-ქუთაისის; თბილისი-მარნეული-სადახლოს; ოზურგეთი-ნატანებისა და ბათუმი-ახალციხის გზებზე დაიღუპა.
ამის შესახებ "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" მიერ ქვეყნის მასშტაბით 2010-2015 წლების განმავლობაში ავარიების ე.წ. "პრობლემური მონაკვეთების" ანუ "შავი წერტილების" შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ასოციაციის ცნობით, სწორედ ამ "შავ წერტილებზე" ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვლილების/დაშავებულების რაოდენობა საგანგაშოდ მზარდია. პროცენტულად ყველაზე მეტი - 50.7% ავარია მსუბუქ ავტომობილთან შეჯახებაზე
მოდის; შემდეგ ადგილზეა ქვეითთან შეჯახება - 16.7 %-ით; 13.8% დაბრკოლებას ეჯახება; ხოლო 13.1%-ისთვის შეჯახება ამობრუნებით დასრულდა; 1.9%-ი კი გაჩერებულ ტრანსპორტს შეეჯახა... განაგრძეთ კითხვა