საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორელი ოჯახი მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება: "დაკრძალონ, კუბოს შეძენის საშუალება არ გვაქვს"
გორელი ოჯახი მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება: "დაკრძალონ, კუბოს შეძენის საშუალება არ გვაქვს"

"მე­რი­ის შე­ნო­ბის წინ და­ვას­ვე­ნებთ მიც­ვა­ლე­ბულს და დაკ­რძა­ლონ, ჩა­სას­ვე­ნებ­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ არ გვაქვს", - აცხა­დებს გორ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მერი ცარ­ცი­ძის ძმა ვაჟა ცარ­ცი­ძე. 79 წლის მერი ცარ­ცი­ძეს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ ჰყავ­და, იგი გორ­ში, ლეხ კა­ჩენ­სკის ქუ­ჩა­ზე, #51-ში მდე­ბა­რე სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. გარ­დაც­ვლი­ლი სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე, ჩა­სას­ვე­ნებ­ლის გა­რე­შეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი და ახ­ლობ­ლე­ბი მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბამ­დე დაკ­რძალ­ვას არ აპი­რე­ბენ.

გო­რის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ა­ზეა გათ­ვლი­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი მერი ცარ­ცი­ძე არც ერთ კა­ტე­გო­რი­ა­ში არ გა­დის, რის გა­მოც მის ოჯახს დახ­მა­რე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა:

"ჩვენ­თან მო­ვი­და მო­ქა­ლა­ქე ვაჟა ცარ­ცი­ძე, რო­მე­ლიც მისი დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ითხოვ­და სა­რი­ტუ­ა­ლო დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯებ­ზე დახ­მა­რე­ბას. გო­რის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა ამ კუ­თხით გათ­ვლი­ლია სამ კე­ტე­გო­რი­ა­ზე, ესე­ნი გახ­ლავთ: დევ­ნი­ლე­ბი, ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი და უპატ­რო­ნო მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი. ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვლი­ლი მერი ცარ­ცი­ძე არ­ცერთ კა­ტე­გო­რი­ა­ში არ გა­დის, ვაჟა ცარ­ცი­ძეს დახ­მა­რე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა. მას შემ­დეგ, რაც სა­კი­თხის შეს­წავ­ლა მოხ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია იმ­სჯე­ლებს ოჯა­ხის­თვის ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­კი­თხზე და და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ვუ­წევთ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლამ­დე, თან­ხის და­კონ­კრე­ტე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ გარ­დაც­ვლი­ლის ძმა­საც", - აცხა­დებს გო­რის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ქე­თე­ვან შა­ტა­კიშ­ვი­ლი.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, მერი ცარ­ცი­ძე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რი იყო, სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბაც ერთ პირ­ზე ერი­ცხე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში დაკ­რძალ­ვის სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე დახ­მა­რე­ბა ეკუთ­ვნის. აღ­ნიშ­ნულ არ­გუ­მენტს მე­რი­ის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა­ტე­რი­ნე ქუ­თა­თე­ლა­ძე ამ­გვა­რად პა­სუ­ხობს:

"მარ­თა­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი მარ­ტო­ხე­ლა იყო, თუმ­ცა, უპატ­რო­ნოდ არ ით­ვლე­ბა, მას ჰყავს ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში კი, ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ამ­გვა­რი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წე­ვათ უპატ­რო­ნო მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, თუმ­ცა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ოჯახს ეკო­ნო­მი­კუ­რად უკი­დუ­რე­სად უჭირს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მოქ­მე­დებს მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის სხვა მუხ­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბით ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ცდი­ლობს გარ­დაც­ვლი­ლი მერი ცარ­ცი­ძის ძმას­თან შეხ­ვედ­რას, რომ მოხ­დეს დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა და დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, მაგ­რამ ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლო".

ცარ­ცი­ძე­ებს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ჩა­სას­ვე­ნე­ბე­ლი ჯერ არ შე­უ­ძე­ნი­ათ და მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან.

ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გორელი ოჯახი მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება: "დაკრძალონ, კუბოს შეძენის საშუალება არ გვაქვს"

გორელი ოჯახი მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება: "დაკრძალონ, კუბოს შეძენის საშუალება არ გვაქვს"

"მერიის შენობის წინ დავასვენებთ მიცვალებულს და დაკრძალონ, ჩასასვენებლის შეძენის საშუალება ჩვენ არ გვაქვს", - აცხადებს გორში გარდაცვლილი მერი ცარციძის ძმა ვაჟა ცარციძე. 79 წლის მერი ცარციძეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა, იგი გორში, ლეხ კაჩენსკის ქუჩაზე, #51-ში მდებარე სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. გარდაცვლილი სწორედ აღნიშნულ მისამართზე, ჩასასვენებლის გარეშეა დასვენებული და ახლობლები მერიის შესაბამისი სამსახურის დახმარებამდე დაკრძალვას არ აპირებენ.

გორის მერიის სოციალური განყოფილების სამსახურში აცხადებენ, რომ სოციალური პროგრამა რამდენიმე კატეგორიაზეა გათვლილი და გარდაცვლილი მერი ცარციძე არც ერთ კატეგორიაში არ გადის, რის გამოც მის ოჯახს დახმარებაზე უარი ეთქვა:

"ჩვენთან მოვიდა მოქალაქე ვაჟა ცარციძე, რომელიც მისი დის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ითხოვდა სარიტუალო დაკრძალვის ხარჯებზე დახმარებას. გორის მერიის სოციალური პროგრამა ამ კუთხით გათვლილია სამ კეტეგორიაზე, ესენი გახლავთ: დევნილები, ომის ვეტერანები და უპატრონო მიცვალებულები. ვინაიდან გარდაცვლილი მერი ცარციძე არცერთ კატეგორიაში არ გადის, ვაჟა ცარციძეს დახმარებაზე უარი ეთქვა. მას შემდეგ, რაც საკითხის შესწავლა მოხდება, შესაბამისი კომისია იმსჯელებს ოჯახისთვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გავუწევთ ფულად დახმარებას, თუმცა, ამ ეტაპზე, სოციალური მდგომარეობის შესწავლამდე, თანხის დაკონკრეტება გამიჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ გარდაცვლილის ძმასაც", - აცხადებს გორის მერიის სოციალური განყოფილების უფროსი ქეთევან შატაკიშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, მერი ცარციძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერი იყო, სოციალური შემწეობაც ერთ პირზე ერიცხებოდა და შესაბამისად, მერიის სოციალური პაკეტის ფარგლებში დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება ეკუთვნის. აღნიშნულ არგუმენტს მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ქუთათელაძე ამგვარად პასუხობს:

"მართალია, გარდაცვლილი მარტოხელა იყო, თუმცა, უპატრონოდ არ ითვლება, მას ჰყავს ახლო ნათესავები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მუნიციპალიტეტის სოციალურ პაკეტში კი, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამგვარი დახმარება გაეწევათ უპატრონო მიცვალებულებს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, როცა ოჯახს ეკონომიკურად უკიდურესად უჭირს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მოქმედებს მერიის სოციალური პაკეტის სხვა მუხლები და შესაბამისი შესწავლის საფუძველზე, სწორედ აღნიშნული მუხლებით ხდება გარკვეული დახმარების გაწევა. ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე საათია ცდილობს გარდაცვლილი მერი ცარციძის ძმასთან შეხვედრას, რომ მოხდეს დეტალების დაზუსტება და დახმარების გაწევა, მაგრამ ამ დრომდე ვერ შეძლო".

ცარციძეებს მიცვალებულის ჩასასვენებელი ჯერ არ შეუძენიათ და მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ია თინიკაშვილი

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა