პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შორეული კოსმოსიდან მიღებული უცნაური სიგნალები - მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?
შორეული კოსმოსიდან მიღებული უცნაური სიგნალები - მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?

კოს­მო­სი - უსას­რუ­ლო­ბი­დან უსას­რუ­ლო­ბამ­დე გა­და­ჭი­მუ­ლი უკი­დე­გა­ნო სივ­რცე; პლა­ნა­ტე­ბით, ვარ­სკვლა­ვე­ბით, თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დე­ბით, ნის­ლე­უ­ლე­ბით მო­ჭე­დი­ლი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ადა­მი­ანს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს. ადა­მი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუ­დამ უც­ნო­ბის­კენ მი­ის­წრა­ფის და ცოდ­ნის არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას ცდი­ლობს. ვარ­სკვლა­ვებს ჯერ კი­დევ ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ტე­ლეს­კო­პის გა­მო­გო­ნე­ბას­თან ერ­თად მეც­ნი­ე­რებ­მა კოს­მო­სის შეს­წავ­ლა უფრო აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს. დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ათე­უ­ლო­ბით და ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა.

პლა­ნე­ტე­ბის და ას­ტე­რო­ი­დე­ბის შეს­წავ­ლა-აღ­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად, მეც­ნი­ე­რე­ბის მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა კოს­მოს­ში სხვა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი­სა ან სი­ცო­ცხლის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის აღ­მო­ჩე­ნაა. მარ­ტო­ნი ვართ თუ არა სამ­ყა­რო­ში - ეს კი­თხვა ადა­მი­ანს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს.

1950-იან წლებ­ში ამე­რი­კა­ში კოს­მო­სის შეს­წავ­ლის მას­შტა­ბურ პროგ­რა­მას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. 1959 წელს პრო­ექ­ტი SETI - Search for Extra-Terrestrial Intelligence - არა­მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლის მო­ძი­ე­ბა - ამოქ­მედ­და. მძლავ­რი, 27 მ-იანი რა­დი­ო­ტე­ლეს­კო­პით მეც­ნი­ე­რე­ბი ფრენკ დრე­ი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სამ­ყა­როს შეს­წავ­ლას შე­უდ­გნენ. მა­ლე­ვე NASA-მ SETI-ის და­ფი­ნან­სე­ბა და­ი­წყო. კოს­მოს­ში პირ­ვე­ლო­ბის­თვის გა­ჩა­ღე­ბულ პა­ექ­რო­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის ამე­რი­კა ძალ­ღო­ნეს არ იშუ­რებ­და. ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი "ციკ­ლო­პი" 1 500 რა­დი­ო­ტე­ლეს­კო­პის (!) აგე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. გეგ­მა, რო­მე­ლიც რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის 10 მლრდ დო­ლარს სა­ჭი­რო­ებ­და, ქა­ღალ­დზე დარ­ჩა.

მეც­ნი­ე­რებ­მა კოს­მო­სის შეს­წავ­ლა არ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტით გა­ნაგ­რძეს და მა­ლე­ვე პირ­ველ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს. 1977 წლის 15 აგ­ვის­ტოს ოჰა­ი­ოს შტატ­ში მდე­ბა­რე რა­დი­ო­ტე­ლეს­კოპ "დიდ ყურ­ზე" მო­მუ­შა­ვე ას­ტრო­ნომ­მა ჯერი ეი­მან­მა შო­რე­უ­ლი კოს­მო­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი და­ა­ფიქ­სი­რა. ეს მოვ­ლე­ნა ის­ტო­რი­ა­ში "Wow!"-ის სა­ხე­ლით შე­ვი­და - ქა­ღალ­დზე ამო­ბეჭ­დი­ლი და ექ­ვსი სიმ­ბო­ლოს­გან 6EQUJ5 შემ­დგა­რი რა­დი­ო­სიგ­ნა­ლის გას­წვრივ ეი­მან­მა წი­თე­ლი ფან­ქრით "Wow!" და­წე­რა.

გა­მოთ­ვლე­ბით, 72 წმ-ის ხან­გრძლი­ვო­ბის რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი, მშვილ­დოს­ნის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი­დან მო­დი­ო­და.

მას შემ­დეგ, აგერ უკვე 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი მეც­ნი­ე­რებს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს. აქ­ტი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის აღარ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა.

2015 წლის მა­ის­ში, რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე რა­დი­ო­ტე­ლეს­კოპ­მა РАТАН-600 ვარ­სკვლავ­თა სის­ტე­მი­დან HD164595 წა­მო­სუ­ლი სიგ­ნა­ლი და­ა­ფიქ­სი­რა. მის­მა ხან­გრძლი­ვო­ბამ მხო­ლოდ 2 წმ შე­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვი ჰერ­კუ­ლე­სის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ჩვენ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 94 სი­ნათ­ლის წლით არის და­შო­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ვარ­სკვლავ­თა სის­ტე­მა­ში მეც­ნი­ე­რებს მხო­ლოდ ერთი პლა­ნე­ტა - HD164595 b აქვთ აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

რა­დი­ო­სიგ­ნა­ლე­ბის გარ­და, მეც­ნი­ე­რე­ბი კოს­მოს­ში არ­სე­ბუ­ლი ხმე­ბი­თა და მათი წარ­მო­შო­ბის ბუ­ნე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. 1996 წლის 27 ივ­ნისს, მზის სის­ტე­მის უდი­დე­სი პლა­ნე­ტის - იუ­პი­ტე­რის შე­სას­წავ­ლად გაშ­ვე­ბულ­მა კოს­მო­სურ­მა აპა­რატ­მა Galileo, იუ­პი­ტე­რის ერთ-ერთი თა­ნამ­გზავ­რის - გა­ნი­მე­დის ორ­ბი­ტა­ზე უც­ნა­უ­რი ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი და­ა­ფიქ­სი­რა. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ამ ხმას გა­ნი­მე­დის ორ­ბი­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი გა­მოს­ცე­მენ.

კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი 1997 წელს სა­ტურ­ნის შე­სას­წავ­ლად გაშ­ვე­ბულ­მა Cassini-Huygens-მა და­ა­ფიქ­სი­რა. სიგ­ნალს, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის პო­ლუ­სის მხრი­დან მო­დი­ო­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და ცვა­ლე­ბა­დი სიხ­ში­რე­ე­ბი ჰქონ­და. "კა­სი­ნიმ­დე", სა­ტურ­ნი­დან მო­მა­ვა­ლი უც­ნა­უ­რი ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბი კოს­მო­სურ­მა აპა­რატ­მა "ვო­ი­ა­ჯერ­მაც" და­ა­ფიქ­სი­რა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შორეული კოსმოსიდან მიღებული უცნაური სიგნალები - მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?

შორეული კოსმოსიდან მიღებული უცნაური სიგნალები - მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?

კოსმოსი - უსასრულობიდან უსასრულობამდე გადაჭიმული უკიდეგანო სივრცე; პლანატებით, ვარსკვლავებით, თანავარსკვლავედებით, ნისლეულებით მოჭედილი სამყარო, რომელიც უხსოვარი დროიდან ადამიანს მოსვენებას არ აძლევს. ადამიანი, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, მუდამ უცნობისკენ მიისწრაფის და ცოდნის არეალის გაფართოებას ცდილობს. ვარსკვლავებს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები აკვირდებოდნენ. შუა საუკუნეებში, ტელესკოპის გამოგონებასთან ერთად მეცნიერებმა კოსმოსის შესწავლა უფრო აქტიურად დაიწყეს. დღეს ამ მიმართულებით ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება.

პლანეტების და ასტეროიდების შესწავლა-აღმოჩენასთან ერთად, მეცნიერების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კოსმოსში სხვა ცივილიზაციებისა ან სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის აღმოჩენაა. მარტონი ვართ თუ არა სამყაროში - ეს კითხვა ადამიანს მოსვენებას არ აძლევს.

1950-იან წლებში ამერიკაში კოსმოსის შესწავლის მასშტაბურ პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. 1959 წელს პროექტი SETI - Search for Extra-Terrestrial Intelligence - არამიწიერი სიცოცხლის მოძიება - ამოქმედდა. მძლავრი, 27 მ-იანი რადიოტელესკოპით მეცნიერები ფრენკ დრეიკის ხელმძღვანელობით სამყაროს შესწავლას შეუდგნენ. მალევე NASA-მ SETI-ის დაფინანსება დაიწყო. კოსმოსში პირველობისთვის გაჩაღებულ პაექრობაში გამარჯვების მოპოვებისთვის ამერიკა ძალღონეს არ იშურებდა. ამბიციური პროექტი "ციკლოპი" 1 500 რადიოტელესკოპის (!) აგებას ითვალისწინებდა. გეგმა, რომელიც რეალიზებისთვის 10 მლრდ დოლარს საჭიროებდა, ქაღალდზე დარჩა.

მეცნიერებმა კოსმოსის შესწავლა არსებული ბიუჯეტით განაგრძეს და მალევე პირველ წარმატებასაც მიაღწიეს. 1977 წლის 15 აგვისტოს ოჰაიოს შტატში მდებარე რადიოტელესკოპ "დიდ ყურზე" მომუშავე ასტრონომმა ჯერი ეიმანმა შორეული კოსმოსიდან მიღებული რადიოსიგნალი დააფიქსირა. ეს მოვლენა ისტორიაში "Wow!"-ის სახელით შევიდა - ქაღალდზე ამობეჭდილი და ექვსი სიმბოლოსგან 6EQUJ5 შემდგარი რადიოსიგნალის გასწვრივ ეიმანმა წითელი ფანქრით "Wow!" დაწერა.

გამოთვლებით, 72 წმ-ის ხანგრძლივობის რადიოსიგნალი, მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან მოდიოდა.

მას შემდეგ, აგერ უკვე 40 წლის განმავლობაში ეს რადიოსიგნალი მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. აქტიური დაკვირვების მიუხედავად, ის აღარ განმეორებულა.

2015 წლის მაისში, რუსეთში მდებარე რადიოტელესკოპმა РАТАН-600 ვარსკვლავთა სისტემიდან HD164595 წამოსული სიგნალი დააფიქსირა. მისმა ხანგრძლივობამ მხოლოდ 2 წმ შეადგინა. აღნიშნული ვარსკვლავი ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარეობს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 94 სინათლის წლით არის დაშორებული. ამ ეტაპზე ვარსკვლავთა სისტემაში მეცნიერებს მხოლოდ ერთი პლანეტა - HD164595 b აქვთ აღმოჩენილი.

რადიოსიგნალების გარდა, მეცნიერები კოსმოსში არსებული ხმებითა და მათი წარმოშობის ბუნებით არიან დაინტერესებულნი. 1996 წლის 27 ივნისს, მზის სისტემის უდიდესი პლანეტის - იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა აპარატმა Galileo, იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრის - განიმედის ორბიტაზე უცნაური ხმოვანი სიგნალი დააფიქსირა. მეცნიერთა აზრით, ამ ხმას განიმედის ორბიტაზე არსებული დამუხტული ნაწილაკები გამოსცემენ.

კიდევ ერთი უცნაური ხმოვანი სიგნალი 1997 წელს სატურნის შესასწავლად გაშვებულმა Cassini-Huygens-მა დააფიქსირა. სიგნალს, რომელიც პლანეტის პოლუსის მხრიდან მოდიოდა, საკმაოდ რთული სტრუქტურა და ცვალებადი სიხშირეები ჰქონდა. "კასინიმდე", სატურნიდან მომავალი უცნაური ხმოვანი სიგნალები კოსმოსურმა აპარატმა "ვოიაჯერმაც" დააფიქსირა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

15 თებერვლამდე ნალექი, თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს